ვახ ეს ბუდისტური ტაძრის ლოკაცია რა ჟუტკი გამოდგა.
არის იაპონიაში ასეთი მიმდევრობა შინგონ ბუდიზმი რაც ტიბეტურის მსგავსად ვაჯრაიანას ტრადიციას ეკუთვნის და ეზოთერულ სწავლებებზე დგას (შესვლის დროს ტერმინი ვაჯრაიანა არ არსებობდა და ორივე ეზოთრულ სკოლას შინგონსაც და ტენდაისაც მანტრაიანად მოიაზრებდნენ). იაპონიაში ეს სკოლა დაააარსა ვინმე კუკაიმ, არსებობს მოსაზრება რომ მანვე დატოვა ტანტრული სწავლება ცოცხლად მუმიფიცირებაზე (თითონ საჭმლის და წყლის მიღება აკრძალა და ისე დაიღუპა). ძირითადად ჰეიანის პერიოდში ამ შინგონის შთაგონებით, იაპონიის მთებში არსებობდა მთის ბუდიზმი სახელად შუგენდო, რაც ვაჯრაიანასთან ერთად მოიცავდა ჩინური ტაოიზმის და იაპონური შინტოს გავლენას.
მუმიფიცირების პროცესისთვის ბერები იკეტებოდნენ დახურულ აკლდამაში, მხოლოდ ჰაერისთვის ჰქონდათ მილი და იწყებდნენ მცირე კვების დიეტას წყლით და თხილეულით. ცხიმების გამოშრობის შემდეგ ამცირებდნენ კვების რაციონს და გადადიოდნენ ხის ფესვების ჭამაზე, ამცირებდნენ წყალსაც და იწყებდნენ დეჰიდრაციას, პარალელუად იღებდნენ რაღაც ხის ტოქსიკურ წვენს, რაც ორგანიზმს წამლავდა. ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ ბუდისტური მანტრები ეკითხათ. ადამიანი კვდებოდა ნელნელა შიმშილით, ხოლო ტოქსიკური ხის წვენი და ბოლომდე გამომშრალი და გაუწყლოებული სხეული განაპირობებდა იმას რომ მატლი და ბაქტერია არ მიეკარებოდა სხეულს შესაჭმელად. ათასობით ბერმა სცადა ეს პრაქტიკა და მხოლოდ 24 მუმია შემორჩა.
http://www.twindoctorstv.com/wp-content ... ummy-3.jpgიაპონიის მოდერნიზაციის დროს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ეს შუგენდო აკრძალეს და გაანადგურეს, ბუდიზმს არ შეხებიან, უბრალოდ შინტოსგან გამიჯნეს სალოცავები.
სეკიროშიც ამ შუგენდოს ვხვდებით, იაპონურ მთის ბუდიზმს, ოღონდ ამ ბერებმა სწავლებას გადაუხვიეს და არ კვდებიან. პირიქით სჯერათ რომ რაღაც მატლისგან მიიღეს დალოცვა და ამ გამომშრალ, ნახევრად გახრწნილ სხეულს მატლები უჭამენ, პირიდანაც მატლებს არწყევენ და დიდი სენტიპედები ყავთ ჩასახლებული :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.