რა პლიუსიები აქვს სამუდამო ექსკლუზივებს ?
ეს კითხვა დამებადა God of War პერსონალურზე გადატანის ამბავი რო გავიგე და მივხვდი, რომ PS4 ფაქტიურად ექსკლუზივის გარეშე დარჩა. აშკარად არ მომწონს ეს ტენდენცია, მაგრამ რო ვფიქრობ რეალურ მიზეზს, თუ რატო უნდა არსებობდეს სამუდამო ექსკლუზივები, ესე ცალსახად ვერ ვაყალიბებ. პარალელურად არის ნინტენდო, რომელიც თავის ექსკლუზივების პოლიტიკით გახდა ის რაც არის დღეს მილიონობით ადამიანისთვის. ექსკლუზივების გამოა, რომ დღემდე გამოდის 3xA თამაშები და ვითარდება ფუნდამენტი გეიმ დეველოპმენტის (ჩემი აზრით). მაგრამ არის თუ არა ამ ექსკლუზივების სამუდამოდ ესეთებად დატოვებაში რაიმე ჯანსაღი აზრი? თუ კონსოლის სიცოცხლის ციკლის დასრულების შემდეგ, მაინც ჯობია, რომ მულტიპლადფორმა ხდებოდეს ეს თამაშები, რითიც მგონი რეალურად მართლა ყველა მოიგებს... რას ფიქრობთ ?