Unread post#1269 » 04 May 2020 03:25
სონიკი - 5/10
მორიგი საბავშვო გასართობია, სონიკი იქნება მანდ თუ ტელეღიპუცა დიდი აზრი არ აქვს. უაზრო პერსონაჟი პირველკლასელის სენტიმენტებით, ბავშვებისთვის სასაცილო დიალოგები, ექშენშიც არაფერი განსაკუთრებული. რავი ამაზე ბევრად დამუშავებული ანიმაციური ვეშები არსებობს შინაარსობრივად, არ ვიცი კონკრეტულად რა უნდა მომწონებოდა ამ ფილმში. ჯიმ ქერი გამიხარდა ერთი და უკეთეს ფილმებში მინდა ამ ახალგაზრდობის ამპლუით.
ვერ ვიტყვი რო სონიკის ფრენჩაიზში პირველი პროდუქტია რაც არ მომეწონა, თამაშებიც არის მსგავსი და არ იქნება სამართლიანი ამას მივდგე და გავუტრაკო ქრინჯობაზე, პირველი არაა მოკლედ ))
გატრაკება რაზეც მინდა ფანის პოზიციიდან არის: 1. რატომ არის სონიკი უცხოპლანეტელი? 2. სუპერსონიკი ყვითელი რატომ არ იყო და რატო არ შეიძლებოდა თავისი ფორმა მიეცათ?
ზოგადად კი სონიკი 90-იანების იმ პერიოდის შვილია როცა კლიმატურ პრობლემებზე და გარემოს დაცვაზე დიდი ტალღა გორდებოდა, შესაბამისად მთელი ამ პერსონაჟის მიზანი იყო, რობოტნიკის მიერ დაპყრობილ კუნძულებზე თუ ეგზოტიკურ ადგილებზე დატყვევებული ცხოველების და ფრინველების განთავისუფლება. ეგ ყველაფერი იყო ნახევრად სუპერგმირული ელფერით, როცა სუპერსონიკი უძლეველი ხდებოდა ემერალდების მოგროვების შემდეგ. ამასთან ერთად თავგადასავლის და 90-იანების ბლოკბასტერების შარმიც ჰქონდა. ამ ფილმში რო ბოლოს დიდი კედელი და პირამიდები აჩვენეს, იდეაში რაღაც ინდიანა ჯონსივით ეგეთ ეგზოტიკურ ლოკაციებზე უნდა მიდიოდეს სონიკის ექშენი მთელ ფილმში. სთორის ბავშვურობა არ არის პრობლემა, იგივე დრიმკასტზე Sonic Adventure-შიც B Movie დონეა, მარა დიდ მასაზე Stranger Things-ზე ნაკლები ხარისხი არ უნდა ჰქონდეს ბავშვურ ელემენტებს. რაღაც სპილბერგ-ზემეკისის მიდგომა სჭირდება რამე წესიერი რო გამოვიდეს აქედან.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.