Earthworm Jim არის run & gun სტილში გადაწყვეტილი პლატფორმერი რომელიც 1994 წელს გამოვიდა Sega Mega Drive/Genesis კონსოლზე და შემდეგ პორტირება გაუკეთეს Super Nintendo, Game Boy, Game Gear, Sega Master System ზე, წლების შემდეგ კი Gameboy Advance-ზე, თამაშის Special Edition გამოვიდა Sega CD ზე რომელსაც ქონდა გაუმჯობესებული გრაფიკა და ფერები. თამაშის მეორე სერიის რელიზი რამდენიმე პლატფორმაზე მოხდა, ესენი იყო: Sega Mega Drive/Genesis, Sega Saturn, SNES, PC და Playstation-ზე, მოგვიანებით კი თამაშის პორტირება მოხდა Gameboy Advance-ზე.
სერიები გამოირჩევა ლამაზი ლევენ დიზაინით, სურეალისტური იუმორით, კულტურული რეფერენსებით და მრავალფეროვანი ფერადი პერსონაჟებით. მთავარი პერსონაჟი გახლავთ ჭიაყელა სახელად ჯიმი. ჯიმი ერთი ჩვეულებრივი ჭიაყელა იყო, რომელიც გაურბოდა ყვავებს და ჭამდა მიწას, მაგრამ ერთხელაც ხელში ჩაუვარდა კოსმოსური კიბერნეტიკული სკაფანდრი (Ultra-high-tech-indestructible-super-space-cyber-suit) რომლისთვისაც ნადირობდნენ ბოროტი Psycrow და ბოროტი Queen Pulsating, Bloated, Festering, Sweaty, Pus-filled, Malformed, Slug-for-a-Butt. ამ სკაფანდრმა მოახდინა ჯიმის მუტაცია და აქცია განვითარებულ სუპერგმირად, რა თქმა უნდა ჭიაყელის შესაძლებლობების შესაბამისად.
მოკლედ ეს არის თამაში რომელიც ბავშვობაში გვიყვარდა ყველას, ვინც იცით გაიხსენეთ ვინც არა და ნახეთ თამაში რომლის მეოთხე ნაწილსაც იმედია მალე გამოუშვებენ
Developer: Shiny Interactive
Publisher: Playmates Interactive Entertainment (NA) Virgin Interactive (EU)
Designers: David Perry, Doug TenNapel
Composer: Tommy Tallarico
Sega Mega Drive/Genesis ვერსიის გადმოსაწერი ბმული: Earthworm Jim Earthworm Jim 2
Sega CD ვერსიის გადმოსაწერი ბმული: Earthworm Jim Special Edition
SNES ვერსიის გადმოსაწერი ბმული: Earthworm Jim Earthworm Jim 2