hellwalker wrote:საინტერესო ჩანს. მე თითონ მსაგს ჟანრს და ზოგადად გენერირებულ ლეველებს ვერ დავუმუღამე ამიტომ მაგ პონტში ვერ შევაფასებ დიდად.
პროექტებს შორის შეძენილ გამოცდილებაზე და მაგაზე დაყრდნობით რას ცვლი ამ თამაშში რომ უკეთესი გამოვიდეს. ეგეთი სტატია იქნებოდა საინტერესო ან პოდკასტივით რო დადო.
https://www.gamasutra.com/ და ეგეთებზე შეგიძლია გამოდო ცალკე exposure შეილება მოიტანოს.
Singleplayer-ს იმდენად არააქვს მუღამი რამდენსაც coop-ს ჩემი აზრით ამ ჟანრში, ეხლა Nuclear Throne-ი მაგალითად მარტო სათამაშოდ დიდად არ გამისწორდა, მაგრამ coop-ი ძალიან საკაიფო იყო და ძაან ბევრი ვიკაიფე :D შეიძლება მე მჭირს საერთოდ ეგრე უკვე ასაკის გამოც და ცალკე ნევროზის, არვიცი.
გამასუტრას ხშირი სტუმარი ვარ მეც და ვფიქრობდი დავდებ რამეს თქო, უბრალოდ ინგლისურად აზროვნება მეზარება სერიოზულად და ვეღარ ჩავუჯექი, იმდენი ხანია მოვწყდი წერას რო მიჭირს უკვე სერიოზულად დალაგება რაღაცეების. მართლა პენსიაზე გასვლაზე ვფიქრობ უკვე )))))
გამოცდილებას და ცვლილებებს რაც შეეხება, დავიწყე იქიდან რომ დღევანდელი ბაზარი რაც არის ინდი, დეველოპერს სახელი თუ არ აქვს უკვე ძალიან დიდი რისკია 1 წლიან პროექტზე მუშაობაც კი და ამოვიღე სთორიზე აქცენტი საერთოდ და მაგიტომ მივაწექი რანდომს და პროც. გენერირებას. ესე ვთქვათ პატარა და მუშა ჯობია (ხარისხიანიც) და მომგებიანია უფრო. ანუ ისეთი თამაშები, ჩართე 30 წუთი - 1 საათი ითამაშე გამორთე და ეგრე, არც დიდი ყურადღება რო ჭირდება და არც ბევრი რაღაცეების დამახსოვრება. წელს საერთოდ ვფიქრობ მარტო ეგეთი თამაშები ვაკეთო, დაახლოებით 3-4 თვე რო მოვუნდე და ესე გავზარდო ცოტა შემოსავალი ყოველთვიური სანამ რამე სერიოზულს დავაპირებ. მინიმუმ $100-ს გიტოვებს თვეში ესეთი პატარა თამაში 1 წლის მერე რო ამოწურავს უკვე თავის თავს და 5 ეგეთი უკვე რაღაცა არის და თან შენი bundle-ი გექნება და სტაბილური მინიმუმით უკვე ადვილია მერე სხვა გეგმებზე ფიქრი. თან შანსი არის ყოველთვის რო ერთერთი გაგივარდეს კარგ შემთხვევაში. მოკლედ გამოცდილებამ ბიზნესის თვალსაზრისით ეს მოიტანა. რადგან ამ სფეროში ვაპირებ ისევ დარჩენას, რეალური გამოსავალი ეს არის ჯერჯერობით, მერე უკვე იმედი მაქვს პატარა ფართს ვიქირავებ და მოვრჩები სოლო დეველოპერობას და რისი ტრაკიც მექნება იმის მიხედვით ავიყვან მსურველებს.
თვითონ თამაშზე მუშაობის მხრივ, თავიდანვე დავიწყე რაც შეიძლება სუფთად წერა პროგრამულად და რაც მთავარია ისე რომ ფუნქციონალურად ზრდის საშვალება სულ იყოს მარტივად, მაგალითად ითემების დამატება სამომავლოდ და ა.შ. ეხლა სულ ვცდილობ ყველაზე მარტივი ხერხის პოვნას და მერე ვიწყებ უკვე კოდის წერას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა კოდს და თან ძალიან ძნელი ხდება რაც უფრო შორს გადიხარ. კიდევ, რასაც ყოველთვის ვაკეთებ არის ის რომ რაღაც ახალს რო ვიწყებ, მაგ. ისევ ითემების დამატებას ვცდილობ მთლიანად ამოვწურო და ერთიანად გავაკეთო კონტენტი ვიდრე სხვა რამეზე გადავერთო მეორე დღეს და მერე ისევ დავუბრუნდე, ესეც მიადვილებს საქმეს, ზოგჯერ მოსაბეზრებელია მაგრამ საერთო ჯამში პროგრესის შეგრძნებასაც გიმატებს და თავიდანაც უკვე რაღაც ადგილი გინთავისუფლდება და კონცენტრაციას უკეთესად აკეთებ დანარჩენზე.
SLaYeR wrote:ჰო დაველოდები ჯობია, ნაწილ-ნაწილ ჯობია ერთიანად რამდენიმე ლეველს დავეცე :D
Coop ფართი რო მოვაწყოთ? მანამდე დავდებ კიდევ პროგრესს. :D
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.