Unread post#155 » 01 Jul 2020 11:27
ბუში (სკულპტორი) გახდა თვითონაც, მსხვერპლზე წავიდა, დანებდა მოვლენებს და ვერ დააღწია თავი. ეგ ენდინგი ნორმალ ენდინგია, ორი მაგაზე უკეთესის მიღწევა შეგიძლია. შურა ბოროტი ენდინგია, ადამიანური დაცემის მაჩვენებელი. საუკეთესო ენდინგად ითვლება დასავლეთში წასვლა, რაც ბუნებრივია იმიტო რო ჩინურ და იაპონურ შეხედულებებში დასავლეთი ცოდნის მიღების წყაროა და ფოლკლორიზაციაში დამატებითი ელემენტები ემატება. ჩინეთისთვის დასავლეთი იყო ინდოეთი და მაგაზეა Journey To The West დაწერილი, თუ როგორ მიდის ბერი ცოდნის ჩამოსატანად ინდოეთში (მართლა წავიდა თავის დროზე), ხოლო იაპონიისთვის ეს არის ჩინეთი, ვინაიდან კამაკურას პერიოდამდე, სანამ საკუთარს ნიშნებს გამოკვეთავდნენ, კულტურაც, ცოდნაც, არქიტექტურაც და დამწერლობაც ჩინეთისგან საზრდოობდა.
მანდ ყველაფერი იაპონურ ტრადიციულ შეხედულებებზეა აგებული (ლაითად მარა მაინც), რომელსაც ერთი კონკრეტული ფილოსოფია არ გააჩნია, ცალკე სინკრეტული (რამდენიმე რელიგია რო ერწყმის ერთმანეთს) მოძღვრებები კარნახობდა, ცალკე ეზოთერული ბუდიზმი (რიტუალებით გაჯერებული და ყველაზე პოპულარული იაპონიაში), ცალკე სახალხო ბუდისტური სკოლები (მოგვიანებით), თან ეს ყველაფერი რადგან ჩინეთიდან შედიოდა, იქაური ფოლკლორიც მიყვებოდა, ხოდა ცალკე entity გახდა იაპონიაში რელიგია, სწორ სწავლებებზე წვდომა კი ფაქტიურად ელიტას ჰქონდა მხოლოდ, ვინც წერა-კითხვა იცოდა. დანარჩენი ტრადიციებია კაციშვილმა რო არ იცის საიდან მიღებული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.