Battlefield V30 საათამდე დამიგროვდა უკვე ორიჯინში და ორი სიტყვით მინდა მოგიყვეთ რამდენად კარგი რამეა. ვისაც რამე თბილი გრძნობა გაქვთ diceს ამ სერიის მიმართ, ეს ნაწილი ზემოდან აშენებს და აღრმავებს ყველა იმ ელემენტს რაც ამუშავებს თამაშებს. პირველი ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება არის squadებთან დაკავშირებული. პატარა გეიმფლეის ცვლილებით მოახერხეს ის რაც სხვა bfებში არ იყო. წინა ნაწილებში სქუადი ბუტაფორიული იყო ყოველთვის. ვინმე შენ ნაცნობთან ერთად თუ არ თამაშობდი მარტივად შეგეძლო მაგათ გარეშე გაგეკეთებინა ის რასაც აკეთებდი. დატვირთვა არ ჰქონდა და სიღრმე. აქ სქუადს აქვს ფუნქცია და მოქმედებთ ერთად. სქუადის ლიდერი გასცემს ორდერებს, რომლის შესრულების დროსაც გერიცხებათ ფოინთები. ფოინთების გამოყენება შეიძლება ბევრი საჭირო რამის გამოძახებაში - ამუნიცია, არტილერია, სმოუქი ეტც ეტც. ორდერს თუ მოითხოვ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ლიდერმა არ გასცა, ლიდერობა ერთმევა და გადმოდის შენზე. კარგი სქუადით შეიძლება გაამაგრო პოზიცია და სახე გააძრო ყველას
ლევალუშენით დანგრეული გამაგრებული ადგილები თუ შენი კონტროლის ქვეშ არის, შეგიძლია აღადგინო რაღაც ნაწილი რაც პოზიციის გამაგრებაში გეხმარებ.
ასევე, სიკვდილის დროს შენი გაცოცხლება მედიკების გარდა შეუძლიათ შენს სქუად მეითებსაც. ანიმაცია უფრო გრძელია, მაგრამ ფუნდამენტურად ცვლის ბრძოლის ველზე სიტუაციას.
დაჭრის შემთხვევაში სიცოცხლე ბოლომდე თავისით აღარ გევსება, ჰელსპაკი შეგიძლია ერთი ატარო, დანარჩენისთვის საჭიროა მედ პუნქტები იპოვო ან გყავდეს გვერდით მედიკი.
იგივეა ტყვიებზეც, ტყვიები გიმთავრდება და საფორთის კლასია საჭირო გვერდით, ან ამუნიციის ქრეითები.
ლეველები დიდია, სახასიათო, ლამაზი და გეიმფლეის კუთხით საინტერესო.
არის ქასთომიზაციის უამრავი საშუაელბა, როგორც გეიმფლეის კუთხით ასევე ვიზუალური.
რეჟიმები ნებისმიერი ხასიათს მოარგებ. რუქებზე ვიზუალური/გეიმფლეი ცვლილებები შუა ბრძოლისას ისევ არის. ბევრი მეფი დეტალურად არ მინახავს მაგრამ უდაბნოში ქვიშის ქარიშხალი ამოვარდა ერთხელ და ვიზიბილითი 0ზე დააგდო. ერთხელ პესიფიკ მეფზე შტორმი ამოვარდა.
სერიაში საუკეთესო განფლეია, ჩემი აზრით
ცალკე აღსანიშნავია აუდიო ნაწილი. ომში ხარ :D
ძალიან მაინტერესებს BFVI ზე რას იზამენ. როგორც ჩანს თანამედროვე დროში უნდა იყოს მოქმედება და ახალი კონსოლების ssd-ს გამოყენებით წესით რეჟიმებზე ხალხის რაოდენობა უნდა გაზარდონ.