Happy Game
ვფიქრობ როგორ გადმოვცე ეს უცნაური თავგადასავალი - თამაში, რომელიც 2 საათზე ნაკლებ დროში გავიარე, მაგრამ ის შეგრძნება რაც დამიტოვა, 2 დღე გავიდა და ჯერ ბოლომდე ვერ ჩავწვდი.
Happy Game-ზე მოკლედ რაც შემიძლია მოგიყვეთ - არის საკმაოდ პატარა თავგადასავალი, რაც დეველოპერის, ამანიტა დიზაინის, ბოლო დროის მოღვაწეობაში სიახლე არ არის. ბოლო წლებია დეველოპერები ურევენ როგორც უფრო "სპონტანურ" და მოკლე (Pilgrims, Happy Game, და სავარაუდოდ ჩუჩელიც, რომელიც ჯერ არ მითამაშია) ასევე შედარებით ხანგრძლივ პროექტებს (Samorost 3, Creaks). მე მომწონს ეს მიდგომა და მეტ ასეთ პატარა, მაგრამ ძალიან სახასიათო თამაშს გავეცნობოდი მომავალში დიდი პროექტების შუალედებში.
თამაშში მართავთ უცნაური გარეგნობის პატარა ბიჭს, რომელთან ერთადაც იმოგზაურებთ იუმორთან და ხალისთან გაზავებულ სასტიკ სიზმრებში. სიუჟეტისგან არ ელოდოთ რაიმე ამბის ყოლას ან აზრობრივი დასკვნების გამოტანას, უბრალოდ გაჰყევით თავგადასავალს და დაელოდეთ შეგრძნებებს.
:)
გეიმფლეი და კონტროლის მექანიკა დევებს თავიანთ სტანდარტზე მეტად აქვთ გამარტივებული, არ გვაქვს ინვენტორია ან ჰინტების სისტემა, მთელი თამაში მოიცავს პერსონაჟის წინ და უკან მართვას და ობიექტებთან ქლიქით ან დრეგით ინტერაქციას.
დახურვის შემდეგ მოკლე ხანგრძლივობის, საშუალო დონის თამაშად გავიყვანე, თუმცა თამაშს აქვს რაღაც მაგიური, რასაც ბოლომდე ვერ ვხსნი და ძირითადად ვუკავშირებ საოცრად ნოსტალგიურ ატმოსფეროს. ეს განსაკუთრებით წამოვიდა ერთერთი ლეველიდან, რომელიც საყვარლად, ჭკვიანურად, ნოსტალგიურად, სასტიკად, სასაცილოდ, ლამაზად და ემოციურად ერთდროულად არის გაკეთებული.
გამიხარდება თუ ნახავთ და დაწერთ თქვენს გამოცდილებებს, მინდა გავიგო გადაიკვეთება ჩვენი შთაბეჭდილებები, თუ მხოლოდ მე დავრჩი ასე უცნაურად გაღიმებული :)
ატმოსფეროს გემოს ასაღებად გიტოვებთ ამ საუნდტრეკს