Battlefield 3
ამ რამოდენიმე დღის წინ EA-მ გააუქმა პროექტები Battlefield 1943 და Onslaught, მაგრამ რამოდენიმე საათის შემდეგ Battlefield 3 დაანონსა.
ცნობილია რომ თამაში იქნება Frosbite 2 ძრავზე რომელიც შენობების სრული ნგრევის შესაძლებლობას იძლევა.
ნორმალურ სეთინგებზე სათამაშოდ თქვენ საკმაოდ ძლიერი სისტემა დაგჭირდებათ.
PC ვერსიას მულტიპლეიერში 64 სლოტიანი სერვერები ექნება, ხოლო კონსოლებისთვის მხოლოდ 24 სლოტიანი სერვერია გათვალისწინებული.
ამჯერად თამაშში შეგვეძლება დაწოლა (BFBC2-ში და BFBC2V-ში ეს ფუნქცია არ არის), მოწინააღმდეგის მონიშვნა (BC2-მდე არ ყოფილა BF-ის თამაშებში) და შეგვეძლება Dog Tag-ების შეგროვება.
დაბრუნდება თვითმფრინავებიც რომლებითაც შევძლებთ ფრენას.
იქნება 4 კლასი Assault, Engeneer, Medic, Recon, მაგრამ დამატებული იქნება იარაღები და გაჯეტები.
გვექნება ჩვენი ჯარისკაცის კოსტუმიზაციის შესაძლებლობაც.
დამატებულია Killcam.
ასევე დამტკიცებულია რამოდენიმე ლოკაცია სადაც მოგვიწევს თამაში: თეირანი, ნიუ-იორკი, პარიზი, სულაიმანია (ერაყში).