Elden Ring, Multi Platform / Action-RPG / პრევიუ

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Elden Ring

Unread post#1 » 10 Feb 2022 23:22

Elden Ring

>>>

Elden Ring შექმნის პროცესი 2017 წელს, Dark Souls 3 დამატებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყო. FromSoftware მიზანი იყო შეექმნა ახალი ტიპის Action/RPG ბნელი ფენტეზის ჟანრში, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ჩანაფიქრების განხორციელება, რაც აქამდე Souls სერიებში ვერ მოხერხდა. როგორც FromSoftware ბოლო პროექტებში, მიაძაკი ამჯერადაც მხოლოდ გეიმ დიზაინის, მხატვრული დიზაინის და მუსიკის საერთო ასპექტებს ხელმძღვანელობდა, ამ პრინციპით მას თავის ლიდ დიზაინერებთან და თანამშრომლებთან მისი ხედვები მიაქვს. მიაძაკის თქმით Elden Ring იქნება ყველაზე მაშტაბური პროექტი - კონტენტის რაოდენობით, ლოკაციების მაშტაბებით და კვლევის თავისუფლების დონით - რაც FromSoftware სტუდიას როდისმე შეუქმნია. დეველოპერის თქმით, სამყარო გაჯერებულია "სიბნელით", მაგრამ თამაში ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე "კაცობრიობის ნება და პატივმოყვარეობა" იქნება. შეზღუდული მაშტაბების მქონე ლოკაციებიდან, გახსნილ სამყაროზე გადასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა - სამყაროს პრე ისტორიის უფრო ფართო მაშტაბებში საჩვენებლად, ვიდრე ეს წინა თამაშებში ხდებოდა, ექსფლორაციაში უფრო მეტი თავისუფლების და სიღმის შესატანად და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლებში მეტი მრავალფეროვნების გაჩენისთვის.

>>>
სიუჟეტი
Souls სერიების მსგავსად, Elden Ring სეთინგიც დასავლური სტილის ფენტეზის წარმოადგენს. Bandai Namco ოფიცალურ საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, Elden Ring მოქმედება შუახმელეთის მიწებზე, "მარიკა მარადიულის" მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ვითარდება. წინათ შუახმელეთის მიწებზე ცხოვრება თამაშის სახელად გამოტანილ ელდენის ბეჭედზე იყო დამოკიდებული, რომლიდანაც სამყაროს ხე იზრდებოდა. ამ ორის ეთობას შუახმელეთის მიწებზე "ოქროს ნათება" მოჰქონდათ - განსაკუთრებული მადლი, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს ეფინებოდა. სინათლის მატარებლები ერთმანეთს ანთებული თვალებით არჩევდნენ, ხოლო იმათ ვისაც მადლი დაკარგული ჰქონდა, გამოფიტულებს ეძახდნენ და განდევნიდნენ - თვითონ სათამაშო პერსონაჟის წინაპრებიც ნახსენებ განდევნილებს მიეკუთვნებიან.
ბეჭდის გატეხვის შემდეგ, მარიკას შთამომავალმა, ნახევრად ღმერთებმა, ერთმანეთში მისი ნატეხები, სახელად დიდებული რუნები გადაინაწილეს. ამით მათ უდიდესი ძალა მიიღს; მაგრამ ნატეხების დამახასიათებელმა წყევლის ბინდმა ყველა მათგანი ჭკუიდან გადაიყვანა და დაიწყო მათ შორის ომი, ცნობილი როგორც "გატეხვა". თამაშის პერსონაჟს - ბინდმოცულს - წარსულში შუახმელეთის მიწებიდან გაძევებულს, ელდენის ბეჭდის დამტვრევის შემდეგ, გზამკვლევი ხმა ჩაესმა, რომელიც შუახმელეთისკენ იყო მიმართული, ამ დროს მან კვლავ მისი წინაპრების მიერ დაკარგული მადლი შეიგრძნო. ამის შემდეგ გმირი ბრუნდება, რათა ხელში ჩაიგდოს ელდენის ბეჭედი და თავად გახდეს შუახმელეთის მმართველი.

>>>
გეიფლეი
შუახმელეთი ექსვი განსხვავებული რეგიონისგან შედგება. ყოველი მათგანი კონკრეტული ნახვარ-ღმერთის ხელშია. ყველა მოცემულ ლოკაციაში, თქვენ თავისუფალი იქნებით დავალებების შესრულების მიმდევრობაში. უმეტესი RP თამაშების მიუხედავად, Elden Ring არ იქნება მშვიდობიანი საცხოვრებელი პუნქტები, მეგობრული პერსონაჟებით - გმირი მხოლოდ ნასახლარებს გადააწყდება.
ყველა რეგიონს აქვს მინიმუმ ერთი დიდი მიწისქვეშეთი და მრავალი შედარებით მცირე კატაკომბები. თამაშში არის Dark Souls -ის ცეცხლის ტაძრის მსგავსი ცენტრალური ლოკაცია "ჰაბი", სადაც პერმანენტულად დაბრუნება მოწგიწევთ...

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Homeless GAMES

Unread post#2 » 19 Feb 2022 13:55

https://www.youtube.com/watch?v=XjW6wL5GSkc რატომ ქვია ამას სხვა სახელი ვერ ვხვდები. ასეთი მსგავსება და ფაქტიურად რესკინი არცერთგან არ ქონიათ. ვერ ვინელებ ასეთ მსგავსებას რა, თან რო თქვა ეს რამხელა ლეველ აფი დადესო კიდე ჰო... რაღაც ეტაპს რო გაივლი ცხოვრებაში, გამოხურავ კარს და წლების მერე რო გესიზმრება რო ისევ იქ ხარ, ოღონდ ბოლომდე ის რო არაა, ეგეთი შეგრძნება მაქვს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#3 » 22 Feb 2022 09:59

https://www.youtube.com/watch?v=_uydEN9Fu7M ინტრო!!! :holy:
1:35-ზე თავი და მერე 2:00-დან მიაძაკის საგიჟეთის შემოვარდნა, აი ეგაა ნამდვილი ევროპული მითოლოგიური სული რასაც მიაძაკი გემოვნებიანად ამზადებს და არა ის overused ანიმე ვალკირია და ბერსერკის ქოფი ფეისთები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Elden Ring

Unread post#4 » 22 Feb 2022 10:49

პოეზიაა
I won't miss.

Riddick
Posts: 11701

Re: Elden Ring

Unread post#5 » 22 Feb 2022 11:50

ბუხრის წინ მჯდომი ბაბუაა :)

User avatar
GHOST
Posts: 1941

Re: Elden Ring

Unread post#6 » 22 Feb 2022 15:44

Fia მინდა საფლავში ჩამყვეს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#7 » 22 Feb 2022 15:49

ბიჭო მივუწვებოდითქო ვფიქრობდი, მარა მერე დავეჭვდი ხო უეჭველი ქალიათქო ))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Elden Ring

Unread post#8 » 23 Feb 2022 10:53

Off Topic
*სლეიერა - უწვება Fia-ს
*ბაჩო ძია - ბიჭო ეს კაცია?!
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#9 » 25 Feb 2022 07:55

პირველი ჩართვის შთაბეჭდილება:
სამარცხვინო ოპტიმიზაცია აქვს PC ვერსიას. 60 FPS-იდან 30 FPS-ზე ვარდება ლოკაციების ჩატვირთვისას, მერე 40 FPS-ზე წვალობს, თამაშობს, მერე საერთოდ stutter-ები აქვს, იჭედება და გრძელდება. GTX 1060-ზე აკეთებს ამას, დაჟე სეთინგები დავუწიე და მაინც. ჩვეულებრივად თამაშობ და უცებ გირტყავს ეს ვარდნები და შენელებები, პირველივე ბოსის მოქნეულზე შემინელდა)))) Warner Brother-ს დააპორტინეს ესაც თუ რა არის, თან ვიდზე Dark Souls 3-ია კონტრასტული ფერებით, პროსტა open world-ში. სისტემური მონაცემები გაბერილი უწერია, არანაირად არ სჭირდება თვითონ თამაშს ეგ, პროსტა ოპტიმიზაციაში იმდენად ჩაჯმული აქვთ რო მინიმუმი რაც დაწერეს იმაზეც უჭედავს ხალხს )) PS5-ზე მორგებული ვეშია, საინტერესოა PS4 ვერსიები რას იზავს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Elden Ring

Unread post#10 » 25 Feb 2022 13:10

ვნახო აბა 3060ti-ზე დღეს
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#11 » 25 Feb 2022 14:37

3060-ზეც თუ იგივე ქნა უნდა დაარეფანდო ტო და კომპანია გააუქმო )))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Re: Elden Ring

Unread post#12 » 25 Feb 2022 19:53

ოპტიმიზაციის პრობლემა მგონი დარქ სულ 1 საც ქონდა, დროის ამბავია გამოასწორებენ იმედია
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#13 » 25 Feb 2022 19:54

სათამაშო პროცესის პირველი შთაბეჭდილებები
ექსპლორაცია:
შვიდი საათი მხოლოდ ვაექსპლორე + დანჯენები ვწმინდე, დამღალა პროცესმა, აი წინა თამაშებივით ჩახლართული მდიდარი ლოკაციები ბევრად მირჩევნია ამ ცხენით სირბილს და სამოთახიან დანჯენებს. კი ვიპოვე საინტერესო ადგილებიც, მარა ძირითდად მაინც დარბიხარ დიდ მანძილებზე, რენდომ ლუტს აგროვებ პარალელურად თუ გადაურბენ, ყვავილებს და სოკოებს.. მონსტრებსაც არ დასდევ, გეზარება თუ რამე დიდი და საინტერესო არ დაინახე და გეგონება შეგროვების ჩელენჯზე ხარ გასული. PS1-ის თამაშივით ვხტუნაობ ამ ცხენით და ვასუფთავებ რუკას, იმერსია თითქმის არ მაქვს, ვერ მელაპარაკება იმ დონეზე სამყარო და არქიტექტურა, არკადული ჩელენჯივით უფრო მესახება ეს გაწმენდის პროცესი. რავი, დარქ სოულსის დონის ლოკაციები თუ არ დაიდო აქ საექსპლორაციოდ, მაგარ ხალტურაში დავადანაშაულებ )) სთორიში არ წავსულვარ წინ, ამიტომ ყვლაფერი წინაა იმედია.

ატმოსფერო:
ნისლიანი, გაცრეცილი ამინდები არის შედევრი.
დღის მზიანი სცენები არაფერი განსაკუთრებული.
მზის ჩასვლას აქვს კარგი ატმოსფეურლობა.
ღამე დისნეია.
დანჯენები დარქ სოულსის ესთეთიკაშია, მარა ის რაღაც შეკრული ერთიანობა და ხასიათი ჯერ ვერ მოაქვს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#14 » 27 Feb 2022 04:53

დარქ სოულსის მსგავსი ლეველიც დაიდო სიუჟეტის ხაზზე, ციხე-სიმაგრე იყო. იმედია ეს დონე გაგრძელდება.
რუკის დანჯენები სუფთა ფილერია, ბოსებიც უკვე მეორდება სხვადასხვა დანჯენებში, ჯერ ერთი კატა იყო, მერე ამ კატას სამი თავი გაუხადეს, მერე ორი კატა ერთად დადეს.. არ აქვთ გამოცდილება open world-ში, დიდი ლეველივით უდგებიან სამყაროს, დიდ ლეველებს აკავშირებენ ერთმანეთთან, ეს ნივთებიც მიმალულ-მომალულია და თივის ზვინში ნემსების ძებნა გამოდის ბოლოს. მონსტრებიც აზიური MMO-სავით ჩაყრილია რა, გეიმფლეიდან და კონცეპტიდან გამომდინარე კია ხარისხი მარა მაინც ეტყობა აზიური open world თამაში როა.
სამყაროს კონცეპტუალური მხარე სოულსივით შედევრია, ჭეშმარიტი მიაძაკის სოულსია ესაც, ოდნავ ნათელი ოღონდ და ის მომაკვდავი შარმი აკლია, მარა სხვა მხრივ გუგლში დარქ სოულსს ვსერჩავ და მერე ვასწორებ ელდენ რინგად )) მოკლედ თავდაპირველ ტრეილერებში ჩაისვარეს, საერთოდ ვერ გადმოსცემს ის ტრეილერები თუ რა თამაშია ეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Elden Ring

Unread post#15 » 27 Feb 2022 12:42

მე ველოდები რო რაღაც მაგიური დამხვდება და არა MMO :) ძაან მინდა რო Dark Souls პირველის მსგავსი გახსნილი, ერთმანეთზე გადაბმული და საინტერესო სამყარო ვნახო.

PS4 Pro ჩავრთე გუშინ და რაღაც ძველი რუსული თვითმფრინავის ხმა ქონდა, შემეშინდა, დიდიხანი არ ვითამაშე

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Elden Ring

Unread post#16 » 28 Feb 2022 11:50

SLaYeR

ღადაობა ისაა რომ პირველი დარქ სოულსის თრეილერებიც საშინელება იყო :)
გაქანებული ამერიკული სიმღერები ედო თან

მარტო ინტრო უნდა დაედოთ :D
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Elden Ring

Unread post#17 » 28 Feb 2022 15:27

Tom Clancy
სხვებსაც ქონდა ეგ სიმღერები, ამაზეც ქნეს მგონი.
ანუ იმას ვიძახი რო ის პირველი ტრეილერები -აი ბოლო ინტრო და ლანჩ ტრეილერამდე - ძალიან სუსტი იყო დარქ სოულსთან შედარებით, ანონსიც, გეიმფლეიც და საერთოდ არაფერი არ გადმოსცემდა იმას რასაც ახლა თამაშში ვნახულობ. დაჟე ეს პირველი ლოკაციაც მგონი ყველაზე სუსტია, რაღაც ზღაპარში გავედი ჩრდილოეთით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Elden Ring

Unread post#18 » 28 Feb 2022 17:14

აი წინადადების დასასრული მომეწონა :)
ვერ უდებ გულს დაწყებას, სუ ამ ომის ნიუსებზევარ გადართული...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Elden Ring

Unread post#19 » 28 Feb 2022 19:40

SLaYeR
ჰო მაგას ვამბობ მეც, არც ის ყვაოდა თრეილერებით და არც ეს, სანამ ბოლოს არ დააგდეს ძერსკი ინტროს ვიდეო

Riddick
მეც მასე, მაგრამ საღამოობით ესკეიპიზმად ვიყენებ, ცოტა თუ არ ჩამოვშორდი ხოლმე მაგარი სტრესი მემართება უკვე ნიუსების რეფრეშით და ათასი სისულელის წაკითხვით
I won't miss.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Re: Elden Ring

Unread post#20 » 28 Feb 2022 20:16

4 საათი ვითამაშე ჯერჯერობით და ყველაფერი მომეწონა თამაშში, რაღაც ადგილბში განსაკუთრებით კარგი ატმოსფეროა რეალობიდან გწყვიტავს მართლაც მთლიანად, ისე მომეწონა თამაში არც მაქ პრობლემა პირიქით მისწორდება თუ იწელება ცოტა გეიმფლეი ამ დიდი ადგილების გამო, ვითომ სტანდარტული ლოკაციაა ეს პირველი რუკა, კლდეები და ხეებია მარტო მარა ისეა გაკეთებული რო რაღაც განსაკუთრებულია მაინც, არი თამაშები რო უბრალოდ არ მაინტერესებს ხოლმე გამოვიკვლიო რაღაცები მარა აქ სურვილი გამიჩნდა რო ყველა ადგილი ვნახო და ყველაფერი გავწმინდო ...

ფპს დროპებს რაც შეეხება არის ხოლმე იშვიათად მარა ისეთი არა რო თვალში ხვდებოდეს ან დიდხანს გრძელდებოდეს, წესით ამასაც გამოასწორებენ მომავალ პაჩებში
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 98 guests


cron