როდის დავიწყეთ ამ თემაზე ფიქრი აღარ მახსოვს, ალბათ შარშან. მარა მახსოვს რო თავიდანვე კრეატიულად ვიყავი განწყობილი, რამე ახალის მოფიქრების მუღამი მქონდა. უშუალოდ გახსნამდე ბევრი იდეა და სხვადასხვა პერსპექტივა დაგროვდა, უბრალოდ ესე ცალსახა ვარიანტზე ბოლო წუთამდე ვერ ჩამოვყალიბდი. რაღაც ელემენტები მომწონს, უბრალოდ ერთად არ გამოდის )) ამასობაში გავიდა დრო და დადგა ჩამოყალიბების აუცილებლობა. და რადგან ინოვაციები არ გამოდიოდა, რაც შეიძლებოდა გამოსულიყო იმის შეძლებისდაგვარად კარგად გაკეთებაზე გადავერთე და რათქმაუნდა დავიწყე სახელით )) სახელი რთული თემა და ცალკე ისტორიაა, როგორც ყოველთვის. ბევრი ტვინის ტყ>>>ის მერე რამდენიმე კარგი ვარიანტი დავდე და ერთ-ერთ მათგანზე დავიწყეთ კიდეც მუშაობა. გავაკეთეთ ვიზუალი რომელიც რაღაცით პიქსარის მულთფილმის მსგავსი გამოვიდა
http://i.imgur.com/478iXuK.png და მოგვეწონა, გაგვისწორდა რო ერთი მნიშვნელოვანი საქმე შედარებით მარტივად მოვაგვარეთ (გეიმ ქლაბი რაღაც გეი ქლაბივით იკითხება, ამიტო უბრალოდ გეიმინგის დაწერას ვაპირებდით, მარა...) რო დავამთავრეთ, მეორე დღეს გავიგეთ, რომ ბანერზე არ შეილება მხოლოდ ინგლისური წარწერის გაკეთება. უნდა ყოფილიყო ქართული ვარიანტი, პლის ზუსტად იგივე ზომის და რადგან ლეველ-უპ რაღაც ნიტოდ ჟღერდა, დავიწყე სხვა სახელზე ფიქრი, რომელიც უკვე ქართულადაც ნორმალური იქნებოდა (და ჩავარდი სასოწარკვეთის უფსკრულში). ხო და ალბათ აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ფართზე უკვე სრულფასოვანი რემონტი იყო დაქოქილი, ფართზე რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი ნაფარეულის ქუჩაზე... იმ მომენტში ნაღდად ვერ ვიფიქრებდი რო ამდენი დროის და ნერგიის ჩადება მომიწევდა ამ პატარა ოთახში. მარა უცებ გადავწყვიტეთ და ყველაფერი ძალიან მალე დაიწყო
https://www.youtube.com/watch?v=-2i09Us ... e=youtu.be - სახელი უკანა ფონზე ტრიალებს, წინ კი მიდის ფიქრი ინტერიერის იდეებზე, ავეჯის დიზაინზე, საჭიროა მუშების პოვნა, მასალების არჩევა, გასარკვევია ფინანსების ამბები. 10 პრობელმა + 20 პრობლემა და უკვე უნდა ჩაწერო ))) ავეჯისთვის ცალკე ფართის ქირაობას თვითონ ადგილზევე გაკეთება ვამჯობინეთ. პალეტების თემა იმდენად ბუნებრივად ჩაეწერა საქმეში თითქოს დიდიხნის დაგეგმილი გვქონდა
http://i.imgur.com/9MeAUeN.jpg . ავეჯის დიზაინის მოფიქრებაზე კი- საკმაო დრო დავხარჯეთ
http://i.imgur.com/LzFEliL.jpg , დასაჯდომსთვის კრესლოს მსგავსი კონსტრუქცია ავარჩიე, რომელიც ჩვეულებრივი პალეტის სკამის კონსტრუქციისგან შედარებით განსხვავდება
http://i.imgur.com/EdWnrB0.jpg და ფორმის გამო უფრო კონფორტული გამოდის
http://i.imgur.com/IOzyqWM.jpg . მაგიდების განლაგების იდეა ამ სურათიდან წამოვიდა
http://i.imgur.com/ktOgpzp.jpg , მოთამაშეებს უფრო იზოლირებულს ხდის ერთმანეთისგან, ხმის პრობლემას ვერ წყვიტავს, მაგრამ ჯოისტიკში ნაუშნიკების შეერთების შემთხვევაში თავი ცალკე ოთახში გგონია. პალეტზე გადატანილი კონცეპტი დაახლოებით ესეთი გამოვიდა
http://i.imgur.com/AyW9yk8.jpg მერე უცებ ქუსლებიანი ჩავაცვით
http://i.imgur.com/Cl5uHsf.jpg და მივხვდით რო კაი ტიპი იქნებოდა ))) ინტერიერიდან რო არ ამოვარდნილიყო, ოპერატორის მაგიდაც პალეტით უნდა შეგვესრულებინა
http://i.imgur.com/nMVmdHY.jpg )) სახელი ისევ თავში ტრიალებს. ავეჯი ნელნელა ჩამოყალიდბა, შეიღება და დადგა ახალი საკითხი - რა უქნათ კედლებს ? ნესტისგან ჩამოფხეკილ და რაღაც კოსმეტიკურად შენიღბულ ნაგავს, რომელიც აშკარად გადასაკეთებელია და გადაწყდა ექსტრიმი. რა უხდება პადონს? ბეტონი )) ხოდა მოდი გავაკეთოთ ბეტონი )) რო არ იცი მარტივი სათქმელია, საბოლოოთ კი სამჯერ მოგვიწია კედლის გადაღევა. 1 ფენაზე წებო ცემენტი წავიდა. არა, ჯერ ავლაგდით
http://i.imgur.com/ecDjNLc.jpg გენერალურად
http://i.imgur.com/IHf2mqU.jpg მოვწესრიგდით
http://i.imgur.com/Uf3HZnr.jpg და წავიდა
http://i.imgur.com/FNE3lnv.jpg წებოცემენტი რომელიც უნდა ყოფილიყო ბეტონივით
http://i.imgur.com/5C5MZdM.jpg მარა რო გაშრა მივხვდით რო დაგნძრეული გვქონდა
http://i.imgur.com/XGQIkCZ.jpg მუქი ნაცრისფერი თეთრისკენ სვლას არ წყვეტდა )))
http://i.imgur.com/FAk30ee.jpg უცებ წავიდა გადარეკვა გადმორეკვა, რჩევები, ტროლინგის ელემენტებით და ვხვდებით რო გვინდა საღებავი, მაგრამ საღებავს სანამ მივცემთ უნდა გრუნტი )) კიდევ ერთხელ მოვიკრიბეთ ძალები და გავაძრეთ გრუნტიც და საღებავიც, რომელიც მთლათ ბეტონის ფერი არ აღმოჩდა, მაგრამ ვიდზე არ ჩამოუვარდებოდა
http://i.imgur.com/ZQWEPS9.jpg http://i.imgur.com/3O0Pyz8.jpg რო შეიღება ცოტა დავწყნარდი, მარა ვინც გაცდის, განათების მოფიქრების დროა. ჭერი? არა. კედელი? არა. და მოდი პადონებშივე გავაკეთოთთქო ))) ამ ისტორიის და თანმხლები ტკივილების მოყოლის გარეშე, მივიღეთ ეს
http://i.imgur.com/4S2ekmZ.jpg და უცებ მოვიდა კნოფკების იდეა, ელიავა უკვე ხუთი თითივით ვიცოდი ტაკშტო მოვკიდე ფიცრებს ხელი და ზურგები (რომლიდანაც რეალურად მხოლოდ ერთი ჩანს, ავეჯის განლაგების გამო) ცოტა უფრო გეიმერული გავხადე
http://i.imgur.com/gm0s47m.jpg http://i.imgur.com/1ccihI8.jpg http://i.imgur.com/mvt1Fc0.jpg . სახელი ისევ ტრიალებს და უკვე ბანერის დროა )) უნდა გაკეთდეს დიზანია და უნდა ვიპოვო სად ამიწყობენ... ამასობაში გასატესტად ჩავიტანეთ ტელევიზორი და გაუშვით მეოთხე ანჩართედი, კაკრას ახალი დახურული მქონდა, მარა ტელევიზორზე ისეთ ეფექტს ახდენდა ეგრევე წყვიტავდა რეალობას და გამყვა ეგ მომენტი. სახელი ისევ ტრიალებს, ვზივარ უყურებ ჩამონათვალს, რაღაცეებს ვიხსენებ და უცებ ტელეპორტზე დავფიქრდი, მთელი ინტერიერი იმისკენ არი მიმართული რო მარტივად გადაგიყვანოს იმ თამაშში რომელსაც ითამაშებ და მომეწონა, ჰმ
Portal ! ერთი ორი საათი კარგად ვიყავი, მარა დიზაინი არაა
შათას არ ცალია, დაურეკე რამდენიმე მეგობარს, იტოგში პიზდეცია, არავინ არ იცის ილუსტრატორი და ტომის უთხარი, გახსენება მინდა, მარა აზზე ვარო და ჩაუჯექით. ვეჯექით რამდენიმე დღე, ძირითადად თამაშის გარშემო ვტრილებდით, ვიზუალი იქიდან მოგვქონდა და რაღაც იდეები იყო
http://i.imgur.com/XcFlv0Y.jpg , მარა თამაშთან მსგავსების გამო ფეხი ვითრიე, არ მინდოდა მსგავსება. ტომისთან ერთად ცოტა მეც დავამუღამე ილუსტრატორი და ღამე ჩაუჯექი აი სიცოცხლის დუელს რო ჩაუჯდები ისე )) სადღაც 6 საათამდე ვეჩალიჩე და დავსვი ფორმა
http://i.imgur.com/sayGgqp.png ეს არა
http://i.imgur.com/P8IHFTs.png არა არც ეს
http://i.imgur.com/reJT0Ky.png აი ეს ტიპი იყო. მივასვი ფეინთში
http://i.imgur.com/gkRSgys.png )) გამისწორდა და დავაი სტამბა (პარალელურად მერიის ნებართვის ლოდინი, ცალკე კოშმარი). მოვიდა მერიის თანხმობა და რო დამირეკეს მოგვაქო კინაღამ თმა გამითეთრდა, ფული გადახდილია, ნანახი არ მაქ, რაღაც ვიჩალიჩე მეთითონ და რა უნდა იყოს, შანსი არაა რო გული არ გამისკდეს და კიდებენ... არ უყურებ და უკვე რო შეკრეს რაღაც ნორმ
http://i.imgur.com/w8uBeJa.jpg თან სამ ნაწილად შეკრეს, ტორტივით არი გვერდიდან 3D ეფექტის პონტში და ვა ნარმალიოკ
http://i.imgur.com/v2WNXhK.jpg მოდი ეხა ავანთოთო, ავანთეთ
http://i.imgur.com/KpC1CYP.jpg და მოდი ეხა უყუროთო ))) იტოგში ბანერმა სერიოზული ძმობა გაწია და გამოვიდა მაგარი საკაიფო, თან დილას რო ვნახე მეგონა ტრიდემაქსის სურათს უყურებდი
http://i.imgur.com/rr1nGnm.jpg . მარა არ გეგონოთ რო სუ ეს იყო )) პარალელურად მიდიოდა დამატებითი ავეჯის დამზადება
http://i.imgur.com/bg7frKL.jpg და გუბკებისგან დარბილების კეთება, რაც ცალკე საგაა ))) რომელის ძირითადი ნაწილიც ქვეყანა ლილოში განვითარდა და სომეხ მაფიოზებთან დაპირისპირებით დაწყებული ბლოკბასტერი რომანტიკული ნოტების შემცველი ამბებით უკვე ვაკეში დასრულდა )))
http://i.imgur.com/F8uO4iM.jpg http://i.imgur.com/fF62n85.jpg მაგას მერე ცალკე მოგიყვებით თუ გექნათ სურვილი )) და ესე ბრძოლა ნერვიულაბაში 26-ში გავიხსენით
http://i.imgur.com/27D58Gj.jpg და ვიჯექით სიჩუმეში ერთი ორი დღე )))
ცოტა აზზე მოვედი და წავიდა ახალი ბრძოლა, სახელად გააპიარე ნაშრომი ))) შათამ მოიცალა და დიზაინში და ექსტრიმში გამოცდილებმა უცებ გავაკეთეთ ბუკლეტი
http://i.imgur.com/6yGd3Q4.jpg, მოვხოდეთ FB გვერდის ქავერის ვიზუალი
http://i.imgur.com/qcrUFbf.png და დღეს უკვე აქაიქ კლიენტებიც გამოჩდნენ, იმედია არ გავთვლი აქ მოხსენებით )) მარა მე ერთი 10 წლის სიცოცხლის ფასად დამიჯდა ეს ამბავი )))
პ.ს. დილას შევდივარ, სიგნალიზაცია მოვხსენი და რაღაც მიყურებს
http://i.imgur.com/clftlri.jpg თან ორი დღით ადრე ეზოს ხვლიკის ჩანაწერიმაქ მოსმენილი, ხელი წავიღე და ეგრევე დაითესა ))) გადის ერთი დღე და ეხა უკანა ოთახში
http://i.imgur.com/41Pv65n.jpg , ეზოს ხვლიკი ტო ))) დიდიხვლიკია?
http://i.imgur.com/71Mjlvr.jpg დაჟე ესე რო მეჭირა კუდის რაღაც ნაწილი დადროფა და შემეცოდა გაუშვი მარა არ ჩახტა და გადავწყვიტე სამშობლოში დამებრუნებინა
http://i.imgur.com/Rfbx8dq.jpg პროსტა მაგრად ნერვიულობდა და 2 მილიმეტრიანი მუცელი ისე სუნთქავდა კინაღამ აფრინა )) პროსტა იმენა ეზოს ხვლიკი იყო და თან პირველი კლიენტი ჩვენ ზავიძენიაში