GHOST wrote:დიუნი ვნახე.
მოკლედ, ვნახე და მომეწონა. კარგად არის გადაღებული. ეს სიურეალისტური ვიზუალი რაც ეჭირა მაგრად გამისწორდა, განათება, ჩრდილები და ა.შ. კონტრასტი ფერადი კალადანიდან უფერულ არაკისზე. ჯიჰადის ხილვები, დუნკანის თავგანწირვა.
ამ ტიპმა პოლის როლი მოირგო ძალიან კარგად. რასაც ვერ ვიტყვი ლეტოზე და ჯესიკაზე. ნუ ბევრი დეტალი წიგნიდან არის იგნორირებული, შესაბამისად ლეტოს როლი იყო მცირე, მაგრამ ჯესიკა წარმოდგენილია ნამეტან ემოციურ დედად. უნდა ეჩვენებინა კონფლიქტი მასში, ბენე გესერიტსა და დედას შორის, მაგრამ მარტო დედა ჩანს და ბენე გესერიტი არსად. სხვა მედიუმია და მაინც იმ დეტალებზე ვერ დავძრახავ, რაც ამოიღო, შეიძლება ვერ ჩაატია ქრონომეტრაჟში. :დ
ველოდები მეორე ნაწილს.
გუშინ უყურე და ძალიან მომეწონა. ბევრი რამე დავიჭირე ისეთი რაც si-fi ჟანრში მიყვარს. მიყურებული, დაუნდობელი პლანეტა, რომელიც მარტო რესურსის გამოა აქტუალური - ზუსტად ეგ მინიმალიზმი და სურვაიველ სტილიაქ ფილმს. რო უყურებდი, ერთი რიდიკი აკლდა. ზუსტად ეგ განწყობაა ორივე თამაშში რაც აქ, და პრინციპში პირველ ფილმშიც.
თან ესეთ უპატრონო კაპიტალიზმში მადლია ამის ესეთი ფორმით ჩვენება. ბარონი და ბენე გესერიტი, თავის "ბოზებიანათ" იმდენად ახლოს მოდის ჩვენ რეალობასთანაც დღეს, რო მარტო მაგიტო ღირს ნახვა.
მე წიგნი არ მაქ წაკითხული და ჯესიკა აქ რაც ვნახე და რა განწყობაც დატოვა იყო ჩმორი დედის, რომელსაც ძალით მიაღებინეს ამ მემკვიდრეობით რიტუალში მონაწილეობა და ექსპერიმენტის სახით გააჩენინეს შვილი. სუფთა მსხვერპლია ფილმში და ეგ ძაან ღრმა ფსიქოლოგიურ კონტექსტს აძლევს მოქმედებას. დამთრგუნველია და დრამატულს ხდის პაოლის გმირს, ისევე როგორც ჯესიკას.
პ.ს. უშუალოდ "ეფექტები", ფილმის გაფორმება და გმირების გადაწყვეტა ცალკე დიდი და მაგარი თემაა. მოკლედ მეორე გვინდა ეხა აუცილებლად.
პ.ს.2 გოსთ ისე ამ ფილმში რამდენი წიგნის სიუჟეტია ჩატეული? რამდენ ფილმს უნდა ველოდოთ