Los renglones torcidos de Dios 2022ფილმების იმედი დამიბრუნა ამ ფილმმა. ყველაფერი მომეწონა საერთოდ, სცენარიდან დაწყებული, გადაღების სტილით დამთავრებული. ძალიან დიდი დეტალებისადმი ყურადღებით არი გადაღებული და სიუჟეტიც ძაან მომეწონა. თან ფსიქიატრიულის რაღაც უნიკალური ატმოსფეროა დაჭერილი. პატარა კუნძულივით აღიქვავ, თავის მაცხოვრებლებით და შიდა ისტორიებით.
The Whaler Boy ეს კიდე ცალკე თემაა. არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდი, მარა ნამდვილი და ცოცხალი არტჰაუსი შემრჩა. ფილმი რეალურად თანამედროობას ეხმარურება და საინტერესოა როგორც პირდაპირი, ასევე სურიალისტური, ან თუნდაც ფილოსოფიური დატვირთვით. ძაან მომეწონა. გულით გადაღებული, ერთიანად უბრალო და რთული ფილმია.