კი ზამთარია და ვიცი რო არა ადეკვატური დროა ამ თემის გახსნისთვის, მარა ქართველები ვართ, ზამთარში დაწყებული საქმე უფრო წარმატებული იქნება, რომ გაზაფხულიდან უკვე გამოვიდეს რამე. თან ვინც ნამყოფია ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მარშუტების სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. მხოლოდ კარგი ადგილის არჩევა და ყველანაირი შემდგომი გეგმის გარეშე წასვლა შეიძლება ტყუილი სიარულით და დაღლით დამთავრდეს, ამიტომ მსურველების და ამ საქმის მოყვარულებს შეგვიძლია დავჯდეთ და წინასწარ დავგეგმოთ საინტერესო ლაშქრობები, ჩამოვწეროთ მარშუტები, გავაზიაროთ ინფორმაცია და როცა დრო მოვა მზად ვიყოთ დროის ხარისხიანად გასატარებლად. ეს თემა იყოს რაღაც მონაცემთა ბაზის ვარიანტი დამწყები მოლაშქრეებისთვის )) თემას ძალიან მკაცრი მოდერაცია ექნება, ამიტომ გთხოვთ კონკრეტულად ამ საკითხის გარშემო ისაუბროთ და ვისაც ტყეში მო...ა არა კაიბიჭული გონია შეუძლიათ პეკინზე ისეირნონ ))
P.S. შარშან ზამთარში საკმაოდ ხშირად გავდიოდი ერთი დღით თბილისის შემოგარენში, ძალიან ბევრი მიმართულებით დადიან ყვითელი ავტობუსები და ბოლო რეისებიც 11-12 ბრუნდებიან თბილისში (სადღაც 50 თეთრად ადიხარ 20 25 კილომეტრზე მთაში, ძაან ხელსაყრელი რამეა). დასარჩენად რო არ მიდიხარ ბევრად ნაკლები ამუნიციის წაღება გიწევს, ამიტო შეგვილია ამ პერიოდშიც ვცადოთ და დავგეგმოთ რამე. დამწყებებისთვის განსაკუთრებით ადვილი თემა იქნება ორგანიზების ამბავში და კარგ გამოცდილებას მიიღებთ.