მგონი თან პრობლემატური და თან საინტერესო საკითხია. განსაკუთრებით Cyberpunk-ის გარშემო ატეხილი ამბების ფონზე.
თამაშები შეიცავს უამრავ მექანიკას, არის ოპენ ვორლდი, არის ექშენი, არის დიდი სიუჟეტური თავგადასავალი, არის მეტა ეკონომიები, ყველა პოპულარული ტრენდის მექანიკები ჩათხილი ჭირდება თუ არ ჭირდება.
თითქმის ყველა დიდი AAA თამაში არის საბოლოო ჯამში საშუალო სტატისტიკური პოპულარული მექანიკების ორგიაა. რომელსაც ზედ აწევს თითონ მწარმოებელი სტუდიის წლების განმავლობაში დაგროვილი მექანიკების ასორტიმენტი.
ამ მთელი აჯაფსანდალის საბოლოო ფორმა ბევრნაირად შეიძლება განვითარდეს. თამაში რომელსაც ძალიან ძლიერი core experience-ი აქ მარა ყველაფერი სხვა სუსტია. თამაში რომელიც არაფერში არაა ძლიერი მარა მთლიანობაში გასართობია. თამაში რომელიც უძლიერესია უმეტეს ასპექტებში მაგრამ აქვს რამდენიმე მექანიკა რომელიც ჩაგაშხამებს მთელ ექსპერიენსს.
ამას ემატება მოთამაშეების ინტერესები და ექსპერიენსი. იმხელა თამაშებია რომ სასვებით შესაძლებელია ერთმა მოთამაშებ ამოარჩიოს ის რაც თითონ ევასება შეირგოს 10-ანზე და არ შეეხოს სხვა მექანიკებს და დარჩეს კმაყოფილილი. და მეორესთვის სრული ფრუსტრაციის კრებული იყოს თამაში.
ან საბოლოო ჯამში რაღაც ხანიგა ნახევრად დამთავრებული თამაში უფრო სასიამოვნო ექსპერიესნი იყოს ვიდრე ერთი ფიჩერით გაფუჭებული შედევრი.
ხოდა აქ ჩნდება კითხვა. ამ მთელი ხუ*ზნის ადეკვატური შეფასებისთვის რა მიდგომას და კრიტერიუმს აირჩევდით და რატომ?