ხო აი First Person Shooter-ებს მილიონი წელი არ ჩავრთავ პორტატულზე, რატომ უბრალოდ?
მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებ Thronebreaker-ის ან Darkest Dungeon-ის მასშტაბის თამაშებს.
დაჟე პატარა თამაშებშიც ჭირს ზოგი დეტალის კარგად გარჩევა და ლამისაა Thronebreaker-იც ტელევიზორს მივუერთო.
დეკი როგორ აღიქმება ხელში ამას უშუალოდ რომ ჩავიგდებთ ხელში მაშინ გავიგებთ, მე შედარებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ამაზე გამახსენდა, რომ კიდევ ერთი აუცილებელი სურვილი იდეალური პორტატულისთვის რაც მაქვს: მილიონი აქსესუარის ყიდვა არ მომიწიოს დამატებით, სვიჩი რომ გაქვს კაცს მერე გინდება დამატებით გრიფები, ეკრანის დამცავი, პრო კონტროლერი...