Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1521 » 10 Feb 2022 22:05

Never Grow Old

ესეც მომეწონა. დროის ავთენტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. დედვუდის სიტუაციაა, მარა უფრო ბნელი თითქოს. კარგი საყურებელია და John Cusack როლიც მომეწონა, მაგარ საკაიფო სახეს დებს ბანდიტის.

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1522 » 16 Feb 2022 11:45

https://www.youtube.com/watch?v=dK1CuXG7GMQ

მერე ვინმე მეტყვის შენ არაფერი არ მოგწონსო. ეს რატო უნდა მომწონდეს

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Re: Movies

Unread post#1523 » 16 Feb 2022 11:58

რა არი ეს ტო........
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Movies

Unread post#1524 » 16 Feb 2022 12:18

ბავშვობიდან მეზიზღებოდა ეს ფორმატი, ძაან ადრეც სცადეს რომელიღაცა მულტფილმის და ფილმის ჰიბრიდი და მძულდა
I won't miss.

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1525 » 16 Feb 2022 16:40

Who Framed Roger Rabbit იყო ჩემი ბავშობის, შეილება ეგ გახსოვს. მთლიანად 2D ანიმაციაა ის და ეს ჩიპიდეილი რაღაც ტრანსი, გეი, ჰერმოფროდიტი, ზოოფილი და ნეკროფილი რო გაგიერთიანონ და მიდი ღეჭეო ეხაო. დედა მოვ*ყან მე ამათი ვაფშე ყველაფრის. ყველაზე მეტად ეს მულთფილმი მიყვარდა ყოველთვის და ეს,

სონიკის გაგრძელება გამოდისო რო უხარიათ ის კამანდა გამახსენდა, ...... (ამოვიღე მაინც) . "შემაშფოთებელი" გემოვნებააქ ხალხს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Movies

Unread post#1526 » 16 Feb 2022 19:00

კი ეგ მახსოვს)
გული მეორეოდა და ნუ ამაზეც გინების გარდა რა დავწერო არ ვიცი)
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Re: Movies

Unread post#1527 » 20 Apr 2022 19:28

The Batman (2022) - გუშინ ვუყურე და იმის მიუხედავად რო თავიდან ბოლომდე ჩაძირული ვიყავი, მაინც ობიექტური შეფასებით არაა ის რაც ბეტმენი უნდა იყოს. ეხლა ბენ აფლეკის ფსევდო ბეტმენს კი ჯობია, მარა ნოლანის დონეს ფეხის თითამდეც ვერ წვდება.
მომეწონა ბნელი წვიმიანი გარემო, არქჰემ ნაითს გავდა, ფერებიც 80-90-იანების ფილმებივით ჰქონდა და მსიამოვნებდა ატმოსფერო. მუსიკაც მომეწონა, ატმოსფერული იყო, კატის სცენებზე ტიმ ბარტონის ბეტმენიდან ირთვებოდა ინსტრუმენტი და ძალიან უხდებოდა ეგ, კარგი რეფერენსი იყო. ჰანს ციმერის ეპიკური და დინამიური მუსიკა არაა ეს, არც ეგ დონეა და არც აქვს პრეტენზია მარა ამ სეთინგს უხდება და კარგად მიდის. კომიქსებიდანაც იყო რეფერენსები და ეგაც მომეწონა, იმდენი არა რამდენიც ნოლანთან, მარა მაინც კარგი კომიქსები ქონდათ აღებული სახელმძღვანელოდ, თმცა ვერ ვიტყვი ამ რომელიმე კომიქსზე უკეთესი გამოვიდა რამე.
კასტზე გაორებული შეგრძნება მაქვს. შერჩეული მსახიობები ვიზუალურად რო ავიღოთ, სელინა, პინგვინი, ფალკონი და რიდლერი კარგებია, ბრიუსი, გორდონი და ალფრედი სხვა ტიპები არიან. შესრულების თვალსაზრისით პინგვინი და ფალკონი კარგად თამაშობენ, სელინას როლი უფრო ქაჩავს ვიდრე შესრულება, რომანტიკულ სცენებში უფრო ვარგა ეს გოგო აშკარად, ბრიუსი რაღაც dummy უფროა ვიდრე როლი, ამას დაყვები მაყურბეელი და ამასთან ერთად იძიებ საქმეს.
აი პერსონაჟებზე პრობლემაა სერიოზული: რიდლერი ძალიან შეცვლილი მანიაკია, და იმის მიუხედავად რო მსახიბი კარგად თამაშობს მანიაკს, რიდლერს მაინც არ თამაშობს. ფალკონი და პინგვინი კარგად ასრულებენ, გორდონი ვიღაც მენტია რიგითი დეტექტიური ფილმიდან, არ არის აქ გორდონის როლი გათავისებული თან გარი ოლდმენის გორდონის შემდეგ ეს არავინ არაა. ალფრედის და ბრიუსის ურთიერთობაც არაა გახსნილი, პროსტა მაჟორდომის როლშია ენდი სერკისი. სელინა სელინაა. აი ბრიუსი საშინელებაა, სიუჟეტურად გაუხსნელი და დაუმუშავებელია, ბეტმენის მთავარი არსი რაც არის - ოჯახი, ხუთ წუთში წყდება ამის ოჯახური დილემა, ის რაც შეიძლება ამ საუკეთესო დეტექტივს დიდი ხნით ადრე სცოდნოდა, ანუ ბეტმენი რომელიც საკუთარ ოჯახზე მარტივ სკანდალურ ინფორმაციას არ ფლობს, ის არაა ბეტმენი.. მესმის რო რაღაც დიდ საიდუმლოზე იყოს ლაპარაკი. გაფუჭებული პერსონაჟია მოკლედ და მსახიობიც რაღაც გაბრაზებულ პოლიციელს უფრო თამაშობს ვიდრე ბეტმენს და ეს დეპრესიული attitude არ არის საკმარისი ტრაგიკული როლის შესაქმნელად, ეგ მხოლოდ სტილია.
სიუჟეტშიც პრობლემებია. პირველი პრობლემა ჩნდება ქრონომეტრაჟში. პირველი საათნახევარი მიდის გემრიელი დეტექტიური ტრილერი და მიყვები ამას, აქ არც პერსონაჟების განვითარებაა არაფერი, უბრალოდ საქმის ძიება ატმოსფეურლ სეთინგში, მარა ნელნელა ჩნდება რო ეს დეტექტიური ბილდაფი სულ რო ამოიჭრას ფილმიდან, ფილმს არაფერი დააკლდება. ამ ბილდაფშიც ერთადერთი სელინას როლია საინტერესო თორე ბეტმენის პერსპექტივიდან ძალიან მოსაწყენია, იმის მიუხედავად რო hook აქვს და საინტერესოდ იყურება, ირკვევა რო დრო ტყუილად იკარგება და კულმინაციური ივენთები საერთოდ დამოუკიდებლად ვითარდება და ამას თუ დავამატებთ ბრიუსის ვერ განვითარებულ პერსონაჟს, გვრჩება მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნო ექსპოზიცია. რიდლერის პერსონაჟიც ვერ ავსებს და ვერ უპირისპირდება ბრიუსის პერსონაჟს, ვილეინი ვილეინისთვის უფროა ვიდრე როგორც ხარისხიან ბეტმენებში სადაც ვილეინი ემსახურება ბეტმენის პერსონაჟის განვითარებას. სიუჟეტი დადის იქამდე რო პრივილეგირებული თეთრი მამრები, ცუდი ტიპები არიან - პირდპაირ დიალოგში ამბობს მაგას სელინა, სიუჟეტურად კი ბეტმენი ხდება ზანგების მესიანური ფიგურა, რომელიც თვითონაც თეთრებისგან გარიყულია. მთელი რიდლერის "თამაში", ბეტმენის გამოძიება, სელინას სიუჟეტური ბილდაფი ბოლოს ემსახურება ამ ერთ agenda-ს. ბეტმენი და ზანგები - კარგი ტიპები, თეთრები - ცუდი ტიპები.
რავიცი კადრებს ამოვჭრიდი და ჩემ სთორის დავადებდი. ერთხელ საყურებელი ატმოსფერული ფილმია 7/10
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Movies

Unread post#1528 » 21 Apr 2022 00:15

ყველაფერში გეთანხმები, სელინას გარდა - საშინელება იყო ესთეტიკის მხრივ ეგ სელინა, ნელი, ტლანქი მოძრაობებით და თითქოს z-brush-ში დასქეილებული პირიანი სახით. სად ნოლანის ეშხიანი სელინა, სად ეს არსება...

ასევე, ბეტმენის ჩავარდნილი მხარეების ხსენებასთან ერთად, აუცილებლად ვახსენებდი იმ ბნელ მხარეს, რომელიც აქ გვაჩვენეს და არ ჩანს ნოლანის ფილმებში - თუ როგორ ეშინიათ ბეტმენის და როგორ ასოცირდება ჩრდილში მცხოვრებ მტაცებელთან. საწყის კადრებში ჩანს ეს კარგად და ასევე პინგვინს რომ იჭერს დევნის კადრების ბოლოს.

საერთო შეფასებაში 1-ს დავამატებდი შენს ქულას და 8-ს დავუწერდი.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Re: Movies

Unread post#1529 » 21 Apr 2022 03:03

როგორ არ ჩანს ნოლანთან ეგ. ნოლანთან ეს ორი სცენა https://youtu.be/8aGtHBHx7HU?t=56, https://www.youtube.com/watch?v=iqLDCIZ1DIs უფრო მაჩვენებს მტაცებლობას მე ვიდრე აქ მთელ ფილმში იყო რამე, ნადირობს რასაც ქვია :D Begins-ში ვაბშე მთელ ფილმს გასდევს ეგ ვაიბი როგორ ხდება საშიში მტრისთვის და როგორ იყენებს შიშს იარაღად, სიუჟეტური ბირთვია ეგ რა და ბევრად დამაჯერებელია :D აქ კიდე მაგას გვიყვებიან კადრების ფონზე როგორც ფაქტს რო აი ეშინიათ და სადმე ჩრდილიდან არ გამოძვრესო და სამ საათიან ფილმში წესით ბევრჯერ უნდა ეჩვენებინათ ეგ. პირველი გამოჩენა რაცაა გენგს რო დააყრის, მასე ტიმ ბარტონის ბეტმენშიც ჩნდება და არაფერი განსაკუთრებული არაა :D აქ კომბატ სცენებია კარგი, რაც პირადად მე მერჩივნა რო ასეთი რეჟირუსით ყოფილიყო https://www.youtube.com/watch?v=R19w3LQHBAs, მერე დავუფასებდი პრედატორობას როგორც სიახლეს. დაჟე ბიჭო რიდლერი რო დგას თავიდან შეპარული, ეგ უფრო ჰორორ სცენაა ვიდრე რომელიმე ბეტმენის :DDD
ხო სელინას კომბატი ტლანქია, დადგმულიც ბანძად იყო წიხლებს რო იქნევს, მე პროსტა Year One-ის კატას რო გავს და სლამში რო ცხოვრობს ეგ მომეწონა, ეხლა ეშხით და ქალურობით ჰეთევეის დონე ვერაა კრავიცი :DD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Movies

Unread post#1530 » 21 Apr 2022 12:50

გაქვს ფოინთები მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიზიარებ აზრებს, ალაგ-ალაგ კი

ქეთვუმენის მერე რიდლერს დავუწუნებდი, ლუზერი, ნაწყენი ტიპი იყო და არა ჭკვიანი, ინტელექტუალური მანიაკი
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Re: Movies

Unread post#1531 » 21 Apr 2022 14:04

ხო რიდლერი არაა რიდლერი, ტრავმირებული მანიაკია ვიღაც და სიუჟეტურად ძალიან ბევრ რენდომ შემთხვევაზე აკეთებს გათვლას. პლოტ არმორი ადევს მაგის საქმეს რო საინტერესო გამოჩნდეს :DD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1532 » 03 May 2022 00:00

The Chronicles of Riddick: Dark Fury

ეს ანიმაცია თავიდან ბოლომდე არ მქონდა ნანახი. მერე გადმოწვერე და მიდევს ესე ერთი ორი წელია. ეხა ვნახე და რაღაც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იყო. ძაან გემრიელად გაკეთებული რამეა და რამდენიმე თავით ჯობია ბოლო ფილმს (მსუქანი ფორსაჟის ტიპით მთავარ როლში).

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1533 » 03 May 2022 14:55

The Highwaymen

ქასთის გამო უყურე. ბონი და კლაიდს ვინც დასდევს იმ ხალხზეა. რავი ცოტა მშრალი და გაწელილი მომეჩვენა. რამე ესეთი დასამახსოვრებელი რო ყოფილიყო არა. ვისაც იმ წლების ამერიკის ესთეტიკა მოგწონთ, გაგისწორდებათ. პრინციპში ჰარელსონი, კონსტნერის დუეტზეც ვერ ვიკაიფე დიდათ. მაკკონეჰის მერე ზედაპირულია.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Movies

Unread post#1534 » 04 May 2022 03:17

https://youtu.be/lGkcQ5dJ40g


ამას ვუყურე დღეს და გაასწორა იმენა სეირია მთელი ფილმი მაგარი საყურებელია
smothered in the crib

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1535 » 07 May 2022 16:16

The Batman (2022)
სპოილერებით დავწერ.
ერთადერთი რაც მომეწონა, ვინგსუთით რო ხტება ცათაბრჯენიდან და თავს რო ურტყავს გვირაბს.

რაღაცნაირი, ფუნქცია დაკარგული, სტერილური იყო ყველა გმირი თითქოს. ერთადერთი რიდლერი და პინგვინი მომეწონა მეტნაკლებად. და ის მომენტი რო ბოროტმოქმედები რეალურად აზრიანი, ლოგიკური მოტივაციებით არიან, რის გამოც ყველაზე ნორმალურ ტიპებად აღიქმებიან სხვა დანარჩენებთან შედარბით, პირველ რიგში ბეტმენთან.
ბეტმენი იმენა გადასაგდებია. ისეთი გრძნობა მქონდა, რო ვიღაც მაღალჩინოსანის რეტარდი შვილი იყო და ყველამ იცოდა რო დებილი ბავშვია და ხელს არ უშლიდნენ პოლიციის საქმეებში რო ერეოდა... თან ფილმი ისეთი რეალიზმით არი გადაღებული რო, ეს ამ ბეტმენის ტრიკოთი რო დადის, კიდე უფრო მიმძაფრდებოდა რეტარდი, ფულიანი მამიკოს შვილის ყურების განცდას.
ბოლოსაც, აფეთქება რო მოხდება, ისე გამოდის, რო ვერაფრით დიდათ ვერ შეუშალა ხელი რიდლერს, და ესე საცოდავად რო ამოყავს ეს ხალხი წყლიდან, რაღაც გული მომიკვდა :)
რეალურად რიდლეზე იყო ფილმი, რომელსაც მთლიანობაში ყველაფერი გამოუვიდა და გმირიც თითონ გამოჩნდა ჩემ თვალში. ბეტმენი კიდე დარჩა როგორც ფუნქცია დაკარგული რეტარდი, რომელიც პროსტა თავს იტყუებს იმ აყროლებული ადგილის დაცვით, რასაც გოტემი ქვია. ფაქტიურად გამოვიდა რო არი გოთემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახიდან და იცავს მოქმედ სისტემას. ის ყველაფერი რო ბოროტებას ებძვის, დაყვანილია რაღაც კომიკურ, ბავშვურ სისულელესთან. ვერაფერს ვერ ებრძვის საერთოდ. გარეთ გოპნიკებს უტყაპუნებს და ხელისუფლებაში ვინც არი იქ ვაფშე ნოლიაქ გავლენა. და პრინციპში ეგ აჩენს, რომ თანამედროობის გმირი აღარ არი. თანამედროვე გმირი არი რიდლერი, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ელიტებს.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Movies

Unread post#1536 » 09 May 2022 19:06

https://www.adjaranet.com/movies/878570 ... quality=HD

ძაან კაი ატმოსფერო აქ მარტო მაგის გამო ღირს ყურება
smothered in the crib

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Movies

Unread post#1537 » 13 May 2022 10:03

https://www.youtube.com/watch?v=ZILkI_BADic

საყურებლად კარგია ჰორორული ატმოსფეროა თან როცა იცი რო რეალობა იყო ადრე, სამწუხაროდ მოგონილი არაფერი არაა ამ ფილმში, მარა აზრის გამოტანა ცოტა რთულია განსაკუთრებით ბოლო სცენებიდან თუმცა შევძელი მგონი მე. ისე კი კარგია ზოგადად წინ წასულა ქართული ფილმები, პირველ ადგილზე მაინც შერეკილებს დავაყენებდი მარა ტიფლისიც ძალიან კარგი ნამუშევარია, დათა თუთაშხიას ერთი 10 თავით ჯობია, ეგეთი კამიკაძე ხალხი რო გვყოლოდა საქართველოში როგორიც ტიფლისშია ნაჩვენები დღეს გაცილებით უკეთესი რეალობა გვექნებოდა მარა სამწუხაროდ თუ რამეა განსაკუთრებული ამ ქვეყანაში დღესდღეობით ეს არი რო ხორციელი ჰორორია ქართული რეალობა, პროცენტულად ამდენი მასონი და გველი არცერთ ქვეყანაში არაა, მეორე ადგილზე ალბათ ამერიკა დგას და მესამეზე რუსეთი, იასნა რაოდენობით ისინი ბევრი არიან მარა ქვეყნის შიდა პროცენტულობაზე მაქვს ლაპარაკი

ვაბშე ვერ ვხვდები რო იძახიან ქართველებმა შემოვინახეთ ტრადიციებიო ვინც ჩახედულია საკითხში როგორ ჯერა ამის, ჯერ სახელი რამდენჯერ გადაარქვეს ბოლო 2 ათასი წლის მანძილზე ქვეყანას, დამწერლობა კიდე 2 ჯერ გადაუწერეს, რავი რა გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს უკვე მარა ესენი არ ჩერდებიან, იმის ნაცვლად რო ნახონ რა სინათლეა და რა არის გვირაბოს ბოლოს დარქ სოულის ანდედებივით დაჩოქილან და ამ სინათლეს აღმერთებენ, სხვებსაც ეუნებიან არ გააგრძელო გზა და გაჩერდი ჩვენსავით მოიქეციო. თან მჯერა თან არა ამ დონის სიყლევე რო მართლა არსებობს რეალობაში, მატრიცა არაა ეს იმიტო რო მატრიცა კიდე უფრო რეალურია ვიდრე ეს ვითომ რეალობა, ჰალფ ლაიფს ვეძახდი ადრე ამ რეალობას და მერე მივხვდი რო ნახევარი კი არა 1 პროცენტიღაა აქ დარჩენილი
smothered in the crib

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1538 » 18 May 2022 11:47

ეს მირჩიეს https://www.youtube.com/watch?v=tOauOJg-fCQ

სადმე მამაძიებნიეთ რა :)

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1539 » 24 May 2022 01:49

რიდლი სკოტის რაც არ მაქ ნანახი იმ ფილმების მუღამი გამიჩდა. ძირითადად ის ფილებია, რომელიც ჩავარდნათ ითვლება და დაბალი შეფასებებიაქ, მარა მინდა რო ის 90 იანების ჰოლივუდის მაღალი დონე ვნახო ამ რეალობიდან როგორ აღიქმება. სადმე სია მინდა რო გავაკეთო, ერთად გადმოწერა მეზარება ყველასი. აქ ჩამოვწერ:

The Duellists
Legend
Someone to Watch Over Me
Black Rain|
1492: Conquest of Paradise
White Squall
G.I. Jane
Matchstick Men
Kingdom of Heaven
Body of Lies
Exodus: Gods and Kings
All the Money in the World

Riddick
Posts: 11862

Re: Movies

Unread post#1540 » 26 May 2022 23:57

Matchstick Men 2003
აქ უკვე დანძრეულიაქ კეიჯს, რეტარდივით თამაშობს რაღაც მნიშვნელოვან სცენებში, მარა სადღაც ფილმის 80% მაინც კაია. ბოლოს პროსტა სიუჟეტურადაც ი*ვავს ))

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 24 guests