https://www.reddit.com/r/Eldenring/comm ... view_with/ მიაძაკის ინტერვიუ დაიდო.
მნიშვნელოვანი ნიუანსები ინტერვიუდან:
- მიაძაკის თქმით დიელსის კონტენტი შედგება იმ ელემენტებისგან, რაც სრულ სურათში მოიაზრებოდა იდეის დონეზე, თუმცა მთავარ თამაშში ვერ ჩაჯდებოდა, ამიტომ კონცენტრირება მთავარ თამაშზე მოახდინეს და ეს ელემენტები დიელსისთვის შემოინახეს. (მაგარი გამართლება )
- სიუჟეტი განვითარდება აჩრდილთა სამყაროში და ეს არის ადგილი სადაც მარიკა ღმერთი გახდა.
- ამ ადგილას მარიკას მოსვლამდე არსებობდა კულტურა და ის ლომისმაგვარი არსება ჩინური "ლომის ცეკვის" არსებას რო გავს ამ კულტურის წარმომადგენელი მტერი იქნება. (მე მაინც ვფიქრობ რომ ამ მონსტრის შთაგონება ინდონეზიური ბარონგია ან მისი საპირისპირო რანგდა)
- სიუჟეტი არ იქნება დაფუძნებული არც მომავალში, არც წარსულში და არც ფიზიკურად დაკავშირებულ სამყაროში.
- დიელსის სამყაროში გადასვლა მოხდება ჭუპრიდან, სადაც მიკელას სძინავს. (ეს ისედაც თავიდანვე ცხადი იყო)
- მოვლენები განვითარდება მთავარი სიუჟეტის პარალელურად, ხოლო წარსული მოვლენების ამოხსნა მოხდება იგივე პრინციპით როგორც მთავარ სიუჟეტში (ან ზოგადად Souls-ებში)
- ტახტი სადაც ტრეილერში ახალი პერსონაჟი მესმერი ზის, იგივე ტახტია სადაც მთავარი თამაშის ფინალურ სტადიაზე მარგიტს/მორგოტს ვხვდებით.
- მესმერი იგივე დონის პერსონაჟია როგორიც გოდრიკი, მალენია, რადანი და რაიკარდი. (უნდა ვივარაუდოთ რომ ესაც მარიკას შვილია)
- ცენტრალური სიუჟეტი მიკელას ამბავს დაეთმობა და მოთამაშეს მოუწევს მიკელას განვლილ გზას გაჰყვეს აჩრდილთა სამყაროში. ასევე იქნებიან ახალი პერსონაჟები რომლებიც ამავე გზას გადიან.
- სათამაშო ტერიტორია იქნება ლიმგრეივზე დიდი გახსნილი სამყარო დიდი და პატარა დანჯენებით.
- თამაშს დაემატება იარაღის რვა ტიპი და მიაძაკის თქმით ახალი იარაღების ასორტიმენტი დიელსის ერთერთი მთავარი selling point-ია.
- ახალი დამატება არ გვაქვს გეგმაშიო
ალბათ ყველაზე მთავარი კითხვის ნიშნები ტრეილერიდან ვინც დატოვა, ეს იყო მესმერი - ახალი პერსონაჟი და ფრენჩაიზის ახალი მარკეტინგული სახე. იმის მიუხედავად რომ დიელსის დაანონსების დღიდან ცნობილი იყო რომ ახალი სიუჟეტი შეეხებოდა მიკელას, იგი ტრეილერში მხოლოდ ბოლოს, რამდენიმე წამით გამოჩნდა და ძირითადი ყურადღება მესმერს დაეთმო.
მიაძაკის შემოქმედებიდან გამომდინარე ვიცით რამხელა ადგილი უჭირავს Souls-ებში გველთან დაკავშირებულ პერსონაჟებს, ამიტომ მინდა დაახლოებით განვსაზღვრო ვინ არის ეს ახალი პერსონაჟი და ადგილი შეიძლება ეჭიროს ლორში.
მონახაზი რომ გავაკეთოთ გვაქვს სამი გენეალოგიური ხის საწყისი (აქ არ ვეხები მარიკა/რადაგონის პლოტ ტვისტს). ესენია:
1. მარიკას და რადაგონის მოდგმა - მალენია და მიკელა - ტყუპი და-ძმა.
მალენიას სავრაუდო შთამომავალი (ან მოწაფე ან აყვანილი შვილი) - მილისენტი.
2. მარიკას და გოდფრის “ოქროს მოდგმა” - გოდვინი და ორი ომენი ძმა - მოგი და მორგოტი.
გოდვინის შვილები - გოდრიკი და გოდფროი (გოდფრის სუსტი კლონივით როა)
3. რადაგონის და რენალას მოდგმა - რაიკარდი, რადანი და რანი. სავარაუდოდ რანის უნდა ჰყოლოდა კიდევ ორი და: რენა - ვის სახელსაც რანი იყენებს და კიდევ ერთი ვის კოშკშიც სელუვისი ცხოვრობს.
აქედან გამომდინარე თუ დავუკვირდებით:
“გ” ასოზე დაწყებული სახელები გოდფრის შთამომავლობაა
“მ” ასოზე დაწყებული - მარიკასი.
“რ” ასოზე დაწყებული კი რადაგონის.
(თამაშში შესაძლოა იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი პერსონაჟი რომელიც ამ ასოებზე იწყება - მაგალითად კუ მირიელი, მაგრამ მნიშვნელოვან ფიგურებზე ასეა.)
ასევე დასაკვირვებელია თმის ფერიც:
მარიკას გენში არის ქერა თმა.
გოდფრის მოდგმაშიც ქერა ან მოთეთრო ფერის თმაა. (ნიშანდობლივია რომ მისი და მარიკას შთამომავლობას “ოქროს მოდგმა” ჰქვია.)
რადაგონის გენში არის წითელი თმა.
რენალას გენში ღამესთან და მთვარესთან ასოცირებული ფერებია - შავი ან მუქი ლურჯი.
(ეს არ ნიშნავს რომ თამაშში ყველა ქერა ან შავ თმიანი აუცილებლად მათი გენის მატარებელი უნდა იყოს - თუნდაც მოთამაშის არჩეული ფერის თმა შეიძლება მოვიდეს აქ წინააღმდეგობაში, თუმცა წითელი ფერის თმა იშვიათობის გამო თამაშში მაინც რადაგონთან ასოცირდება.)
რჩება ორი პერსონაჟი რომლებიც რაღაც კავშირში იმყოფებიან, თუმცა არ არის დაზუსტებული თუ ვინ არიან და ინტერპრეტირებაც რთულია:
ერთია რია, რომელიც რაიკარდის ცოლის აყვანილი შვილია, თუმცა არაა გამორიცხული რომ რაიკარდის ნაბიჭვარიც იყოს მისი გარეგნობიდან გამომდინარე და ქერა თმაც “გარეგნობიდან” გამომდინარე იოლად ახსნადია.
ხოლო მეორეა ძალიან მნიშვნელოვანი და დამაინტრიგებელი პერსონაჟი - მელინა, რომელიც მოთამაშის მთავარი მოკავშირე და ფაქტიურად მეორე პროტაგონისტია. მისი ვარდისფერი თმა წითლის და ქერას კომბინაციაა, ამიტომ აშკარად კავშირი უნდა ჰქონდეს მარიკასთანაც და რადაგონთანაც, თუმცა ჯერჯერობით ამ პერსონაჟზე ბევრი რამ დაფარულად არის დატოვებული და ყველაზე მთავარი ინტრიგა ალბათ მაინც ქაოსის ენდინგში დევს, სადაც სხვადასხვა ფერის თვალებით გვევლინება.
დავუბრუნდეთ მესმერს. ტრეილერის ნახვისას, სანამ მის სახელს გავიგებდი და შემდეგ დავფიქრდებოდი, მესმერი მეგონა რაიკარდის და ტენითის შვილი. ვინაიდან მათი კვესტი არ დამთავრბეულა (ან არადამაკმაყოფილებლად დამთავრდა), ვიფიქრე ამ პერსონაჟით გაგრძელდებოდა; მაგრამ თამაშის ლოგიკიდან გამომდინარე, ვინაიდან მისი სახელი იწყება “მ” ასოზე და აქვს წითელი თმა - მესმერი აუცილებლად უნდა იყოს მარიკას და რადაგონის შთამომავალი.
ვინაიდან ტრეილერში დედა ახსენა და ვინაიდან დამატება მიკელას გარშემო ტრიალებს, ვვარაუდობ რომ პირდაპირ მარიკას და რადაგონის შვილი იქნება, ანუ მიკელას და მალენიას ღვიძლი ძმა.
მალენიას სიუჟეტი ასე თუ ისე გასაგებია - მისი ხაზი რადანთან ბრძოლასთან და ლპოპის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული, სავარაუდო შთამომავალიც ჰყავდა მილისენტის სახით და მისი კვესტიც ვნახეთ. ამიტომ კიდევ ახალი პერსონაჟით, რომელიც მისი შთამომავალია, არამგონია მალენიას ამბავი გაგრძელდეს. ხოლო ვინაიდან მიკელა კაცია ქალის ხმით და გარეგნობით, ნაკლებ სავარაუდოა რომ მას შთამომავლობა ჰყავდეს, ამიტომ მესმერის ძმობა ყველაზე ლოგიკური მგონია.
ტრეილერის ყურების შემდეგ, მესმერის ვიზუალზე პირველი მენიშნა ორი გველი, რამაც სპარსული მითოსიდან ზაჰაკი/ზოჰაქი/აზი დაჰაკა მომაგონა. ეს არის პერსონაჟი შაჰნამედან და გათებიდან, რომელმაც დაამარცხა გმირი, გამეფდა მის ადგილას და რამდენიმე საუკუნოვანი ტირანია დაამყარა, იქამდე სანამ გმირის შთამომავალი ფერეიდუნი/თრაეტაონა არ დაბრუნდა და არ დაამარცხა. შაჰნამეს მიხედვით დამარცხებულ ზაჰაკს მიწისქვეშა გამოქვაბულში დაბმულს ტოვებენ სამყაროს დასასრულამდე. ამ არქეტიპს რომ გავყვეთ, მსგავსი ამბავი გხვდება იოანეს გამოცხადებაში, სადაც უძველეს დრაკონს/გველეშაპს/გველს რომლის სახელიც არის სატანა - ათასი წლით ამწყვდევენ უფსკრულში. აქვე გავიხსენოთ სკანდინავიური უფროსი ედადან პირველი თავი - ვოლუსპა (ვოლვას წინასწარმეტყველება), რომელიც იოანეს გამოცხადების ელმენტებს შეიცავს საკმაოდ მსუყედ. ამ ვერსიაში ლოკის ამწყვდევენ, რომელიც არის იორმუნგანდრის/სამყაროს გველის მამა. პრომეთეს მაგალითი შეგნებულად არ მომყავს, ვინაიდან წინასწარმეტყველების არგათქმის გამოა მიჯაჭვული. ამირანის მაგალითს კი მოვიყვანდი როგორც ტრიკსტერი გმირის, მარა არამგონია მიაძაკი იცნობდეს. რაც შეეხება მაღლა დასახელებულ არქეტიპებს, მიაძაკი ქრისტიანულ წარმოდგენებს და ევროპულ მითოსს ნამდვილად იყენებდა აქამდეც და არ არის გამორიცხული მესმერის სახით მსგავსი არქეტიპული გმირი ვიხილოთ.
პრომო სურათის კარგად დაკვირვების შემდეგ მენიშნა მისი ჰელმეტი, რამაც Final Fantasy სერიებიდან დრაგუნის/ლანსერის/დრაკონის რაინდის (გააჩნია თარგმანს) კლასი მომაგონა. ეს კლასი FF სერიებში დრაკონებთან არის დაკავშირებული და შუბოსანი მეომრები არიან. როცა კიდევ უფრო დავაკვირდი პატარა დრაკონის ფრთების ელემენტებიც შევნიშნე ვიზუალზე და გასაგები გახდა პერსონაჟის მიმართულება. ამიტომ კი, შუბოსანი მესმერი აუცილებლად იქნება დაკავშირებული გველების გარდა დრაკონებთანაც. მიაძაკის სამყაროშიც ეს კავშირი არახალია და ამ თემას მაგალითით მივუბრუნდები.
პატარა გადახვევა რომ გავაკეთო, როგორც ჩანს ამ თამაშისთვის პრომო პერსონაჟებად უფრო იაპონური RPG-სთვის ნაცნობი ვიზუალები აირჩიეს. მაგალითად მალენიას ვიზუალი არის ვალკირია იაპონური ესთეთიკით, რაც მე პირადად მაგონებს Valkyrie Profile-ის (რომლის კომპოზიტორიც პირველი Dark Souls-ის კომპოზიტორია.) მთავარ გმირს. ასევე მის ვიზუალზე გამოყენებული იყო ჰაიაო მიაძაკის Nausicaa-დან კუშანას ხელის პროტეზი; და საერთოდ შთაგონებების თემა რო განვავრცო მიაძაკის Studio Ghibli-იდან არის Torrent-იც, Elden Beast-იც, დიდი მგლებიც და ეს ამბავი Souls-ებისთვისაც არ იყო უცხო.
ასე რომ Messmer-ისთვის იაპონური ცნობილი ფრენჩაიზიდან ვიზუალის შთაგონება ჩვეულებრივი ამბავი მგონია მარკეტინგულად, ხოლო თემატურად კიდევ უფრო გამართლებული.
შემდეგი დასაკვირვებელი საკითხი არის Messmer-ის სახელი, რაც ძილის/ტრანსის/ჰიპნოზის მდგომარეობას უკავშირდება. Elden Ring-ის თამაშისას სავარაუდო იყო რომ ჭუპრში მძინარე მიკელას დაშრეტილი სხეული, რომელსაც არანაირი განვითარება არ ჰქონდა და მხოლოდ კითხვებს ტოვებდა, დიელსის გამოსვლის შემთხვევაში ტელეპორტაციის ლოკაცია გახდებოდა. მსგავსი ვარაუდი იყო რაიკარდზეც, მაგრამ ამ პერსონაჟს მოგვიანებით შევეხები. დიელსის დაანონსებისას, როცა ტორენტზე ამხედრებული მიკელა აჩვენეს ეს ვარაუდი გამყარდა და რა კითხვაც გაჩნდა იყო - ხდებოდა თუ არა სიუჟეტი მიკელას სიზმარში, ან ხო არ იქნებოდა მის წარსულში გადასვლა, როგორც მაგალითად პირველ Dark Souls-ში ვხვდებით ოლასილში ან Sekiro-ში ჰირატას ტერიტორიაზე. ახლა სიზმრის სამყაროს ვარაუდს ემატება Messmer-ის სახელიც და აშკარაა რომ ამ ახალ სამყაროს კავშირი აქვს ძილთან, თუმცა დიელსის სახელწოდება და აჩრდილთა სამყარო სხვა ასოციაციას იწვევს და სიზმარში სიუჟეტის განვითარება ნაკლებ სავარაუდოა.
ერთადერთი რასთანაც ახლა შემიძლია პარალელი გავავლო, ეს არის Dark Souls 3-ში Nameless King-ის ლოკაციაზე გადასვლა და ეს პარალელი უკვე ბევრ რამეს თავის ნაცნობ ადგილას ალაგებს.
მოკლედ ავიღოთ Elden Ring-ის მოცემულობა. მარიკა/რადაგონის შვილებად გვყავს: მალენია, ფემინური გარეგნობის მიკელა და მესამე სავარაუდო ძმა, რომელიც გველებთან და დრაკონებთან არის კავშირში, ხოლო იარაღად შუბს ხმარობს. ახალ ლოკაციაში მოხვედრა კი მძინარე მიკელასთან ინტერაქციით არის შესაძლებელი.
ახლა კი დავიწყოთ თავიდან და გავიხსენოთ პირველ დარქ სოულში გვინის შვილები - გვინევერა, ფემინური გარეგნობის გვინდოლინი და ის ვისი სახელიც დავიწყებას მისცეს და ისტორიიდან ამოშალეს. მესამე Dark Souls-ში გასაგები გახდა ამ მესამეს ვინაობაც და ეს იყო უსახელო მეფე, რომელმაც აირჩია აკრძალული (დრაკონების) გზა და დასახლდა აზიური ფილოსოფიით ინსპირირებულ ბიზანტიური ვიზუალის მქონე ლოკაციაზე. ამ ლოკაციაზე გადასვლა სწორედ მედიტაციაში მყოფი თუ მთვლემარე დრაკონის გზის მიმდევრებთან ერთად მედიტირებისას/თვლემისას ხდება; ლოკაცია კი სავსეა გველებით და ვხვდებით დრაკონებსაც (უფრო ზუსტად დრეიკებს). და ბარემ გავიხსენოთ თუ რა არის უსახელო მეფის იარაღი - რა თქმა უნდა შუბი.
მოკლედ რო ითქვას Messmer-ის სახით საქმე გვაქვს გაგდებულ ან გადახვეწილ აჯანყებულ პერსონაჟთან, რომელიც ადგას ბნელ ან აკრძალულ გზას და მოიაზრება მთავარი პანთეონის მტრად. პერსონაჟების კონკრეტულ მოტივაციებს, კონფლიქტებს და ლორთან კონკრეტულ კავშირს უკვე თამაშში ვნახავთ.
კიდევ ერთი პერსონაჟი რომელიც ახალ დამატებსთან შეიძლება დავაკავშიროთ არის რაიკარდი მისი ღმერთების მჭამელი გველით.
რაიკარდი იყო optional ბოსი და მასთან ბრძოლა არ იყო აუცილებელი თამაშის დასახურად. მისი კვესტი სრულდება ისე რომ გაგრძელების აშკარა მინიშნებას ტოვებს. რაიკარდი, რომელიც ერთ დროს ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ამჯერად სხვა ფორმით გვევლინება; მის საბრძოლო არეაში ნაპოვნი იარაღი კი მიგვანიშნებს რომ სიხარბემ დაღუპა, რის გამოც ამ იარაღის პოვნა და მისი შეჩერება განიზრახეს. სად და რა გადახდა რაიკარდს ეს უცნობია, თუმცა მის ცოლ ტენითზე ვიცით რომ იგი მოცეკვავე იყო როდესაც რაიკარდს პირველად შეხვდა უცხო მიწაზე. რა ტიპის მოცეკვავე იყო ტენითი უცნობია მაგრამ ტრეილერში ნანახი მოცეკვავე მებრძოლისგან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს შეხვედრა სწორედ აჩრდილთა სამყაროში მოხდა და რაიკარდის გარეგნობის და ღმერთების მჭამელი გველის საკითხიც შესაძლოა აქვე იღებდეს სათავეს. ასე რომ დიდი ალბათობით მისი კვესტი თუ არა ამბავი მაინც ამ დიელსიში გაგრძელდება.
რჩება კიდევ ერთი საიდუმლო, რაც თამაშის გამოსვლამდე ალბათ არ გვეცოდინება მაგრამ მაინც მინდა ვახსენო. ზოგადად ფრომსოფტის დიელსიში პოსტერის პერსონაჟებად მთავარ ბოსებს არასდროს გვიდებენ. ამიტომ მესმერის გარდა კიდევ მგონია რო ვიღაც უნდა იყოს დიელსის big bad guy. ვინ და რა იქნება ამის გამოცნობას ვერ დავიწყებ, მარა მახსენდება Dark Souls 3-ის გადაგდებული იდეა, სადაც პრინცების ოთახში დიდი გველი უნდა ყოფილიყო ამოსული - Kaathe. ამდენად თუ მიაძაკი კვლავ დაუბრუნდა გველების თემას, დიდ გველთან კარგი დაპირისპირება შეიძლევა ვიხილოთ - მითუმტეს სეკიროს გამოცდილების შემდეგ. რაიკარდის ოთახში ნაპოვნი იარაღიც დიდ უკვდავ გველზე მიანიშნებდა; თუმცა ბოლო ბოსად ნამდვილად არ მგონია გველი დასვან.
ბოლოს მინდა ერთ პარალელსაც შევეხო სამყაროს შესახებ.
ერთხელ პოსტი წავიკითხე, სადაც პოსტის ავტორი წერდა რომ Elden Ring-ში მარიკა/რადაგონის მოდგმა ობერონის მოდგმას აგონებდა როჯერ ჟელაზნის ამბერის ქრონიკებიდან, და ვინაიდან ჟელაზნი ჯორჯ მარტინის უფროსი კოლეგა და თან მეგობარი იყო, არ იყო გამორიცხული რომ მარტინს Elden Ring-ის მითოლოგიის შექმისას ჟელაზნის გავლენითაც ესარგებლა.
კი ვფიქრობ ნამდვილად არ არის ეს გამორიცხული, თან როცა ობერონის შვილებს შავი ან წითური თმები აქვთ და ისინიც ერთმანეთთან დაპირისპირებული პერსონაჟები არიან სხვადასხვა ალიანსებით, სადაც ზოგი ჯადოქარია, ზოგი მეომარი და ა.შ.
ახლა რო დავფიქრდი, მგონი კიდევ უფრო მეტი საერთო არსებობს ამ ორ ნაწარმოებს შორის.
ამბერის ქრონიკებში სამყარო შემდეგნაირია: არსებობს ერთი ამბერი, შემდეგ არის დანარჩენი ყველა სამყარო, რომელიც ამბერის ჩრდილებს თუ ანარეკლებს (shadows) წარმოადგენს, და ამბერთან დაპირისპირებული ქაოსის სამყარო, რომელიც ამბერამდე მისვლას და ყველაფრის შთანთქმას აპირებს. წიგნების სიუჟეტი ამ ჩრდილ სამყაროებში ვითარდება და პერსონაჟებიც პორტალებით გადაადგილდებიან. მოკლდ სამყაროს ერთგვარი “ღერძი” ამბერია, მისი საპირისპირო - ქაოსი ხოლო მათ შორის ამბერის ჩრდილი სამყაროები. Elden Ring-ის სამყაროს Lands Between ჰქვია - ანუ მიწები რაღაცას და რაღაცას შორის, მეტი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს.
თამაშში მოცემული გვაქვს ხე - Erdtree - რაც ზოგან თარგმნილია როგორც ოქროს ხე, ზოგან მიწის/დედამიწის ხე, ზოგან სამყაროს ხე და რა თქმა უნდა პირველი რასაც ეს ხე გვაგონებს არის სხვადასხვა ქვეყნის მითოსში წარმოდგენილი სამყაროს ხეები, რომელიც რამდენიმე საუფლოს აერთიანებს - მკვდრების, ცოცხლების და ა.შ. - და სამყაროს ღერძის ფუნქციას ასრულებს. თუნდაც იგივე იგდრასილი რომელიც მოიცავს ჰელჰაიმს, ნიბლჰაიმს, ალფჰაიმს, მუსპელჰაიმს და ა.შ. ან მაგალითად ქართულ ვარიანტში ხე რომელიც მოიცავს ქვესკნელს, შუასკნელს და ზესკნელს. Elden Ring-ში ეს ხე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სამყაროს რამდენიმე “კონტინენტიდან” გვაჩვენეს. ვინაიდან ახალ დამატებას სახელად ჰქვია Shadow of the Erdtree, ხოლო ახალ ლოკაციას shadow lands, ეს მაფიქრებინებს რომ დაახლოებით ამბერის ჩრდილის მსგავს ხის ჩრდილის სამყაროს ვნახავთ.
და ბოლოს. თუ ამბერის სამყაროში მთავარი საფრთხე ქაოსია. თუ Elden Ring-შიც გვქონდა ქაოსის ენდინგი - Frenzied Flame, რომელიც გარე ღმერთს, გარე სამყაროს უკავშირდება. და თუ ამ დამატების შემდეგ კვლავ დაგვრჩა პასუხგაუცემელი კითხვები თუნდაც მელინას შესახებ, ვფიქრობ ან კიდევ ერთ დამატებას ვიხილავთ, ან ახალ სერიას. ამ ეჭვს ყველაზე მეტად ის მიმძაფრებს რომ თამაში ბოლომდე გამოისყიდეს ფაბლიშერისგან და მგონია რომ ბოლომდე გამოწურავენ ფრენჩაიზს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.