შარშანდელი რაჭის კემპინგით ახალ დონეზე ავწიეთ ეს ჰობი ფორუმზე და კიდევ უფრო ჩელენჯინგ დონეებზე ასასვლელად გამოჩნდა საჭიროება უკეთესი აღჭურვილობის მოძიების.
4+ დღიან გასვლებზე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომფორტული და არადამღლელი იყოს მაქსიმალურად ტანსაცმელი და აღჭურვილობა. და ასევე არ იყოს საზიანო სხეულისთვის ამხელა დატვირთვით (ზურგი, ფეხები). ასევე მნიშვნელოვანია მინიმალური ნივთების წაღებით დავფაროთ საჭირო მოთხოვნილებები (განათება, საჭმლის მომზადება)
ხოდა ამ თემის გახსნა რატომ მომინდა. თან მარტო მეზარება ყველა ამ დეტალის მოძებნა, თან რამდენიმე ფორუმელს გვჭირდება ერთი და იგივე აღჭურვილობა, და ნელ-ნელა ერთად რომ ვიპოვოთ და სია შევადგინოთ. რა არის საჭირო, რისი ყიდვა შეიძლება, სხვადასხვა ფასების ოპციები დავლინკოთ და ა.შ. მგონი კარგი იქნება.
დავიწყებ საჭირო ნივთების ჩამოწერით და მერე დავურთოთ ლინკები ვინ რას იპოვის ან რაში აქ გამოცდილება:
ინდივიდუალური ინვენტარი(რაც ყველას თავისი ჭირდება):
1) ჩანთა კარგი ჩანთა მოიაზრებს ერგონომიულად სწორედ აგებულ კარკასს რომელიც წონას კარგად გადაანაწილებს და არ მოაქცევს სხვეულის გარკვეულ წერტილებს მთელი დაწოლის ქვეშ (მხრები, ზურგი), რაც ნიშნავს რომ არ დაიღლებით მალე და არ დაიზიანებთ სხეულს. ასევე გამძლეობას რომ არ დაიხეს მალე და ბოლოს კომფორტულობას.
ვრცელი აღწერა ჩანთის ასარჩევად: ხარისხიანი ჩანთა ღირს $200+ და კარგ ჩანთაში ინვესტიცია ღირს რადგან დიდი ხანი გაძლებს და ძალიან კომფორტული იქნება სატარებლად და მოსახმარად. 200 ბაქსი რათქმა უნდა ძვირია ძალიან, ამიტომ სეილებს უნდა ჩაუჯდეთ სადაც $70~$130 დოლარის ფარგლებში იყიდით კარგ ჩანთას.
ყურადღება მისაქცევი დეტალები:მოცულობა: რამდენიმე დღიანზე 50 ლიტრიდან 80 ლიტრამდე საკმარისია. 60 არის კარგი შუალედი.
ტიპი: ჩვენ გვაწყობს Backpacking ტიპის ჩანთა
ზომა: ძალიან მნიშვნელოვანია სწორე ზომის შერჩევა, ამისთვის უნდა გაზომოთ ზურგის სიგრძე ესე
http://cdn.outdoorgearlab.com/photos/11 ... 7842_M.jpg და წაიკითხოთ მერე ჩანთა რა სიგრძეზეა გათვლილი. ზოგ ჩანთას რეგულირებადი აქ სიგრძე.
ზურგის სიმყარის ჩარჩო: სჯობს Internal Frame ჩარჩო, და მომრგვალებული ოდნავ. რაც უფრო გამძლე მით უკეთესი. AG- Anti Gravity თუ აწერია სჯობს.
დარბილება: რაც უფრო მსუქანი და ფუმფულა დარბილება ექნება მხრებზე და მუცლის გარშემო ქამარზე მით უკეთესი.
კომფორტის დეტალები:ვენტილაცია: ზოგ ჩანთას აქ ზურგის ჩარჩოს გარშემო სპეციალური ნაჭერი რომ ზურგი არ გაგიოფლიანოს.
ჩანთის გახსნა: Top Access არის ჩვეულებრივი ჩანთა რომელიც ზემოდან იხსნება, Front Access იხსნება წინიდან მთელ სიგრძეზე. Front Access ჯობია რადგან მთელი ჩანთის ამოლაგება არ გიწევს ქვემოთ რაც გიდევს რომ ამოიღო.
საძილე ტომრის ნაწილი: ქვემოთ არის ხოლმე სპეციალური განყოფილება საძილე ტომრის, ზოგს უფრო მოზრდილი აქვს ზოგს უფრო პატარა
ჯიბეები და სამაგრები: ზოგ ჩანთას აქ სპეციალური ჯიბეები და სამაგრები სპეციალური ინვენტარისთვის: ტელეფონი, ფოტოაპარატი, ბოთლი, ნაჯახი და ა.შ.
საწვიმარი: გარედან ეკვრება ჩანთან რო არ დასველდეს წვიმაში.
ზურგის პრობლემები ვისაც აქ:1) ხარისხიანი ჩანთა, რომელიც ქვემოთ წელზე გაწვება მხრების ნაცვლად.
2) ზურგის ვარჯიშები არის იდეალური ვარიანტი
3) სპეციალური სასიარული ჯოხები,
http://www.amazon.com/dp/B002P5UXA0/ref ... J8BJRE00F3 გეხმარება სიარულში და ამორტიზაცია აქ
4) ნაკლები წონის წაღება, ზედმეტი არაფერი წამოიღოთ და რაღაცეებს სხვები წამოგაღებინებთ
სტატია:
http://www.backpacking.net/bad-back.htmlჩანთის შეძენა: კაი ბრენდს აქ დიდი მნიშნვნელობა, ესენი ითვლება კარგად Osprey(კაი, მაგრამ სიმარტივეს და ბევრ ელემენტებს შორის ბალანსს ვერ იცავენ), Arc'teryx(ინოვაციური და კაი), Gregory(ხარისხიანი, გამძლე, დიდ პახოდებზე გათვლილი, ძვირიანი) , Marmot, REI
უნდა აერიდოთ: NorthFace, Trespass
ბრენდებზე რჩევები დამატებითი:
https://www.quora.com/Who-makes-the-bes ... -backpacksამ მაღაზიებს უნდა ჩაუჯდეთ და სეილებს უყუროთ. გაფილტრეთ Backpacking Bag, price, Volume და 50% -იან ფასდაკლებას უყურეთ.
REICampSaverCamporBackCountryMoose Jawდამატებითი Guide-ბი:http://www.primermagazine.com/2009/spen ... tdoor-gearhttp://www.outdoorgearlab.com/Backpacks ... ing-Advicehttps://www.rei.com/learn/expert-advice/backpack.html2) საძილე ტომარა - წონის მხრივ ბევრად ოპტიმალური ვარიანტია და პლედების და ა.შ. წამოღებას სჯობია. უფრო მსუბუქია და კარგად გაგათბობთ. მნიშვნელოვანი პარამეტრები აქ არის ტემპერატურა: რა მინიმალურ ტემპერატურაზე გაგათბობთ. უახლოეს მომავალში ჰარდკორ ტემპერატურებში არ მოვხვდებით ამიტომ 0 გრადუსის სავსებით საკმარისია. წონა და ფორმა, მუმიის ფორმის სჯობს ოთკუთხედს.
3) პარალონი - ყველა ქვა რო არ იგრძნოთ ზურგით ძილისას სასურველია გქონდეთ პარალონი. პარამეტრები: სისქე - თუ ძაან თხელია თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ფორმა: არსებობს უფრო მოსახერხებელი დასაკეცი ან გასაბერი პარალონები, და ჩვეულებრივი "რულონის" ფორმის პარალონი.
4) ფეხსაცმელი - შეუსაბამო ფეხსაცმელში დაიტანჯებით. სასურველია ორი ტიპის ფეხსაცმელი გქონდეთ. 1) ხარისხიანი წყალგაუმტარი ბათინკი და 2) გამძლე სანდლები - ცოტა "მაზალო" რამეა, მარა ვიზუალურ კომიკურობას სულ ერთ ადგილზე დაიკიდებთ რომ მიხვდებით რამხელა კომფორტია ფეხი რო არ გიხურდება და არ გეღლება.
სანდლები:გამძლეობას აქ დიდი მნიშვნელობა და რამდენად სრიალებს ძირი. ასევე სტაბილური(რო დაგისველდება ფეხი ან დაღმართზე რო ხარ რო არ გაგისრიალდეს ტერფი) რო იყოს უნდა ქონდეს თითის გასაყრელი ან უნდა იყოს დახურული ფორმის. სამწუხაროდ როგორც ჩანს ძირიც რომ კარგი ქონდეს, გამძლეც რომ იყოს და სტაბილურიც ეგეთი $100 დოლარის ფარგლებში ღირს.
ქვემოთ შესაძლო ვარიანტები
Teva Men's Terra Fi Lite $(40~60) -
http://www.amazon.com/Teva-Terra-Fi-Lit ... B00DSNCQS0 - მოსახერხებელი, გამძლე და არ სრიალებს, სტაბილურობა აკლია
Chaco z2 Unaweep $(40~70) http://www.amazon.com/Chaco-Mens-Unawee ... B008FU15LU - ატომური აპოკალიპსი რომ მოხდეს და 20000 წლის მერე ამოთხაროს ვინმე, გარეცხავს და იხმარს მანამ არ მოკვდება არ გაუცვდება ისეთი გამძლე. ცოტა მოუხერხებელია და დრო ჭირდება რომ მოგაჯდეს ფეხზე. ძირი სრიალებს, კაი სტაბილურობა
Teva Men's Dozer 4 ~$50 http://www.amazon.com/Teva-Mens-Dozer-H ... B00KXIJM1W - ძნელი მოსარგები გაუზომავად. არც ისე გამძლე, კომფორტული, არ სრიალებს
Keen Newport H2 ~$80 http://www.amazon.com/Keen-Mens-Newport ... B002Y1XK50 - ყველაფერი კაი, ცოტა ძნელი ჩასაცმელია, უფრო ძვირი ღირს. უფრო ძნელი გასათვლელია ზომა
ბათინკი:უნდა აირჩიო ტიპი და ზომა. დიდი და ძალიან გამძლე მეტი წონით, პატარა, მსუბუქი და საშუალოდ გამძლე და მაგათ შორის ვარიანტები. ფასი $80~$120
ტიპები: Hiking shoes - დაბალ ყელიანი, დრეკადი ძირით. კაია ლაითი გასვლებისთვის.
Hiking boots - საშუალო-მაღალ ყელიანი. კარგი ბალანსი გამძლეობას და მოხერხებულობას შორის. რამდენიმე დღიანი გასვლისთვის.
Backpacking boots - სრულფასოვანი ჩექმა, მაღალი ყელით(კოჭამდე). ყველაზე გამძლე მარა დრო ჭირდება მიჩვევას. მყარი ძირით. ასევე წყალგაუმტარობასა და ჰაერის გამტარობას შორის მოგიწევთ არჩევანი. წყალგაუმტარში ფეხი მეტად ჩაგიხურდება.
ყურადღება მისაქცევი თვისებები:
ნაჭერი : Full-grain leather: გამძლე, არ იხევა ადვილად და კაი წყალგაუმტარობა. ჭირდება დრო რომ მოერგოს ფეხს. ჰაერს არ ატარებს კარგად და "ფეხი არ სუნთქავს"
Split-grain leather: ნილონის და ტყავის ნაზავი. უფრო იაფი ღირს მარა უფრო ადვილად იხევა და წყალს მეტად ატარებს.
Nubuck leather: კარგი გამძლეობა და წყალ გაუმტარობა. ერთი კვირა მაინც უნდა გეცვას მანამ პახოდში წაიღებ.
Synthetics: პოლიესტერის, ნილონის და სინთეტური ტყავის ნაზავი. ადვილად ეჩვევა ფეხი, იაფი ღირს მაგრად ნაკლებად გამძლეა.
წყალგაუმტარი: წყალს არ ატარებს, მაგრამ უფრო ჩაკეტილია ამის ხარჯზე. ფეხი ჩაგიხურდება წაფხულში.
Vegan: ბუნებრივი წყავის გარეშე.
Insulated: დამატებითად ჩათბილებულია. ორიენტირებული ზამთრის პახოდებზე.
ძირი - რამდენიმე ფენად იყოფა:Midsoles
EVA - უფრო რბილი, მსუბუქი და იაფიანი. EVA density(მოცულობა) ვარირებს.
Polyurethane - უფრო მყარი და გამძლე. ნაკლებად კომფორტული.
Support Components
Shanks - Midsoles-ს (შუაფენას) ეხმარება წონის დატვირთვის მიღებაში. სხვადასხვა სიგრძე აქ და ზოგი ნაწილს ფარავს ფეხსაცმლის ძირის, ზოგი მთლიანად.
Plates - თხელი, ნახევრად-დრეკადი ფირფიტები რომელიც იცავს ფეხს ქვებზე სიარულისას.
Outsoles
რაც უფრო მყარია მით გამძლე, მარა სრიალებს მეტად.
Lug pattern - ნაკლებად სრიალებს ფეხი.
Heel brake - იგივე.
შეძენა:იგივე პრინციპი რაც ჩანთაზე იგივე საიტებზე. ფასდაკლებით იყიდეთ.
აუცილებლად დააკვირდით და შეისწავლეთ ზომა.
Guide-ები:https://www.rei.com/learn/expert-advice ... boots.htmlhttp://www.outdoorgearlab.com/shoes-and-boots5) ჭიქა, ბოთლი, დანა და ა.შ. წვრილი ინვენტარი. არაა აუცილებელი მარა ედვენსედ კემპერისთვის მოსახერხებელია.
Team ინვენტარი: (რაც მთელ თიმს გამოადგება და წონის დაზოგვის მიზნით ჯობია არ გამეორდეს)
1) ჭურჭელი - 4 დღე ბეისიქ საჭმელზე და წყალზე ყოფნა მოშნად აგდებს მორალს და პახოდში დიდხანს ყოფნის მუღამს. ამიტომ დაგვაქ შეწვის/მოხარშვის ინვენტარი. ჩაი, სუპი, ა.შ. ეხა გვაქ რაღაცეები უკვე მარა უფრო მსუბუქი და ოპტიმალური ვეშებით შეილება აპგრეიდი.
2) განათება - ძაან ხშირად გვაღამდება ხოლმე ვიდრე ბანაკს გავშლით და განათება სერიოზული დისკომფორტი ხდება. კაი განათებით შეგვეძლება სიბნელეშიც ვიაროთ და როცა მოგვინდება მაშინ გავშალოთ ბანაკი და არა როცა დაგვაღამდება.
3) პორტატული ბატარეები - ტელეფონების, აპატატების, ფანრების დასატენად.
4) ტაქტიკური აღჭურვილობა - ეს ეხა დიდად არ გვჭირდება ჯერ მარა გააჩნია სად წავალთ. ნაჯახი, ხერხი, ნიჩაბი, GPS და ა.შ.
5) გართობა - პორტატული ვინჩესტერები, დინამიკები, კარტი, ბოარდ გეიმი ა.შ. იდეები კემპინგის დროს გასართობად.