Risen 3: Titan Lords
Piranha Bytes ახალი პროექტი Risen 3: Titan Lords ამ წლის აგვისტოში PC (Steam), Xbox 360 და PlayStation 3 ერთდროულად გამოვა. თამაში Risen 2: Dark Waters გაუმჯობესებული გრაფიკული ძრავის მეშვეობით იქმნება. მოვლენების განვითარების ადგილი ვიზუალურად შუასაუკუნეების ევროპას გავს, მაგრამ გარკვეული ლოკაციები ხმელთაშუა ზღვის და ტროპიკების მსგავსია. ყველა ლოკაცია ხელით არის დახატული. ავტორების თქმით, ეს სტუდიის ისტორიაში ყველაზე მოზრდილი სამყარო იქნება.
Risen 3 მთავარი გმირი, სრულიად ახალი პერსონაჟია. თამაშის დასაწყისში მის სულს ძლევამოსილი სულების მმართველი შთანთქავს. მომდევნო თავგადასავლებში მიღებული გადაწყვეტილებებით კი ჩვენი გმირი ან მოახერხებს საკუთარი ადამიანობის დაბრუნებას, ან საბოლოოდ დემონად გადაიქცევა. შინაარსის განვითარებასთან ერთად იგი ბევრ ნაცნობ პერსონაჟს შეხვდება (Risen 2 მთავარი გმირის ჩათვლით), ასევე მიცვალებულების სამყაროში მოხვედრაც არაერთხელ მოუწევს. Piranha Bytes სხვა პროექტების მსგავსად, სიუჟეტის განვითარება აქაც რამდენიმე ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ურთიერთქმედებით მოხდება - ჯერჯერობით მხოლოდ სამი მათგანია ცნობილი.
საბრძოლო მექანიკა უფრო Gothic და Gothic 2 მსგავსი იქნება, ანუ ვეღარ შეხვდებით Risen წინა სერიის სისტემას: ოთხი საბაზისო დარტყმა, მარტივი კომბოები. აწი მოწინააღმდეგეების დარტყმების დაბლოკვაც აღარ გამოვა, მაგრამ დაბრუნდება მუშკეტები, მშვილდები, ვუდუს მაგია და ცურვა. საკუთარი გმირის თქვენი რეალური გემოვნების მიხედვით განვითარებისთვის, თამაშის პროლოგში ყველანაირი მაღალი ლეველის სპელის მოსინჯვის საშუალება გექნებათ. მოგვიანებით, მათ რათქმაუნდა "გაანულებენ".
გზადაგზა, დეველოპერები წინა სერიის რამდენიმე სავალალო შეცდომასაც გამოასწორებენ. პირველრიგში გაუმჯობესდება NPC მარშუტის ძიაებაზე პასუხისმგებელი ალგორითმი. ასევე მომავალში თქვენ ვეღარ იხილავთ რაიმე მცირე და გამაღიზიანებელ DLC, მათ მაგივრად მხოლოდ მაშტაბური და ღირსეული დამატებები გამოვა.

წინა ნაწილი არ მითამაშია, გავიგე, რომ ვერ იყო ისეთი როგორსაც ველოდებოდი, უფრო რაღაც ექსპერიმენტივით იქყო დეველოპერებისთვის. მაგრამ პრიველი დღემდე ძალიან ტკბილად მახსოვს (ნუ გიტიკებზე რო არაფერი ვთქვა). მესამეშიც აშკარად იმ დროისკენ უფრო იღებენ ორიენტირს და წინა ნაწილში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას გეგმავენ, რაც გასახარებელია, რადგან კიდევ ერთ Gothic არასდროს იქნება ზედმეტი )) ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ამ ლეგენდარული სერიისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი სავსე თამაშის დადება . ეს კი გუშინ გავრცელებული სინემატიკი