Fatal Frame, სერიის რეტროსპექტივა

საერთო შემეცნებითი და ანალიტიკური სტატიები < ამბავი < ისტორია < რეტროსპექტივა < ესე < ანალიზი < კვლევა
User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Fatal Frame

Unread post#1 » 22 May 2010 06:39

Fatal Frame სერიები (ასევე ცნობილი როგორც Project Zero) შექმნილია Keisuke Kikuchi-ს და Makoto Shibata-ს მიერ. თამაშის დიზაინი და პროგრამირება ეკუთვნის Tecmo-ს დეველოპმენტის ჯგუფს "Project Zero"-ს. სერიების უმთავრესი ლოკაციები არის ადგილები რომლებზეც დადის ხმები მოჩვენებების შესახებ, ხოლო მთავარი გმირი უმთავრესად არის გოგონა მეექვსე გრძნობით რომელიც ამ ადგილებში იკარგება, პოულობს უძველეს Camera Obscura-ს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოჩვენებების გაფანტვის. მოთამაშე ნელნელა იგებს საიდუმლო ადგილების და რიტუალების შესახებ, თავის დასაღწევად კი მან უნდა ამოხსნას საიდუმლო და შეაჩეროს წყევლა.
როდესაც Keisuke Kikuchi მუშაობდა Tecmo-ს პოპულარულ Kagero/Deception სერიებზე, მას მოუვიდა იდეა რომ მოთამაშეს შეძლებოდა მოჩვენებების სახლში სიარული და გზების გაკვლევა, თავდაპირველად Kikuchi-მ იდეა გაუზიარა Capcom-ს რადგან მას ქონდა გამოცდილება Resident Evil-ის და უფრო ღრმად იყო ჩახედული Survival Horror-ში ვიდრე Tecmo. Capcom-მა უარყო ეს იდეა მაგრამ საბედნიეროდ Kikuchi-მ მოახერხა თავისი იდეა Tecmo-სთან განეხორციელებინა
სერიები ითვლება იაპონური და არა მარტო იაპონური Survival Horror-ის ერთერთ სერიოზულ მაგალითად Silent Hill-თან და Forbidden Siren-თან და Resident Evil-თან ერთად, თუმცა ეს უკანასკნელი სიუჟეტის მხრივ უფრო თრილერია. Fatal Frame-ის სერიების სიუჟეტი ემყარება ურბანულ ლეგენდებს და სტილიზირებულად არის წარმოჩენილი. ასევე სერიები ერთმანეთში გადაჯაჭვულია პერსონაჟების თუ წარსულის ისტორიების დამკავშირებელი ძაფებით. ყველაფერი კი ასე დაიწყო: მე-18 საუკუნის მიწურულს და ადრეულ მე-19 საუკუნეში იაპონიაში ცხოვრობდა ბრწყინვალე ფილოსოფოსი და მეცნიერი Dr. Kunihiko Asou (რომელზეც სერიებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა და კვლავ საიდუმლოდ რჩება). მისი ძირითადი ინტერესის სფერო იყო იაპონური ფოლკლორი და სულთა სამყარო. იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ჩაეტარებინა კვლევა სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარის შესახებ.
Dr. Asou-მ აიღო უახლესი დასავლური ტექნოლოგიები, რომელიც ასევე იაპონიაშიც ცნობილი იყო და გადააკეთა ისინი ისე, რომ მათ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ აუხსნელი ფენომენები. ამ ტექნოლოგიებში შედიოდა: Camera Obscura, Projector, Spirit Stone Radio. მისმა კვლევებმა და ამ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძინა სახელი Mystical Science, ასევე ამ ნივთების გამოყენებით იგი ამტკიცებდა სულთა სამყაროს არსებობას

Fatal Frame [PS2, XBOX]
ცხრა დღე გავიდა მას შემდეგ რაც Mafuyu, Miku Hinasaki-ს ძმა გაუჩინარდა
ყველაფერი კი ერთი თვის უკან დაიწყო
მედიის ცნობით გაუჩინარდა ცნობილი მწერალი Junsei Takamine, რომელიც აგროვებდა კვლევებს თავისი შემდეგი რომანისთვის. ახალბედა ჟუნალისტმა Mafuyu Hinasaki-მ იეჭვა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მისი მენტორი უბრალოდ არ აორთქლდებოდა. Mafuyu-მ გადაწყიტა პირადად გამოეძიებინა გაუჩინარების ამბავი, რამაც იგი მიიყვანა განმარტოებულ სახლში. Himuro-ს სახლი, დიდი ხნის განმავლობაში მდუმარედ დგას ტყეში. ამბობენ რომ წლების წინ ის ეკუთვნოდა ძლიერ მიწათმფლობელს, მაგრამ ახლა ის თავისივე თავის აჩრდილია, უკაცრიელი და დანგრევის პირას მისული. სახლის კვლევისას Mafuyu წააწყდება Junsei-ს დატოვებულ ფურცლის ნაგლეჯებს. ნაწერები აღწერს ავის მომასწავებელ მოვლენებს, რომელსაც სახლის ბნელ წარსულთან აქვს კავშირი. ამ ინფორმაციის ძიებისას Mafuyu აღმოაჩენს რომ ის მარტო არ არის. Miku მიდის Himuro-ს სახლში რათა იპოვოს დაკარგული ძმა, მაგრამ არც კი იცის თუ რა ელის წინ.

Fatal Frame II: Crimson Butterfly [PS2, XBOX]
ტყუპი დები - Mio და Mayu, ესტუმრებიან ბავშვობის სახლს, წყვილისთვის საიდუმლო ადგილი, სადაც ისინი ბავშვობაში თამაშობდნენ, ზაფხულის ბოლოსთვის ტბით დაიფარა. იქვე ნაპირთან ჩაფიქრებული Mio თავს აწევს და შეამჩნევს რომ მისი და იქ აღარ არის, როდესაც მიმოიხედავს, დაინახავს რომ Mayu ”მეწამულ პეპელას” მისდევს ღრმა ტყისკენ. მოფარფატე მწერი თითქოს გზას უჩვენებს მას, Mayu-ს სხეული კი თითქოს თეთრი სამოსით იმოსება. Mio უკან გაჰყვება საკუთარ დას და ნელნელა ამ დევნაში თავს ამოჰყოფს ნისლიან მთის გზაზე სადაც ქართან ერთად სევდიანი სიმღერის ხმას მოკრავს ყურს, შემდეგ კი ხეების მიღმა შუქსაც შეამჩნევს. როდესაც ხშირ ტყეს გაცდება ის დაინახავს Mayu-ს, რომელიც დგას მარტო და გარშემო უთვალავი მეწამული პეპელა ახვევია. ტყუპების წინაშე, ნისლში და უკუნეთში საიდუმლო სოფელი მდებარეობს, გაუჩინარებული “All God’s Village”. როგორც ამბობენ სოფელი ოდესღაც მთების სიღრმეში, ტყეში მდებარეობდა. მდინარის დაგუგების გამო ტყე უნდა გამქრალიყო, მაგრამ ერთერთი ფესტივალის წინა დღეს სოფელი გაქრა, ხოლო ტყე კი გაუვალ ნისლში ჩაეფლო. ბევრი იმასაც ამბობს რომ თუ ტყეში დაიკარგები, სულები დაკარგულ სოფელში გაგიტაცებენ, სოფელში სადაც მეწამული პეპლები ცეკვავენ და უსასრულო ღამეა.

Fatal Frame III: The Tormented [PS2]
ერთ დღეს ფრილენსერი ფოტოგრაფი Rei Kurosawa იღებს დავალებას რომ გადაიღოს სურათები ძველ მიტოვებულ იაპონურ სახლში. მას თან ახლავს მისი ახლო მეგობარი Miku Hinasaki. არსებობს გადმოცემა რომ მთებში მდებარე ეს სახლი მოჩვენებათა ადგილსამყოფელია. გადაღების პროცესში Rei დაინახავს რაღაც აუხსნელს - მის გარდაცვლილ საქმროს Yuu Asou-ს - რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ავტომობილს Rei თავად მართავდა. მას შემდეგ Rei-ს არ ასვენებს კითხვა, თუ რატომ გადარჩა თვითონ. მკვდარი საქმროს დანახვით გაოცებული ფოტოგრაფი მას გაჰყვება და უფრო და უფრო ღრმად შევა სახლის ნანგრევებში. ვიწრო დერეფნების ბოლოს Rei აღმოჩნდება კუთხეში და ამ დროს მის გარშემო ყველაფერი შეიცვლება - წამოვა თოვლი ხოლო წინ რიგებად აურაცხელი საფლავის ქვები გაჩნდება. ეს ადგილი აღარ გავს იმ დანგრეულ სახლს სადაც ცოტა ხნის წინ Rei სურათებს იღებდა. შეშინებული და გაოგნებული ქალი ცდილობს გაარკვიოს რა ხდება და იპოვოს გარდაცვლილი საქმრო.

Fatal Frame IV: Mask of the Lunar Eclipse [Wii]
ათი წლის წინ კუნძულ როუგეცუზე ხუთი შვიდი წლის გოგონა იქნა გატაცებული. საბოლოოდ ბავშვები პოლიციის დეტექტივმა Choushiro Kirishima-მ იპოვა საავადმყოფოს სარდაფში და იხსნა. ბავშვებს არ ახსოვდათ თუ რა მოხდა ამთი ტყვეობის პერიოდში. წლების შემდეგ ხუთი გადარჩენილიდან ორი დაიღუპა, ხოლო სამნი - Ruka Minazuki, Misaki Asou და Madoka Tsukimori ბრუნდებიან კუნძულზე რათა გაიხსენონ ყველაფერი და გაიგონ სიმართლე თუ რა მოხდა. Ruka-ს დედის დავალებით კუნძულზე ჩადის Choushiro Kirishima-ც რათა გოგონები კვლავ უკან დააბრუნოს.

Fatal Frame: Maiden of Black Water [Wii]
RESERVED

გადმოსაწერი ბმულები:
Fatal Frame, Fatal Frame II: Crimson Butterfly, Fatal Frame III: The Tormented
PS2 Version Torrent Download

Fatal Frame IV: Mask of The Lunar Eclipse
Torrent Download
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Fatal Frame

Unread post#2 » 24 May 2010 13:42

1800 ის მიწურულს და ადრეულ 1900-იანებში, იაპონიაში ცხოვრობდა ბრწყინვალე ფილოსოფოსი და მეცნიერი Dr. Kunihiko Asou (რომელზეც სერიებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა და კვლავ საიდუმლოდ რჩება). მისი ძირითადი ინტერესის სფერო იყო იაპონური ფოლკლორი და სულთა სამყარო. იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ჩაეტარებინა კვლევა სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარის შესახებ.
Dr. Asou-მ აიღო უახლესი დასავლური ტექნოლოგიები, რომელიც ასევე იაპონიაშიც ცნობილი იყო და გადააკეთა ისინი ისე, რომ მათ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ აუხსნელი ფენომენები. ამ ტექნოლოგიებში შედიოდა: Camera Obscura, Projector, Spirit Stone Radio. მისმა კვლევებმა და ამ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძინა სახელი Mystical Science, ასევე ამ ნივთების გამოყენებით იგი ამტკიცებდა სულთა სამყაროს არსებობას

მართალია Fatal Frame'ის არცერთი ნაწილი არმაქ ნათამაშები, მაგრამ ასე თუ ისე ვერკვევი ამ სერიალში და ვიცი რაც იყო მთავარი გეიმფლეი ელემენტი, მაგრამ ნამდვილად არვიცოდი ამაზე თუ იყო დაფუზვნებული. ეტა უჟე ინწირესნო =)

Kikuchi-მ იდეა გაუზიარა Capcom-ს რადგან მას ქონდა გამოცდილება Resident Evil-ის და უფრო ღრმად იყო ჩახედული Survival Horror-ში ვიდრე Tecmo. Capcom-მა უარყო ეს იდეა მაგრამ საბედნიეროდ Kikuchi-მ მოახერხა თავისი იდეა Tecmo-სთან განეხორციელებინა


Resident Evil'ის გამო რამდენათ ღრმათაც იყვნენ Survival Horror'ის ჟანრში ჩახედულები ეგ დრომ გვანახა =))) მარა ეგ უკვე სხვა თემაა...

ყველა გადავიკითხე მაგრამ Fatal Frame II'ის ისტორიას ყველაზე საინტერესო მომეჩვენა რატომღაც.

ისე გეიმფლეი ელემენტებზეც რო დაგეწერა რამე უფრო საინტერესო იქნებოდა, პროსტა ერთი ის ვიცი რო ფოტო აპარატის მეტი არაფერი არ გაქვს თამაშში და მაგიტო )))

და ვაფშე რომელი მოგეწონა შენთითონ ყველაზე მეტი Horror'ი რომელში იდო შენი აზრით?

p.s. თემა Featured'ში

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Fatal Frame

Unread post#3 » 24 May 2010 17:38

მეორე მაგარია იმ მხრივ რო ატმოსფერო უფრო გაინტერესებს, დაკარგულ სოფელში მოძრაობ.
საშიში მომენტები ყველაში იყო, პირველს ეხლა ვხურავ და კარგი მომენტებია, მესამე თავიდან მომწონდა მარა ბოლოს რაღაც სანთელს ჩითავ და არ უდნა ჩაგეწვას და ძალიან უაზრო ხდება ეს ნელი სირბილი დერეფნებში. მოკლედ ყველა თავის პონტშია მაგარი, პირველში დიდი სახლია და ეგ ასწორებს, მეორეში სოფელი, მესამეში dream world სადაც პირველიდან და მეორიდანაც 1-2 სახლი იჩითება მიბმული სთორის პონტში. ყველაზე საშიშად მაინც პირველს და მესამეს თვლიან, ატმოსფეროს მხრივ მეორეში და მესამეში კარგი დამუშავებულია ლოკაციები, სთორის მხრივ პირველი და მეორე ასწორებს,
პირველისთვის შთაგონება იყო Ringu (Ring იაპონური ვერსია) და Otogirisu [PS1]
მეორესთვის Seishi Yokomizo დეტექტივები, Shining, Ringu და Makoto Shibata-ს ბაბუის სახლი
მესამესთვის Maktoto Shibata-ს სიზმრები, იაპონური მითები Baku ზე და Dream Buyer, Ju-on (Grudge იაპონური ვერსია)
ჩემთვის Silent Hill ის და Siren ის მერე ეს სერიები დგას ამ ჟანრში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Fatal Frame

Unread post#4 » 25 May 2010 01:18

სახლის დვიჟენია RE1'ლის მერე იმენა უსერიოზულესია ყველა ჰორორში, უმაგრეს ატმოსფეროს ქმნის და ეგეც მაგარი საინტერესო იქნება. ბიჯო და გეიმფლეი როგორიაქ სპაუნასთან რაც ვნახე მარტო კამერით იღებდა რაღაცეებს და მაგრა უხაროდა....

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Fatal Frame

Unread post#5 » 25 May 2010 02:52

გეიმფლეი დარბიხარ და წყევლებს ხსნი, სული თუ გაიჩითება კამერით უღებ და ადისპელებ, ძირითადად ფაილებს აგროპვებ სადაც ძალიან საინტერესო რამეებს კითხულობ ლოკაციის წარსულზე და რიტუალებზე, საფიქრალი ვეშებიც იჩითება, პირველში ყველაზე მეტად ეგ ასწორებს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Fatal Frame

Unread post#6 » 27 Jun 2012 03:46

Nintendo მოცემული IP-ს მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელი გახდა. ანუ Sony და Microsoft ემშვიდობებიან ამ თამაშის გამოშვების შანსს თავიანთ კონსოლებზე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Fatal Frame

Unread post#7 » 27 Jun 2012 03:51

ძალიან კარგი
Wii-ზე იყო ისედაც ბოლო სერია
მაიკროსოფტს მარტო მეორე ნაწილი ქონდა
სონიმ კიდე მიივიწყა, ამიტომაც ლოგიკურია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Fatal Frame

Unread post#8 » 28 Jun 2012 02:32

კიდევ ერთი მიზეზი რატომ უნდა გქონდეს wii!

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#9 » 20 May 2017 14:36

პირველი და მეორე ნაწილი გადავითამაშე გუშინ და გუშინწინ.პირველს ექვსი საათი დასჭირდა, მეორეს - შვიდნახევარი. ბოლო დროს დათბობასთან და ამავდროულად უამინდობასთან ერთად ისეთი ატმოსფერო შემექმნა რო აუცილებლად მჭირდებოდა ჰორორის დოზის შეშვება, ამაზე კარგ ატმოსფეროს კი ვერ ვიპოვიდი. მესამე ნაწილის გადათამაშებას არ ვაპირებ ამ ეტაპზე მოცულობის გამო.
მართალია სთორი ორივესი ვიცოდი და ზოგიერთი სულის წარმოშობაც მახსოვდა, მარა ახლიდან დაკვირვების შემდეგ ყველაფერი ახლიდან და უკეთესად დალაგდა.
ახლა მინდა დავწერო თუ რატომ არის ეს სერიები ჩემთვის საყვარელი და საინტერესო. სერიების სიუჟეტური ფორმულა მარტივად შეიძლება შემდეგნაირად გადმოიცეს: არსებობს ბოროტება, არსებობს სოფელი და არსებობს შესაწირავი. ყოველ გარკვეულ დროს ხდება ადამიანის მსხვერპლშეწირვა და ეს აუცილებელი და ერთადერთი გზაა სოფლის და ზოგადად ხალხის გადარჩენისთვის, რადგან ადამიანისთვის ბოროტებასთან სხვა ბრძოლის გზა უცნობია, ხოლო ბოროტების განთავისუფლება ადამიანთა მარადიულ ტკივილს და ტანჯვას იწვევს. სოფელიც საკუთარ გამოზრდილ შვილებს სხვის გადასარჩენად იმეტებს და სიცოცხლეც გრძელდება. თუმცა რიტუალი ყოველთვის სწორად არ წარიმართება, მსხვერპლის გრძნობები სცდება მხოლოდ სოფლის კეთილდღეობის ინტერესებს, იბადება მასში ბუნებრივი ინსტინქტური და ამავდროულად მაღალფასეული გრძნობები და ყველაფერი კატასტროფამდე მიდის. სოფელი მართალია და ინდივიდიც მართალია, ეს დაპირისპირება ბევრი შემოქმედის შთაგონება გამხდარა და ასეა ამ თამაშების შემთხვევაშიც. ამ დაძაბული, ბნელი, ცივი და შემაწუხებელი ატმოსფეროს მიღმა ნელნელა ირკვევა ტრაგიკული ადამიანების ცხოვრება, მათი მიზეზები, გრძნობები, ტკივილები და ბოლოს სევდიანი და პოეტური პატარა ამბავი რჩება. ასეთი ფორმულა შეიძლება ბევრ ჰორორში და არამარტო ჰორორში იყოს, მაგრამ მთავარია ხარისხი და ამ ხარისხს Fatal Frame იდეალურად ართმევს თავს. ისტორიასთან ერთად თამაში ვიზუალურადაც მიყვება სიუჟეტის დინებას და უმეტესად ლოკაციები და შექმნილი ატმოსფერო კონტრასტულ შტრიხებს ავლებს მოთამაშის ემოციებზე გავლენის მოსახდენად. ეს იაპონური ესთეტიკით წარმოჩენილი ნამუშევარი, საფუძველშივეა იაპონური ხელოვნების და კულტურის მატარებელი - მინიმალისტური, ესთეტიურად მდიდარი და აზრიანი. პირადად ჩემთვის ეს მიდგომა და კონტენტი, რაც თამაშის შემდეგ წლების განმავლობაში გასახსენებელს ტოვებს, როგორც სიუჟეტით, ასევე მომხდარი მოვლენების ფაქტებით ახსნის თვალსაზრისით, საკმაოდ იშვიათი და მაღალი დონის დამადასტურებელია.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის ჟანრობრივ განზოგადებას, უნდა ვთქვა რო იაპონური ჰორორების ხელშეუხებელი სამეული: Silent Hill, Fatal Frame, Siren - არცერთი არ არის საშინებელათა ატრაქციონი და შიშის სიმულატორი. ეს თამაშები აზრიანი და საინტერესო თამაშების სიაში უფროა ვიდრე იქ სადაც შეიძლება იყვნენ მაგალითად უმეტესად დასავლური ჰორორ თამაშები, რომლებიც ვიწრო სიუჟეტურ ხედვას ვერ სცდება, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ შესრულების ხარისხია და ეს ხარისხიც მხოლოდ შიშის ფაქტორის გარშემო ტრიალებს.
ორი სიტყვით გეიმფლეიზეც დავწერ რო პირველი Resident Evil-ის რიმეიქის თამაში ვისაც შეუძლია, Fatal Frame საერთოდ არ უნდა იყოს პრობლემა. როგორც ასეთი სიძველე და გეიმფლეის არააქტუალობა აქ არ შეიმჩნევა. პირველი ნაწილი პატარაა და ერთ სახლში ვიტარდება, მეორე ნაწილი რამდენიმე შედარებით პატარა სახლებში, ხოლო მესამე ეპიზოდებად დაყოფილ ძალიან დიდი სახლის სხვადასხვა ლოკაციებში. კომბატს მარტივად შემოაქვს ქულების სისტემა რომლითაც აპარატი ძლიერდება და უფრო ეფექტური ხდება, ასეთი მიდგომა კი დღესაც მუშაობს და გართობის მხარე არ იკარგება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#10 » 21 Jul 2020 05:02

Fatal Frame IV - რამდენიმე ნაწილად შეიძლება ამ თამაშის შეფასება.
პირველ რიგში უნდა ითქვას რო Wii-ის თამაშია და მაგ ჰარდზეა მორგებული, ანუ ითამაშება მხოლოდ ნუნჩაკით და სამოძრაო კონტროლერით - ფანრის მინათება და კამერის დამიზნება გათვლილია სწორედ ხელის მოძრაობებზე, რაც ბევრად აიოლებს საქმეს. მე პირადად ემულატორზე ვითამაშე და ანალოგზე გადავიყვანე კონტროლები, რაც ძალიან კმფორტულია უმეტესწილად, მარა 1-2 ბრძოლა ცოტა შემაწუხებელი იყო სადაც დაბლა დახედვა იყო საჭირო და ორ ფაზლზე უბრალოდ მაუსზე გადავიყვანე კონტროლი რო ისარივით მემოძრავებინა. მოკლედ ბევრი არაფერი დამკლებია მარა კონკრეტულ ჰარდზე რაზეცაა გათვლილი იქ არაფერი დაეწუნება ამ მხრივ კონტროლში.
თვითონ გეიმფლეი შედგება სირბილისგან, კომბატისგან და ცოტა ფაზლებისგან. ამ სერიაში წინა სერიებისგან განსხვავებით შეცვლილია კამერა და პერსონაჟი მთელ ეკრანზე ჩანს. სამწუხაროდ ამ კამერის ცვლილებათან ერთად რატომღაც სირბილი ბევრად უფრო შენელებულია ვიდრე წინა სერიებში. მართალია სწრაფი არც იქ იყო მარა შორი ფიქირებული კამერით ბევრად მეტი მანძილი იფარებოდა და ლოკაციების აღქმაც უკეთესი იყო, აქ კი ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გარბენას დიდი დრო სჭირდება და ეს თამაშის პროცესს რეალურად ანელებს.
ლოკაციები ამჯერად აღარ არის ტრადიციული იაპონური დიდი სახლები - სიუჟეტი კლინიკაში და მასთან დაკავშირებულ შენობაში ვითარდება, რომელსაც ფსიქიატრიული დაწესებულების ფუნქცია შეუთავსეს. მართალია ეს არ არის მორიგი ჰორორი ფსიქიატრიულ კლინიკებზე და იაპონური ესთეთიკა ბოლომდეც არ იკარგება, განსაკუთრებით თამაშის ბოლოსკენ იმატებს კიდეც, მაგრამ საერთო განწყობის ცვლილება წინა სერიებისგან განსხვავებით მაინც ძალიან საგრძნობია და ხშირია ერთფეროვნება.
თვითონ ლეველ დიზაინი საკმაოდ უინტერესოა ექსპლორაციის მხრივ. ნივთების გროვება ცარიელ ადგილებზე დაჭერის ნაცვლად, პირდაპირ მინიშნებულია. მინიშნებული ადგილისკენ ფანრის განათების შემდეგ კი ნივთი გამოჩნდება და შესაძლებელი ხდება მისი აღება. ეს გადაწყვეტა ფაქტიურად კლავს ინტერესს ყველა მაგიდის და კარადის კვლევის და პიქსელებზე ნადირობას ემსგავსება, აქედან გამომდინარე გარემოში არსებულ ავეჯზე თუ ნივთებზე კომენტარებიც ნაკლებია. გადაადგილების დროს ხშირად არის გრძელ დერეფნებში უბრალოდ გარბენა ნელი სირბილით და სიუჟეტის ქმედებებიც სწორხაზოვნად მიმდინარეობს - ერთი სართულიდან მეორეზე ჩასვლა, მერე სხვაგან ასვლა და ა.შ. თუმცა ეს სწორხაზოვნება გარკვეულწილად ტემპის მხრივ აბალანსებს უინტერესო ლეველ დიზაინს. აშკარად ჩანს რომ კონსოლისთვის თითქოს მარტივი გადაწყვეტები მიიღეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ გამართლებული.
კომბატი მთლიანობაში იგივე პრინციპს ემყარება, თუმცა აქაც თითქოს შემცირებულია დეტალები, მტრებიც ნაკლები და ერთფეროვანია. თუ წინა სერიებში მტრად შეიძლებაა ყოფილიყო შინტოს ფორმაში გამოწყობილი ქურუმთა სულები და ძველი რიტუალის მონაწილე ხალხი, აქ ექიმის ასისტენტის, ექთნის და პაციენტების სულები არიან.
რაც შეეხება ატმოსფეროს, შეიძლება იტქვას რო ძალიან ბნელი და შემაწუხებელი განწყობა ახლავს, რომელიც უბრალოდ საათობით დაძაბულს გტოვებს. თამაშის ბოლოსკენ უფრო და უფრო საშიში და დამაინტრიგებელი ხდება, სიუჟეტის გარკვევასთან ერთად ლოკაციების შეცვლაც ბოლომდე შიგნით გასახლებს და უბალოდ შეიძლება გვერდზე ოთახში პატარა გაფაჩუნებამაც შეგახტუნოს იმდენად მძაფრ შეგრძნებებს იწვევს. მოკლედ ესთეთიკის შეცვლამ და ერთფეროვნებამ შიში ხარისხი არ დაუგდო, ხოლო ნელი, მოსაწყენი სირბილი ამ უინტერესოდ დაგეგმილ ლეველ დიზაინში და ერთფეროვან კედლებში მაინც საშიში და შემაწუხებელია. დავამატებ იმასაც რომ რიგ მომენტებში ლოკაციების და საუნდ დიზაინის მხრივ Silent Hill-ის დონის დამთრგუნველი ეფექტიც კი მოაქვს.
თამაშის მთავარი და ძლიერი ნაწილი - ეს არის დამაინტრიგებელი, ტრაგიკული და პოეტური სთორი და ამ კომპონენტში ნამდვილად ღირსეული გამგრძელებელია. თუმცა ცვლილება აქაც არის და თამაშს ჰყავს სამი მთავარი პერსონაჟი, რომლებითაც რიგრიგობით ითამაშება (ერთ ეპიზოდში არის მეოთხეც). მართალია მესამე ნაწილშიც შესაძლებელი იყო სამი სხვადასხვა პერსონაჟით თამაში, თუმცა იქ რეი იყო მთავარი პერსონაჟი ხოლო მიკუს და კეის დამხმარე როლი ჰქონდათ. მეოთხე ნაწილში სამივე პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მთელი თამაშის განმავლობაში ინტერესის განელება არ ხდება და ეპიზოდური მონაცვლეობით მიიწევს კულმინაციისკენ. სიუჟეტის ინტრიგა, კვლევა-ძიება და ნელნელა გახსნილი ძაფები რაც ათი წლის წინად ჩატარებულ რიტუალს უკავშირდება, სასწაულ ფსიქოლოგიურ ტრილერში გადადის. თუ წინა სამ ნაწილში პრობლემა ეხებოდა მთავარი პერსონაჟის ახლობელს - ძმას, დას ან შეყვარბულს - და მისი ძებნა ხდებოდა ლოკაციების კვლევის და საიდუმლოებების ამოხსნის მთავარი მამოძრავებელი, აქ ეს საიდუმლოებები უშუალოდ მთავარ პერსონაჟებს უკავშირდებათ, თავად არიან წარსულში მომხდარი ამბების მონაწილენი და ბევრად პერსონალური ხდება მომხდარი მოვლენების აღქმა. თამაშში ძალიან ბევრი მემო ფაილია, რაც გაუცემელ კითხვებს თითქმის არ ტოვებს და სხვადასხვა პერსპექტივიდან ამდიდრებს ამბავს.
საინტერესო ფაქტია რომ კონსოლისთვის გამარტივებული გადაწყვეტების მიუხედავად, რაც წესით დასალეთშიც გაყიდვადი უნდა ყოფილიყო, თამაში არ ითარგმნა და მხოლოდ ფანების ნათარგმნი ვერსია არსებობს. შესაძლოა ამის მიზეზი სიუჟეტში მოცემული ტაბუირებული თემები გახდა ან უბრალოდ ჩათვალეს რომ არ გაიყიდებოდა, მაგრამ ფაქტია რომ თამაშის სიუჟეტი ამ კონსოლისთვის საკმაოდ ბნელი აღმოჩნდა და ერთგვარ კონტარსტში მოდის გეიმფლეის სიმარტივესთან.

მთლიანობაში რო ვთქვა სიუჟეტურად ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელია სერიის და თუ ძალიან ნელ გეიმფლეიზე და სწორხაზოვან ლეველ დიზაინზე თვალი დაიხუჭება როგორც კონკრეტულ პერიოდში Wii-ზე მორგებულ არასწორ გადაწყვეტაზე, მაშინ მხოლოდ მაღალი დონის ჰორორი და კარგად შეკრული სთორი დარჩება. კარგი სთორის და დამთრგუნველი ატმოსფეროს გამო ერთ გავლად ნამდვილად ღირს, თუმცა გეიმფლეით სიამოვნების მიღება რთული საქმე მგონია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#11 » 31 Mar 2021 02:05

არ მახოსვს ადრე დავდე თუ არა Ragnarox-ის ვიდეო Fatal Frame-ზე, ხოდა მეორე და მესამე ნაწილი დაუმატებია და სამივეს დავდებ ბარემ.

პირველი: https://www.youtube.com/watch?v=dKHZHnj_VwQ
მეორე: https://www.youtube.com/watch?v=_1A1br1FYrA
მესამე: https://www.youtube.com/watch?v=ba2wGasHaJM
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#12 » 16 Jun 2021 01:44

ბოლო ნაწილი იპორტება https://www.youtube.com/watch?v=V86n1QavnPY
სამწუხაოდ ყველაზე არასაშიში ნაწილია და ყველაზე თინეიჯერებზე გათვლილი, ეტყობა ნინტენდოს პონტში. ვერ დავხურე ემულატორის დაქრაშვის გამო მარა რაც ვითამაშე პროსტა იაპონური მუღამით ვკაიფობდი, არანაირი ჰორორის და ფაზლების მუღამი იქ არ ყოფილა.

პირველი სამი დაპორტონ რა თუ ტრაკი აქვთ. რეალურად რო შევაფასოთ ეგ ტრილოგია სიძველეს ფაქტიურად ვერ განიცდის, ვერც ატმოსფეროში და ვერც გეიმფლეიში, მითუმეტეს ტექსტურების აფდეითს თუ იზავენ 3D-შია მთლიანად თამაშები. თუ ადამიანს პირველი Resident Evil Remake-ის თამაში შეუძლია, ნუ ამიი მითუმეტეს არაა პრობლემა. პირველ ნაწილს აქვს ცოტა არკადული საუნდ ეფექტები, მარა მეორე და მესამე იდეალური იმერსიული ჰორორებია, ძალიან თანმიმდევრული და გაპოლიშებული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#13 » 26 Oct 2021 07:41

პირველი და მეორე ნაწილის UNDUB ვერსიები გააკეთეს PS2-ისთვის მოდერებმა. მესამის ადრე იყო გაკეთებული. პრობლემა იმაში მდგომარეობდა რო თამაშში ინგლისურად ლაპარაკობდნენ პერსონაჟები და სუბტიტრები არ ჰქონდა, ხოდა აუდიო ფაილებთან ერთად სუბტიტრებიც დაამატეს.
სამივე ნაწილის იაპონური გახმოვანებით თამაში მოსულა აწი სრულფასოვანი იქსფერიენსისთვის <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#14 » 13 Sep 2022 19:30

https://youtu.be/vPUQE_GO-GE მეოთხე ნაწილის პორტი დაანონსდა კონსოლებზე და PC-ზე.
კარგი ნაწილია ეს მეხუთესგან განსხვავებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#15 » 20 Mar 2023 17:50

გამოვიდა მეოთხე ნაწილის პორტი PC-ზე და შეიძლება უკვე წესიერად თამაში კონტროლერით.
ვიის მინუსები გადმოყვა - ნელი გეიმფლეი და ნივთების "სცენური" აღება, რაც ხშირად მეორდება, მარა რაცაა ეგ გადმოვიდა პირდაპირ.

ღირს აუცილებლად თამაში ყველა ჰორორის მოყვარულისთვის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Fatal Frame

Unread post#16 » 04 Jul 2023 13:31

SLaYeR wrote:გამოვიდა მეოთხე ნაწილის პორტი PC-ზე და შეიძლება უკვე წესიერად თამაში კონტროლერით.
ვიის მინუსები გადმოყვა - ნელი გეიმფლეი და ნივთების "სცენური" აღება, რაც ხშირად მეორდება, მარა რაცაა ეგ გადმოვიდა პირდაპირ.

ღირს აუცილებლად თამაში ყველა ჰორორის მოყვარულისთვის.

წინა ნაწილების გარეშე სთიმზე რომელი ფატალ ფრეიმიც არის ღირს თამაში თუ ჯერ წინები უნდა გავიარო?
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#17 » 04 Jul 2023 16:50

მეოთხე შეგიძლია, ოღონდ სუდას თამაშია მაინც ეგ ნახევრად
მეხუთე არ ვარგა, ნამეტანი ანიმე გახადეს
ზოგადად ის შთაბეჭდილება შეიძლება არ დაგრჩეს ამეებიდან რასაც იმსახურებს ეს სერია.

წინა ნაწილებთან კავშირი მარტო მესამეს აქვს, პერსონაჟი იჩითება პირველიდან და მეორეს პერსონაჟების ბიძა. დანარჩენში მარტო გვარებია კავშირში და შორეული ნათესაური თემებია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Grindcore
Posts: 3

Re: Fatal Frame

Unread post#18 » 12 Dec 2023 00:15

ბოლო რამოდენიმე დღეა დავიწყე Maiden of black water-ის თამაში და კი ჰორორით პირველ ორ ნაწილს ვერ შეედრება, თან ზედმეტად ანიმეა ხოლმე მაგრამ მაინც ლამაზი და ატმოსფერულია.

Noise cancellation ყურსასმენებით, ისედაც ინტენსიურ ატმოსფეროს უფრო აღრმავებს, მითუმეტეს მთა Hikami ში რომ იმყოფები ან იმ შავთეთრ CGI Flashback ებს რო უყურებ.

თვით გრაფიკა ძველია მაგრამ სტილი ძალიან მომწონს, რაღაც ძველ ჰორორ მისტიკა ანიმეებს მაგონებს ხოლმე.

სიუჟეტი დიდი არაფერია მაგრამ მაინც თამაშის დროს Memo-ებს რო აგროვებ საინტერედო წასაკითხია.

რამოდენიმე სერიოზული მინუსი აქვს ამ თამაშს:

1. ყველა რაჭველივით ნელა მოძრაობს. დაჟე როცა დარბიხარ მაინც ნელი ხარ. თვით მოჩვენებებიც ნელა მოძრაობენ, სანამ თავიანთ მოძრაობებს გააკეთებენ, ჰაერში იცეკვებენ, მანამდე არ გადავლენ თავდასხმაზე.

2. Manual save არარის. ანუ სიუჟეტზე დაფუძნებული თამაშია და მაშინ ჯნახავს როცა რაღაც ნაწილს გაივლი.

3. მოჩვენება ჰორორ თამაშში როგორც ვიცი უბდა გამოიყურებიდეს შემზარავად, ხო ესეა? აქ კიდდ ყველა ნაშაა იმენა. ნუუ, Team Ninja აც იყო დეველოპმენტში ჩართული და გასაკვირი არარის, მკთუნეტეს როცა მათი პერსონაჟი Ayane დაამატეს აქ.

ნუ ვობშემ, დიდად საშიში თამაში არარის მაგრამ ძალიან ესთეტიურია, მართლაც Beautiful Horror არის, თავისი Art style და სიუჟეტის გამო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Fatal Frame

Unread post#19 » 22 Dec 2023 16:47

მაგ მეხუთეში ლორიც აურიეს მაგრად. თანამედროვე ანიმეშნიკი თინეიჯერების "ჰორორია" ფულის მოსაწველად Wii U-ს ჰარდვეარზე ფოტოგრაფიის მექანიკის გამო შექმნილი.

მოკლედ ტრილოგიის მერე ვარდება აშკარად დონე. ეს სერიები კლასიკური Resident Evil-ებივით ფიქსირებულ კამერის რაკურსებზე გამოდის მაგარი. ზოგადად 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისის იაპონური ჰორორის ტალღა რაც იყო, იმ ეპოქის უმაღლესი დონის პროდუქტია.

სუდას მეოთხე ნაწილი კი მომწონს ატმოსფეროს და სთორის გამო, მარა გეიმფლეი ნელი და მოსაწყენია, ტრილოგიის დონის იაპონური ლოკაციების სილამაზეც საერთოდ არ აქვს, ფოტოკამერის მექანიკა რო არა სხვა თამაშად ჩავთვლიდი.
მაგ გეიმფლეითი გაფუჭდა მეორეს Wii რიმეიქიც, ნუდნი გახდა და არ მოუხდა კამერის შეცვლა და აგერ მეხუთეც ლამაზი სულების ფოტოგრაფობის სიმულატორად იქცა რო ხალისი შემოეტანათ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Inform”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests