მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული South Park: The Stick of Truth-ის ახალ დეტალები. სუპერ პოპულარული მულტსერიალი South Park-ის გარშემო ბევრი თამაში შეიქმნა, მაგრამ თვითონ მულტფილმის უშუალო ავტორებს, ტრეი პარკერს და მეტ სტოუნს, მათ შექმნაში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ, ამჯერად კი ისინი თამაშის შექმნის პროცესს უხელმძღვანელებენ. პროექტის ფუნდამენტის შესწავლის შემდეგ, Obsidian Entertainment-ის ჯგუფს პარკერმა და სტოუნმა მწარე სიმართლე გაუმხილა. მათი თქმით, გუნდი უბრალოდ ვერ ჩაწვდა სერიალის მთავარ აზრს და ბოლომდე ვერ შეიგრძნო მასში წარმოდგენილი სტილი - გმირები ერთერთ სცენაში უზარმაზარი ღამურის იერით ბოსს უნდა შებრძოლებოდნენ, მგონი მარტო ამ ერთი მაგალითის თქმაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი. რა გიგანტური ღამურა? ეს ხომ ნამდვილად არაა "სამხრეთის პარკის" სტილი?? მსგავსი ნაკლებად სასიამოვნო ფაქტების გამო, პარკერმა და სტოუნმა თამაშის შექმნის პროცესით ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღეს.
South Park: The Stick of Truth-ის ცენტრალური თემა რათქმაუნდა იუმორი იქნება. შემქმნელები თამაშში ჩვენი დროის ცნობილი ჰიტების, განსაკუთრებით კი უაზრობამდე გასერიოზულებული RPG ჟანრის დაცინვას აპირებენ (ჩემიაზრით ექშენის ჟანრი უფრო დასაცინია,მარა...) სიუჟეტი, ტოლკინისტების მსგავსად, South Park-ის ბავშვების მიერ RPG-ის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის მცდელობით იწყება - პარკში სირბილი, ხის-ხმლის ქნევა (კუსტბა, ალუკარდა, პოლისჯოხი)- მაგრამ შემდგომში მოცემული გართობა ნამდვილ თავგადასავალში გადაიზრდება. თამაშის ხუთი კლასიდან, ჯერ მხოლოდ ოთხია ცნობილი: ავანტიურისტი, ქურდი, პალადინი და მაგი. სამწუხაროდ, პარკერი ყოველთვის მუნჯ გმირებს ანიჭებდა უპირატესობას, ამიტომ თამაშის მთავარი გმირიც ჩუმად იქნება, მაგრამ იერის არჩევაში სრულ თავისუფლებას მოგვცემენ. მთავარ გმირს ექნება მობილური, რომლის მეშვეობითაც თქვენ მთავარ მენიუსა და Facebook-ის მსგავს სოციალურ ქსელში შესვლას შეძლებთ. მისი საშუალებით მებოგრებთან და სხვადასხვა, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ფრაქციებთან მოგიწევთ კონტაქტი. ბრძოლის სისტემა ძალიან გავს Paper Mario-სა და Mario & Luigi-ის სერიებში მოცემულ ვარიანტს.
თამაშის შექმნის ნაადრევ ეტაპზე პლადფორმერის ელემენტების დამატებასაც აპირებდნენ, მაგრამ შემდგომში მოცემულ იდეაზე უარი ითქვა. South Park-ი აგებული იქნება Dungeon Siege 3-ის ძრავზე და ტუჩების ტექსტთან სინქრონიზაციის მექანიზმებს გამოიყენებს - მათი ანიმაციის ხელოვნურად გაკეთებაზე, სიუჟეტის შეცვლის დიდი ალბათობის გამო უარი განაცხადეს. ანიმატორებმა შემქმნელებს 15 წლის მანძილზე დაგროვილი ყველა მასალის გამოყენების უფლება დართეს და პლიუს იმ ტექსტურების და ფერების სიაც გაუზიარეს რაც აუცილებლად გამოადგებათ. ერთისიტყვით წინ ნამდვილი South Park გველოდება, მაგრამ ამჯერად თამაშის სახით.