პირველის ონლაინი საერთოდ არ გამისწორდა მახსოვს, მეორე არ ვიცი.
გუშინ, კვირა დღეს, გადავწყვიტე საღამოს რამეს გემრიელად ჩავჯდომოდი. კაკრას რამე ლაითი შუთერის მუღამი დამყვება კაი ხანია და გადმოვწერე Call of Duty: Warzone, 80GB.
80GB.
გადმოვწერე 80GB და ჩავრთე.
ვუყურე სინემატიკს რომელსაც ვერ გადავახტი.
გავიარე ბეისიკების ტუტორიალი რომელსაც ასევე ვერ გადავახტი და შევედი ონლაინ მაჩში.
გადმოვხტი თვითმფრინავიდან, გავხსენი პარაშუტი და რუკის რაღაც ადგილას დავეშვი.
5 წუთი ვეძებე ხალხი და პოვნიდან რამდენიმე წამში ჩამაძაღლეს.
გადადის კადრი სადღაც ვარ მიბმული, 1-1ზე მოუგე ამ კაცსო და დაგაბრუნებთ თამაშშიო. ჩავაძაღლე ეს ვიღაც, დავბრუნდი თამაშში და იგივე განმეორდა.
მიუხედავად ამ ცუდი გამოცდილებისა თამაში საკმაოდ კარგი გასართობი იქნება მეგობრებთან ერთად, ხოდა ხო არ გვეცადა ეს? ერთად გავახტებით პარაშუტიდან და ვინადირებთ სასტავზე.
უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ battlenet-იდან 80GB გექნებათ გადმოსაწერი :D
ყიდვა არ გჭირდებათ უფასოა.
დღეს 9 საათიდან 12 საათამდე შემიძლია თამაში.