მთავარი რაზეც მიდის ლაპარაკი გახლავთ ტექნიკური მდგომარეობა - ბაგების რაოდენობა, რაც იმდენად კრიტიკულია, რომ ამ ეტაპზე არავინ არ უწევს თამაშს რეკომენდაციას. ამასთანავე ლაპარაკია ფუნდამენტური ელემენტების გაუმართაობაზე. მაგალითად გამართულად არ მუშაობს გახსნილი სამყარო და მასში გენერირებული მოვლენები (რაზეც იმედი აქვთ, რო დაიფიქსება). არ მუშაობს ეკონომიკა, არტიფაქტები და არი ბალანსის პრობლემები. ასევე გამოიყოფა მთავარი გმირის მოტივაცია და მის გარშემო აგებული, არადამაჯერებელი სიუჟეტი.
ყველაზე მტკივნეული კი არი ინგლისური გახმოვანება, რაც თამაშს იდენტობის ნახევარს აცლის. თან იმის მაგივრად, რო აქცენტით ლაპარაკობდნენ, გამართული ბრიტანულით მიდის დიალოგები, რაც ძაან ურტყავს იმერსიას.
პლიუსების საკმაოდ ბევრია. თვითონ გახსნილი სამყარო, რომელიც ამჯერად ერთი მთლიანი ლოკაციის სხითაა წარმოდგენილი, პოსტსაბჭოთა პოსტაპოკაფილსის ატმოსფერო, სროლის სისტემა, აზრიანი ქვესთები, ზოგადად როლფლეი და სურვაივალ ელემენტები, საკმაოდ კარგი არჩევანის სისტემით.
მოკლეთ როგორც უყურებ, რპოექტი ძალიან არაცალსახა და საკამათო მდგომარეობაშია, უბრალოდ ის ყველაფერი რაც ამ სერიის გულშემატკივარს უყვარს, მეტწილად ადგილზეა, რაც იმედს და მოტივაციას იძლევა ლოდინის.
ტექსტი უშუალოდ ჩემს მიერ ნანახი და მოსმენილის მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებაზე დგას და შეიძლება ბევრ რამეში იყოს არაზუსტი, რაც კიდევ უფრო უკეთესია, რადგან ვინც ითამაშებთ, ჩამისწოროთ და შეავსოთ ის ყველაფერი რაზეც ვილაპარაკე.
ძალიან დიდი იმედი მაქ რო საბოლოოთ ყველაზე ღირსეულ გაგრძელებას მივიღებთ.
