ორი ღამეა ვთამაშობ და აი ზუსტად ეხა უყურე ტიტრებს, თან საათს დავხედე და ექვსია უკვე )) ირონია იმაშია, რომ როგორ მოძველებულ რობოტებსაც ებრძვი ისეთივეა თვითონ თამაშიც - ნელა, ჭყრიალით იწყებს და უმატებს სულ ბოლომდე. ძაან გამიკვირდა მართლა, თავიდან რო დავიწყე საერთოდ არ მომეწონა, მითუმეტეს Last of Us-ის მერე რო ისევ იგივე სეთინგის მეგაპოლისში მოვხვდი რომელიც ერთი 10 თავით უფრო დაბალი დონის იყო, მაგრად გამიტყდა (მარა ეს უფრო ძველია იდეაში ვიდრე ის, ამიტო ეგეც ეპატიება). ხოდა გაუყევი გზას, თავიდან რთულით დავიწყე, მარა მალევე მივხვდი, რო დამტანჯავდა ფაითინგი და გადმოვხტი ნორმალზე ისევ. მივდივარ და მიკვირს, გრაფიკა მართლა PS1 დონისაა, გეიმფლეი საერთოდ ვერ გამოირჩევა ტონა მსგავსი თამაშებისგან, ვა, რა მოწონთ? რატო გახდა პოპულარული? და მსგავსი კითხვები ტრიალებს.
გავიდა საათი, რაღაც შეიცვალა... გავიდა ორი, კიდე რაღაც მოხდა... გავიდა სამი და უკვე 4,5,6 გასვლა ვეღარც გავიგე. მერე გათენდა და იმ ფიქრით, რომ უკვე ფინიშთან ვიყავი, გამოვრთე. მეორე დღეს ჩემთვის ვიფიქრე, აი ეხა ჩავრთავ და ერთ 15 წუთში მოუყომარებთქო, მარა ნიფიგა მეგობარო ))) მეორე ღამეც გავათენე. არვიცი რაღაც მაგიააქ, რო დაშლი თითქოს არცერთი დეტალი არ ვარგა, მარა ერთად იდეალურად მუშაობს, სემიჩკასავით ითამაშება, ჰაეროვანი და დინამიურია. ერთი შეხედვით მოტ...ლ გეიმფლეი ფიჩებს იმდენად კარგი მონაცვლეობით და ორიგინალური ფორმებით გაწვდიან, რომ თამაშობ და ფიქრობ - ეს ხო ვიცი, მარა რატო არ მბეზრდება? აი აკრობატიკით მაგალითად არცერთ თამაშში არ მისიამოვნია, მარა აქ მართა მაიმუნივით ვიყავი ბოლოს. ბრძოლა ვითო მოსაწყენი, მარა საკმაოდ ჩელენჯიანი. სიუჟეტი კლიშეებით, მაგრამ საინტერესო. გეუბნებით რა მაგიააქ რაღაც.
მეტი რომანტიზმისთვის შემილია ესე აბსტრაქტულადაც დავტოვო ეს საკითხი, მაგრამ Andy Serkis ხსენების გარეშე ამ კომენტარის დამთავრება არანაირად არ გამომივა. ეს არი ფაქტიურად ერთი პროფესიონალის გარშემო აწყობილი ამბავი, მსახიობის რომელსაც თავისი დრამატულობის და დამაჯერებლობის გამო თამაშს ყველანაირ მინუსს პატიობ, რასაც სხვაგან გააკრიტიკებდი იმას მხარს უვლი, ივიწყებ და აგრძელებ სიამოვნების მიღებას. და ამ მომენტში მოდის პროფესიონალი მსახიობების და თამაშების თემის სიღრმე და პერსპექტივები, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა. ამ თამაშის რეალური ღირებულება კი მისი საყვარელი (ადამიანური) პერსონაჟები, დიალოგები და კომიკური სცენებია, რომლებიც დაჟე ჩემნაირი სოფლელისთვისაც გასაგები იყო და საკმაოდ ბევრიც ვიცინე )) ჯერ მარტო გადასახტომებზე გადაგდების მომენტი რამდენად ღირს )) არა მართლა ბევრი სასიამოვნო სცენა იყო და ბრავო Ninja Theory, მათ აიღეს ყოველმხრივ დაძველებული კონცეფცია და დადეს რაღაც ახალი, ეს კიდე სიყვარულის გარეშე არ ხდება (: და არ თქვათ, რომ შენიღბული Beyond Good & Evil პერსონაჟები არ დაგყვებოდნენ გვერდით ))