ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ჩავწერე გოგ ვერსია და ჩავრთე.
პირველ რიგში მაინტერესებდა ტოვებდა თუ არა სრულფასოვანი თამაშის შთაბეჭდილებას, თუ უბრალოდ ნოსტალგიაში მყოფი ფანბაზის სატყუარა იყო. მაინტერესებდა ასევე რამდენად წარმატებული გამოდგა ვიზუალური მხარე და მუშაობს თუ არა იმერსივ სიმში - ეს რაღაც რეტრო მულთფილმის მსგავსი გრაფიკა.
ორი დღის თამაშის ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოჩნდა.
ერთი მთლიანი სართულის გავლის შემდეგ, შემილია ვთქვა, რომ ხალტურის მაგივრად, საკმაოდ სიმპატიური, ორიგინალური ვიზუალის მქონე თამაში დამხვდა. ეტყობა, რომ დეტალებისადმი ყურადღებით და ორიგინალისადმი პატივისცემით არი გაკეთებული. თან რაც ყველაზე მეტად მომეწონა, დაბალბიუჯეტიანის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს და თუ სიტყვაზე ბიოშოკის დონის არ არი, როგორც იმერსივს სიმი, ეგრევე გაძლევს თამაშის გაგრძელების და ექსფლორაციის მუღამს.
უშუალოდ კომბატს და ვიზუალს, რაღაც "გემრიელი", რეტრო ბითემაფის ესთეტიკისკენ მიყავხარ, რაც ამ ჟანრშოც რატომღაც უცებ კარგად მუშაობს. ლოკაციების არქიტექტურაზე აშკარად ბევრია ნაფიქრი, ბევრი სხვადასხვა გზაა, რომელიც ეტაპობრივად იხსნება და ბოლოს ერთ დიდ ლეველს გიკრავს. ცუდი ორიენტაციის ხალხისთვის ცოტა კლაოსტროფობიული და დამაბნეველი ქინება, მარა პირადად მე ზუსტად ეგ მაინტერესებს. მოწინააღმდეგეებიც მომეწონა რაც ვნახე. ისეთი განსაკუთრებული ჯერ არცერთი არ ყოფილა (რაღაც მფრინავ პარაზიტს თუ არ ჩავთვლი), მარა მომეწონა მრავალფეროვნება. ასევე არიან ნეიტრალური NPC ები, რომლებიც უბრალოდ მოძრაობენ ლეველზე და რაღაც გვერდითს აკეთებენ (ატმოსფეროზე კარგად მუშაობს).
მოკლედ ჯერ პატარა სუპრიზივით არი, რომელიც ეხლა ყველაზე მეტად მჭირებოდა. ვნახოთ სიღრმეებში როგორი გახდება. შევეცდები დავწერო.
System Shock 2023
სქრინები - 1.2.3.4.5.6.7