Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
User avatar
SLaYeR
Posts: 6220

Re: Movies

Unread post#1641 » 04 Nov 2024 11:18

https://www.cbr.com/hideo-kojima-joker- ... 1730655727

Death Stranding 3-ში უნდა გამოიყენოს ინსპირაციად და ფანბოები მთელ რიგ მეტაფიზიკურ წიაღსვლებს აღმოაჩენენ წარმოდგენილს როგორც პოსტმოდერნისტული იდეების პარადიგმაში.
მე მგონი აღარ უდგება ამ ჩემისას და მაგის კრიზისშია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11898

Re: Movies

Unread post#1642 » 04 Nov 2024 18:06

20 წუთში ჩაეტეოდა მთელი ფილმი და იტყოდა იგივეს რაც თქვა. მხოლოდ ორი სიმღერა ეყოფოდა მაგ ყველაფრის გადმოცემას. მარა ორი საათი და ოცი წუთია ფილმი და ერთი ალბომი, ძველი სიმღერების გადამღერების. პროსტა სიცილი გიტყდება ბოლოს, ისე უშინაარსოდ ტენიან მიუზიკლს. 10 ფსკერი რო უპოვოს ვინმემ, მაინც სამაგალითოდ სამარცხვინოდ დარჩება. იმენა ტეხავს გამოსვლა და იმის თქმა რო აი კი არ მოგეწონათ, მარა მე რაღაც დავინახე. იდი ნახუი ))

მეორე დესტრენდინგს ველოდები ეხა რო გამოჩდეს ერთი რა უნდა და რა ჭირს :)

Riddick
Posts: 11898

Re: Movies

Unread post#1643 » 14 Dec 2024 04:23

The Zone of Interest - 2023

ესეთი მაგარი ფილმი დიდიხანია არ მინახია. ისე ზუსტად არი მეტაფორები გადმოცემული რო ცხოვრების უამრავ პატერნს ერგება. ნებისმიერი ნეგატიური რამ შეილება დაედოს უკან კონცენტრაციის ბანაკის და სუ ერთიდაიგივე დონეზე გაიმეროებს თავის თავ ეგ სოციალური ფენომენი. იდეალური რამეა უმეტესი ქალის ფსიქოტიპის დასამუღამებლად, კიდე ვიტოვებ იმედს რო ყველა ეგეთი არ არი ))

პ.ს. Hedwig Höss თმა

Riddick
Posts: 11898

Re: Movies

Unread post#1644 » 15 Dec 2024 22:09

Megalopolis
საინტერესოა, სავსეა ალეგორიებით, თან ისეთი ფილმია რამდენჯერმე რო უნდა ნახო და ამერიკის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ შრეებსაც კარგად უნდა იცნობდე, სწორი პარალელებისთვის. რო ვთქვა რო ბოლომდე მომეწონა და გამყვება არა, უფრო რაღაც "მომავლის სადღეგრძელოს" გავდა ავტორის, რომელსაც შეიძლება საერთოდ ვერ ჩავწვდი, მარა ნუ რასაც ჩავწვდი დიდათ შთაბეჭდილების ქვეშ არ დაუტოვებივარ.

Riddick
Posts: 11898

Re: Movies

Unread post#1645 » 22 Dec 2024 21:52

Furiosa: A Mad Max Saga
7.5 ქონდა და ვცდითქო. სამაგალითო კრახია. 30 წუთში რო ჩაეტეოდა ფილმი - 2 საათ ნახევრიანი, უშინაარსო, უგემოვნო, უტვინო, მარაზმი :bucktooth:

User avatar
SLaYeR
Posts: 6220

Re: Movies

Unread post#1646 » 30 Dec 2024 21:50

The Return https://www.imdb.com/title/tt19861162/ - ოდისევსის დაბრუნების ამბავია გაცოცხლებული, უფრო რეალისტურად და ნაომარი კაცის სულიერი ჭრილობების საჩვენებლად ადმოცემული. სიუჟეტური გადახვევები დიდად არ ყოფილა, მნიშვნელოვანი სცენები დადეს წიგნიდან, ოდნავ აქა-იქ გაამდიდრეს თავისებურად, რაც შეიძლებოდა ზოგან უკეთესადაც ექნათ. ცოტა დაუჯერბეელი მომენტები რაცაა პოემაში, უფრო დამაჯერებლად აღწერეს და ეკრანიზაციას მოუხდა. მოკლედ როგორც დაბრუნების ამბის ადაპტაცია, ნამდვილად შედგა.
ჩემთვის ფილმის მთავარი მინუსი არის, რო როცა ოდისეას იცნობ, ბევრად ემოციურად აღიქვავ ფილმს, მარა როცა არ იცნობ, უბრალოდ ვიღაც ნაომარი კაცის ამბავს ნახულობ, უნივერსალურ დაბრუნების ამბავს, მარა მაინც ფაქტია რო არ იცი რა გამოიარა ოდისევსმა და რა კაცი იყო ომში. როგორც ოდისეის, ისე ილიადის და თუნდაც ტრაგიკოსების ცოდნით, მეტად იცი რა პერსონაჟია ოდისევსი, როგორ წავიდა ომში როცა არ უნდოდა და მოუწია ცოლ-შვილის დატოვება, რა ამბები ატრიალა თავისი ცბიერებით იქ და რამდენი ტრაგედია გამოიწვია, როგორ დაისაჯა პოსეიდონის მიერ, როგორ დაეღუპა ყველა ითაკელი თანამებრძოლი და მაინც როგორ დაბრუნდა. ამის გარეშე ფილმი ზედმეტად ჩაკეტილია.
სამსახიობო კასტი მთავარი გმირების გარდა ძალიან საშუალო დონეა, ეტყობა მანდ ბიუჯეტურობა. აი რალფ ფაინსი და ჟულიეტ ბინოში კი დიდებული ოდისევსი და პენელოპე არიან. იმდენად გათავისებული აქვთ როლი და იმდენად დამაჯერებლები არიან ემოციებში რო სუნთქვა მიჩქარდებოდა და განცვიფრებული ვუყურებდი. დამენანა რო ამ დონის თამაში შერჩა საშუალოზე უკეთეს ფილმს და მეტად მასშტაბურ პროექტში არ დაიხარჯა.

ამ ფილმის გამოსვლას სანამ ველოდებოდი, ამას წინად ნოლანმაც დააანონსა ოდისეის ადაპტაცია. დიდად არ მაქვს მე იმის იმედი რო ძლიერ ადაპაციას დადებს და ახლა ამ შესრულების მერე თამასა ისე აწიეს მსახიობებმა, თავი უნდა მოიკლას ახალმა კასტმა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6220

Re: Movies

Unread post#1647 » 17 Jan 2025 23:07

The Vanishing (1988) https://www.imdb.com/title/tt0096163/ - გაუჩინარებულ ქალზეა ფილმი, 80-იანების ჰოლანდი-საფრანგეთის სეთინგში. ამერიკული რიმეიქიც აქვს მარა იმას არ აქებენ, ორიგინალია სანახავი. მომენტებში ატმოსფერული მარა რაღაცნაირი უცხო და შემაწუხებელი ფილმი იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11898

Re: Movies

Unread post#1648 » 14 Feb 2025 01:58

Nosferatu

ძალიან ხარისხიანი და საინტერესოდ გადაღებული ფილმია. ისეთი რაღაცეებიაქ რეჟისორს ერთმანეთთან დაკავშირებული რო ნოსფერატუს საერთოდ სხვა თვალით განახებს. საყურებელია ჟანრის მოყვარულებისთვის.

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests