Unread post#110 » 28 Jun 2020 13:49
მოკლედ ვითამაშე ბეტა და ფიდბექი ასე გამოიყურება თუ რა პრობლემები მაქვს:
სთორი:
პირველი შეტევის შემდეგ უცებ გეყრება ბევრი პერსონაჟი თავიდანვე თავზე და ძნელია გარჩევა ვინ ვინაა, უცებ ხდება მოვლენები და გასაცნობი დრო ნაკლებია. შეტევამდე საკაიფოდ იყო, კენკრები დავურიგე ყველას <3
პერსონაჟი ძალიან მალე გახდა ბელადი და თან მე სამხრეთელი კაცი ავირჩიე ვიღაც, არ ვიცი რით დავიმსახურე უცებ ეგ, ანუ ძალიან forced აღქმა დამიტოვა.
ზოგადი:
აუცილებელი მგონია რო ინტროს ტექსტს ჰქონდეს სკიპი ღილაკით და ავტომატურად არ გადადიოდეს, ეს ზოგადად ყველა ტექსტურ cutscene-ს ეხება.
კაცის სირბილი ზედმეტად სწრაფი მგონია, მართალია პატარა ადგილი იყო მარა აღსაქმელად ძალიან გარბენით გამოდის ლოკაციაში გავლა.
კლიკისას ეს წკრიალი არაა საჭირო და არღვევს იმერსიას.
მუსიკა fade-ით ჯობია გაწყდეს ვიდრე უცებ. კაცს ველაპარაკები, დაძაბული მუსიკა ირთვება და რო ვამთავრებ უცებ წყდება, ჯობია ერთნაირი თემის მუსიკა ედოს ლაპარაკზეც და ისეც
ხის მოჭრისას სათითაოდ ჭერა არ ასწორებს, ერთი დაჭერა და სამი დარტყმის ანიმაცია ჯობია მგონი.
ზოგ ხეზე 3 მორის ნაცვლად თითო ვარდება და ძირითადად ნაპირებში რომლებიც იდგა იმათზე ქნა ასე, შეიძლება ბაგია.
ლუტის აღებისას Alt-ზე დაჭერის დროს ტექსტიც რო ჩანდეს კარგი იქნება დივინითის მსგავსად და ამ ტექსტით აღება.
გალუტული მკვდარი არ არის გარჩევადი, კარგი იქნება Alt-ის დროს განაცრისფრდეს ფერის outline და ასევე მკვდარი პერსონაჟის აღმნიშვნელი ტექსტი რომელიც თეთრად იქნება, ისაც განაცრისფრდეს.
გალუტული ბუჩქები, ისევ იგივე ფრადაა Alt დაჭერისას, ესაც ზედა თემაშია.
ზოგადად ამ იკონკით აღება რთულია, მაგალითად კედლიდან იმ რაღაცეებს რო ვაცლიდი ძლივს ვუმიზნებდი ერთი-ორგან.
ლუტის აღებისას Take All-ის შემდეგ, ჯობია ავტომატურად დაიხუროს ფანჯარა.
ინვენტორიში ნივთები ჯობია დაისტაკოს - 10-15-20-50, გააჩნია ნივთს და რაოდენობას რამდენად ბევრია თამაშში, სათითაოდ მელაგა კენკრები. არმორი არ დაისტაკოს ოღონდ.
ინვენტორის სორტის დროს, Underwear-ები რომლებიც არმორში გადის, კენკრის ქვემოთ იდო მაინც, დანარჩენები კი ზემოთ.
კამერის მოძრაობას რო ვაჩერებ, ცოტა ხანი ნელა fade-ივით ჩერდება და შემაწუხებელია ეგ, ეგრევე ჯობია გაჩერდეს.
ნუ აქვე შემაწუხებელთან - ტექსტმა მარცხენა თვალი მატკინა და დაძინებამდე მტკიოდა, არ დაგავიწყდეთ ეს ))))
ზვავის სცენაზე სინემატიკურობაა მეტი საჭირო, ტრაგიკული სცენა იყო იდეაში მარა ჯერ კაცი გაიჭედა სირბილში და მერე კაი ხანი გრუხუნებდა და ერთ ადგილას იდგნენ, ასეთ სინემატიკს ჯობია უცებ წამებში მივიდეს კამერა, აჩვენოს ჩამონგრევა და გამოვიდეს.
კარიბჭეში შემოვარდნის სცენასაც დაძაბულობა აკლია, ან ხმა იყოს ყვირილის, ან ამან მორი როგორ გადააგდო მაგის ხმა, რავი რაღაცა უნდა მოკლედ.
პირველდ დღეს მისიისას, Valley-ში გზა ჩაკეტილი იყო უჩინარი კედლით, უბრალოდ არ ეკლიკებოდა და ვაკვირდებოდი კედელი იყო თუ ნანგრევი, მეორე დღეს კიდე ეგრევე გაიარა.
ბაზას სიმყუდროვე აკლია, რაღაც გამორჩეული ადგილები სჭირდება სადაც ხალხი დადგება თორე დამაბნეველია ასე.
კომბატი:
მტრის მონიშვნა მაუსის მიტანით საშინლადაა, ვერ იგებ როდისაა მონიშნული და როდის არა, სახელი რო იწერება მაგით უნდა არკვიო და ცოტა თუ გაგიმოძრავდა მაუსი აღარაა მონიშნული.
ისრის სროლისას, საერთოდ არ იცი მოხვდება თუ არა, outline უნდა რა ვისაც უმიზნებ იმას, თორე შეიძლება კაცმა მოძრაობა დაიწყოს უცებ რო აკლიკავ სასროლად.
აქვე პერსონაჟი თუ ეფარება, ჯობია ნასროლი ისარი ამას ხვდებოდეს.
Melee რეინჯი დიდია, სიარულის 1AP-2AP დონემდე წვდება.
კაცის turn როცაა, მაგ დროს ჯობია სხვა ხალხის მონიშვნაც შეიძლებოდეს სანახავად, ხოლო მოქმედების განსახორციელებლად ისევ ამ კაცის მონიშვნა, ეგაც დივინითის მსგავსად.
ძალიან დაუბალანსირებელია კომბატი, 2-2 დარტყმაში ხოცავენ ხალხს პირველ ბრძოლაში, თან ისეთ ხალხს ვისი ჯერი არც ყოფილა, ეგრევე გააგორეს. ზოგი ვაბშე სამ ისარს ისროდა და აწვენდა ყველაფერს.
Fury დავიდე და მაგ დროს ანიმაციასავით იყოს ჯობია, რამდენიმე ცალი ტექსტი რაც მანიშნებდა რო პერსონაჟებს Fury დაედოთ, წამის მეათედში გაქრა
მაუსის ისარზე მიტანით Attack კაი იქნება დეფოლტად, ეგაც დივინითის მსგავსად, სულ Melee მონიშვნა არ ასწორებს.
ბაგები:
ტრიკსტერის კლასს რო ვირჩევდი, შილდგარდის ინფო ეწერა
თავიდან ხიდის აშენებისას, სამი მორი მქონდა მარა 1/1 მიწერდა
Examine მივეცი სამჭედლო იყო მგონი და კაცი სირბილის ანიმაციაში დარჩა, სანამ არ გამოვედი
Norga როა ტიპი, ეგ შემოვიერთე და რო ველაპრაკები Continue წერია End Convesation-ის ნაცვლად.
დემოს ბოლოს Madog-თან ბრძოლაში სკილი გაიჭედა და დარჩა, ვერავიზე ვეღარ მონიშნე ვერაფერი End Turn-ების გარდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.