Hitman 3: Contracts, Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 851

Hitman 3: Contracts

Unread post#1 » 21 Mar 2010 15:52

>>>

Hitman 3: Contracts

  • შემქმნელი: IO Interactive
  • გამომცემელი: Eidos Interactive
  • გამოშვების დარიღი: 2004 წლის 20 აპრილი
  • პლატფორმები: Windows, PlayStation 2, Xbox
  • ჟანრი: stealth-action,Shooter
  • მართვა: PC: კლავიატურა და მაუსი,PS2, Xbox: ჯოისტიკი
  • რეჟიმები:ერთი მოთამაშე
Hitman: Contracts - ეს არის მესამე ნაწილი ვიდეოთამაშების სერიაში Hitman, ეს სერია 2004 წელს კომპანია Eidos Interactive გამოუშვა .

სიუჟეტი:
პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში იჭრება აგენტი 47 რომელიც სისხლისგან იცლება,ის კარგავს გონებას და ეწყება ჰალუცინაციები, მას ახსენდება თავგადასავლები, რომლებიც მას წარსულში გადახდა. ყოველი მოგონება წარმოადგენს კონკრეტულ მისიას რომელიც მოთამაშემ უნდა შეასრულოს.
გონებაში 47 ბრუნდება იმ ადგილზე, სადაც იგი დაიბადა, სადაც ისწავლა როგორ უნდა ადამიანის მოკვლა და სადაც პირველად დაფიქრდა მის როლზე ამ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვახსენეთ ამ დროის განმავლობაში მოთამაშეს სხვადასხვა მისიების შესრულება უწევს, რის შემდეგაც იგი რეალობას უბრუნდება. აღმოჩნდება, რომ სასტუმროს სადაც იგი იმყოფებოდა მთელი პარიზის პოლიციამ შემოარტყა ალყა. ის გაიგებს, რომ მან უნდა მოკლას ინსპექტორი ალბერა ფურნე, რომელიც იმყოფება სასტუმროს გარშემო მყოფ პოლიციელთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი თითქოს არ იყო, 47-მა მაინც მოახერხა ინსპექტორის მოკვლა და პარიზიდან თვითმფრინავის საშუალებით გაქცევა, რომელზეც იგი ხვდება დიანას (დიანა არის ქალი, რომელიც ყველა ნაწილში 47-ს გადასცემს სააგენტოს დავალებებს, ის არის სააგენტოსა და 47-ს შორის შუამავალი) რომელიც აცნობებს 47-ს იმაზე, რომ სააგენტოში შეიძლება არის მოღალატე, მაგრამ 47-სთვის მაინც არის რამდენიმე დავალება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში თამაშის შინაარსი არის მხოლოდ ის, რომ მოთამაშე ასრულებს სააგენტოს დავალებებს და არავითარი პირადი მიზნები 47-ს ამ შემთხვევაში არ ამოძრავებს, ის უბრალოდ ასრულებს თავის სამუშაოს.

    მისიების ჩამონათვალი:
  • რუმინეთი, ბუხარესტი («Asylum Aftermath» — პირველი დავალება და «The Meat King’s Party» — მეორე)
  • რუსეთი, კამჩატკა («The Bjarkhov Bomb» — მესამე დავალება)
  • დიდი ბრიტანეთი ((«Beldingford Manor» — მეოთხე მისია)
  • ჰოლანდია,როტერდამი, ((«Rendezvous in Rotterdam» — მეხუთე დავალება და «Deadly Cargo» — მეექვსე)
  • ბუდაპეშტი («Traditions of the Trade» მეშვიდე მისია)
  • ჰონ-კონგი,ცეიულუნი(«Slaying a Dragon» — მერვე, «The Wang Fou Incident» — მეცხრე, «The Seafood Massacre» — მეათე და «Lee Hong Assassination» — მეთერთმეტე მისია)
  • საფრანგეთი,პარიზი («Hunter and Hunted» — ბოლო,მეთორმეტე მისია)
>>>

თამაშის პროცესი (GamePlay)
თამაშის ამ ნაწილში GamePlay პრაქტიკულად იგივე დარჩა, არის კონკრეტული მიზანი, მისია და მათი შესრულების უამრავი ხერხი. მოთამაშეს შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდეს ან დახოცოს ყველა მოწინააღმდეგე, მას შეუძლია მოკლას ადამიანი თოკით, საწამლავით, ბალიშით როდესაც მას ძინავს ან უბრალოდ ტყვიით. თამაშის ამ ნაწილში და წინა ნაწილებში ერთ-ერთი განსხვავება არის ატმოსფერო რომელშიც თამაში მიმდინარეობს, ის კიდევ უფრო საინტერესო გახდა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, თუმცა თამაშის ფიზიკა ისევ ძალიან დაბალ დონეზეა, უნა აღინიშნოს , რომ ამ ნაწილში ყველაფრის ჩუმად გაკეთება გაცილებით გაძნელდა. 47-ს უწევს მისიების შესრულება მთელ მსოფლიოში რაც თამაშს უფრო საინტერესოს ხდის. თამაშის გეიმპლეის შეიძლება ისიც ჩავუთვალოთ პლიუსად, რომ თუ ამ ნაწილში ავტორებმა ახალი არაფერი შეიტანეს, ყოველ შემთხვევაში არც არაფერი მოუკლიათ და გაუფუჭებიათ.


>>>

    ხელჩართული ბრძოლის იარაღები:
  • მოსახრჩობი თოკი
  • ნემსი
  • სამზარეულოს დანა
  • ხორცის საჭრელი ნაჯახი
  • ნამგალი
  • გამაყრუებელი
  • ელექტრო შოკი
  • კია
  • ცეცხლის საჩხრეკი
  • ნიჩაბი
  • ხმალი

    პისტოლეტები:
  • ორი ცალი Silverballers
  • Silverballer Silenced
  • CZ2000
  • GK17
  • SG220 Silenced
  • Magnum 500
  • Gold Desert Eagle

    ნახევარავტომატები:
  • Micro UZI
  • Micro UZI Silenced
  • MP9
  • MP5
  • Steyr AUG 9mm

    საფანტები:
  • SPAS 12
  • გადაჭრილი საფანტი
  • ორ ლულიანი საფანტი

    ავტომატები:
  • M4
  • AK47

    პულიმიოტები:
  • M60

    მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
  • პროცესორი: Pentium III 800 MHZ
  • ოპერატიული მეხსიერება: 256 MB
  • ვიდეოკარტა 64 MB
  • თავისუფალი ადგილი: 2GB

    რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები:
  • პროცესორი: Pentium III 1 Ghz
  • ოპერატიული მეხსიერება: 512 MB
  • ვიდეოკარტა 128 MB
  • თავისუფალი ადგილი: 2GB
smothered in the crib

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests