The Legend of Zelda: Breath of the Wild, Switch / Action-RPG / აღწერა

თამაშები ◀ ანონსის დეტალები ◀ პრევიუ ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
Riddick
Posts: 10779

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#21 » 24 Mar 2021 15:57

თითქმის მთელი მეფის "Free Ride" მერე, რაღაც პერიოდი გადავდე. ეგრევე ჩასაჯდომათ ძაან დიდი პორცია მეჩვენა. ცოტა გავაანალიზე მაშტაბები და ერთი სამი დღეა რაც დაუბრუნდი, უკვე ქვესთების კეთებით და დანჯების გავლით. მარა თამაში ისეა ჩაფიქრებული რო ხეტიალი მაინც ხშირად გიწევს. თან ქვესთ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ადგილზე ორიენტირება ყველა ვარიანტში გჭირდება. ქვესთის ლოკაციებს უბრალოდ დიალოგში გეუბნებიან და მერე შენ ფიქრობ სად შეილება იყოს რუკაზე.

რატომღაც ლოულეველმა რო გადავწყვიტე მთელი რუკის გახსნა და 80% თაუერები რო გავხსენი https://i.imgur.com/BRvSBnE.jpg
ესეც იგივე სიუჟეტია და თან ვიცი რო იქით რაც დადის მაგან თუ დამინახა პიზდეც https://i.imgur.com/mDMZBLX.jpg
ამათ თან ლუტიაქვთ, თან შეილება გაგიცოცხლდნენ და სუ დაძაბული ხარ https://i.imgur.com/bR7zkHv.jpg
ჭუჭუს წითელი ჟელე https://i.imgur.com/E6quUxp.jpg
ცხენი ჯერ ჩემით არ მიყიდია, უბრალოდ ვინმეს თუ ჩამოვაგდებ, ან მინდორში დავიჭერ https://i.imgur.com/QHi0hr1.jpg
რაც ცოტა წინ წავედი სიუჟეტში, მომრავლდნენ ძაან ცაში და აზზე არ ვარ რა თერმაა https://i.imgur.com/R78VrR7.jpg
უცებ მომინდა რო გამერისკა, მარა გადავდე https://i.imgur.com/2eVVzwO.jpg
მეხუთე ცდით მოვახერხე მიფრენა https://i.imgur.com/3iOJq3X.jpg
ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი თამაშში https://i.imgur.com/jhT48X6.jpg
რო გგონია რო მთელი რუკა ნახე და უცებ ახალი ბიომი https://i.imgur.com/nQSe6XZ.jpg
ესეთი მოწმენდილი ღამეები მაგრა ასწორებს https://i.imgur.com/ipWzwLE.jpg https://i.imgur.com/7Dr7Iyq.jpg
მირბიხარ სადღაც, მარა იცი რო თუ რამეა ყველაფერი თან გაქ )) https://i.imgur.com/ClsanCK.jpg
ქარი უხდება წვიმასაც და მზიან დღესაც https://i.imgur.com/d8Syrkx.jpg https://i.imgur.com/AlPQe4h.jpg https://i.imgur.com/JpUscqk.jpg
https://i.imgur.com/2TRWimE.jpg

User avatar
Riddick
Posts: 10779

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#22 » 30 Mar 2021 13:50

არი ესეთი EVENTIDE ISLAND კუნძული სადღაც ტ*ში. ჯერ ძლივს მივფრინდი და უცებ აღმოჩდა რო ქვესთია მთელი ტერიტორია. ყველაფერს გართმევს და გეუბნება რო სამი სფერო უნდა იპოვო რო დაგიბრუნოს ყველაფერი. იდეა ის არი რო გადარჩენილად გაგრძნობინოს თავი და უცებ ნოლიდან იჩალიჩო ყველაფერი. ხოდა სადღაც 20 წუთი ვითამაშე და უცებ ისარმა მომკლა და ვაფშე თავიდან გადამაგდო ქვესთის. ისნა ისევ ვცადე, 40 წუთი ვითამაშე და ჯაიანთმა მომკლა, ისევ ყველაფერი თავიდანო. ანუ სადღაც საათ ნახევარი იმენა ტყუილა ვიწვალე )) ეხა ვზივარ ვფიქრობ რა ჯანდაბა უყო იმ ჯაიანთს. არადა ძაან ტოპ ქვესტია :)

User avatar
GHOST
Posts: 1752

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#23 » 30 Mar 2021 14:32

"ენდერის თამაშის" ვაიბი რატომ წამოვიდა, ამ ყველაფრის წაკითხვისას?! :))))

User avatar
Riddick
Posts: 10779

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#24 » 05 Apr 2021 12:34

სოფელში ორი ტიპი ლაპარაკობდა ვიღაც ბანდიტის სამალავზე, რომელიც ლეგენდის მიხედვით ერთ-ერთი მდინარის სათავეში უნდა ყოფილიყო დამალული. ხოდა ვეძებე ეს მდინარე, გზად რამდენიმე სხვა "სიკრეტი" ვიპოვე, დათვი შემთხვა თამაშში პირველად. ხოდა უკვე რო მეგონა რო სხვა მდინარეზე იყო ლაპარაკი, ავედი და საცავი. კაი დობრად ლუტით. მარა გარეთ რო გამოვედი და ზევით ავიხედე, კლდე კიდე კაი შორს მიუყვებოდა და ბოლოს დიდი მუხის ხე იყო კენწეროდან გადმოყუდებული. ვიფიქრე ავალ ვნახავ რა ხდებათქო.
კლდე არ დამთავრდა... ენერგია მითავდება და აი ბოოლო მომენტზე დავინახე რაღაც დასადგომი და ბოლო წამზე ავედი... ავედი, უკან გადმოვიხედე და უცებ თქეში. ანუ მეტს ვერ ავალ, სრიალებს წვიმაში. რა ვქნა, სადღაც ტ**ში ვარ. რაღაც კლდის გამოწეული ფერდი ვნახე, იმენა 2 კვადრატზე არ წვიმდა და ცეცხლი დავანთე... გავათენე და დილას გავაგრძელე გზა... მუხასთან არაფერი არ აღმოჩდა, მარა მე მაგრად ვიკაიფე მთამსვლელის ექსფერიანსით.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1865

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#25 » 05 Apr 2021 13:40

რატომღაც კაი ხანი ვეძებე მაგ სამალავს მე)
არადა მარტივი საპოვნელია

ეგეთი სპონტანური გეიმფლეი ექსფერიენსები ძაან ასწორებს <3
მარი ქიქს თაკო პანჩური

User avatar
Ripster
Posts: 1698

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#26 » 05 Apr 2021 15:45

მამისონზე ასასვლელად გზაზე რომ გავშალეთ კარავი ეგ გამახსენდა
მარი თიჩს თაკო ფანდური

User avatar
Riddick
Posts: 10779

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#27 » 05 May 2021 11:25

ძაან დიდი "დროფ რეიტიაქ" თამაშს. რამდენიმე მომენტი მუშაობს მაგაზე და თავიდან ვერ მივხვდი რატო მივარდებოდა პროგრესის გრძნობა. ქვესთების პრინციპია ისეთი რო, ზოგიერთ მათგანში ბოლომდე და კონკრეტულად არ გეუბნებიან რა უნდა ქნა. აი გეტყვის მაგალითად ვინმე რო რევორდს მოგცემ თუ ამ ქალაქის ყველა პრობლემებს მოაგვარებო. ... ? ანუ უნდა იარო და სათითაო ენპისი შეამოწმო ვინმეს რამე ქვესთი ხო არააქ, მერე იმათ ქვესთებში ნათქვამი, ნახევრად ახსნილი დავალებები გამოიცნო რა არი და თან ამოწმო, დაეხმარე ყველას ამ ქალაქში და მოგცემს რევორდს პირველი ქვესთგივერი თუ არა (უდაბნოს ლოკაციას ვგულისხმობ ამჯერად). თავიდან რაღაც დონეზე ორიგინალურად მომეჩვენა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ესეთი [ქვესთების შედარებით გაორიგინალურების] მეთოდი შვება სამწუხაროდ ორ ცუდ რაღაცას 1- ის რო უაზროდ შეილება ირბინო და ხარჯო დრო იმისთვის რო მიხვდე რა ჩანაფიქრია ჩადებული 2- ეს უაზრო საათობით სირბილი რო აირიდო უბრალოდ სერჩავ ქვესთს იუთუბზე და ნახულობ რა ლოკაცია, რომელი NPC, ან რა ქმედება იგულისხმება ამა თუ იმ ქვესთის ნახევრად ახსნილ შესრულების მითითებაში.

იგივე სიტუაციაა მთავარ ქვესთებზე. გეიმფლეი იწელება იმის ხარჯზე, რომ ბოლომდე არაა ნათელი ტექსტში როგორ უნდა მოიქცე და ძირითადად რაღაც ადგილის მიგნებაზეა საუბარი. ენპისი გეუბნება, აი სამი მისტიური მთის უკან, ხეროა გადავარდნილი, იმის სამხრეთით დაიკარგნენ მებრძოლები )) ხოდა შენც იდეაში შეილება 2 საათი ეძებო ეს მისტიური მთები.

ეხაც ეგეთი მომენტი მაქ. უნდა დავიმორჩილო ბოლო კოლოსი, რომელიც ვულკანზე დადის, მარა არ ვიცი ეგეთი სიმხურვალის რეზისტის არმორი სად ვიშოვო და ფაქტიურად რეალურ ცხოვრებაში მაქ მოსაფიქრებელი სად შეილება რო ეგ იშოვებოდეს, იმიტო რო თამაში ესე არ მეტყვის ))) ეგეთი მომენტების გამო კიდე ისე ხდება რო ბევრი გადადებს და მერე გადადებული რჩებათ.
აი ესეთი ამბებია.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1865

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#28 » 06 May 2021 12:15

კი გეთანხმები.
ეგ ორი მომენტი არ მომეწონა მეც, გამიმართლა რო წავაწყდი იმ რაღაცას რაც გჭირდება ვულკანზე ასასვლელად, გერუდოს ქალაქის ქვესთი კიდევ დავიკიდე რავი არ ვარ იმ ასაკში რომ 50 საათი ვირბინო 2 საათიანი ქვესთვისთვის.

დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთი hand-holding-ისგან მოწყვეტილი დიზაინი რომ აქვთ არჩეული, მაგრამ 80% კარგად შეასრულეს რაც ძალიან მაგარი შედეგია.

მე ახლახან დავხურე და ენდინგით ვარ უკმაყოფილო - თვითონ ენდინგითაც, მაგრამ უფრო იმით რომ ამხელა ოფენ ვორლდში ტიტრების მერე აღარ მათამაშებენ.
ამიტომ თამაშში საქმე არ დაიტოვო დახურვამდე, გაგიტყდება :D

თამაშის პირველი 60-70% ბევრად ვისიამოვნე თამაშით, ვიდრე ბოლოსკენ. აღფრთოვანებით და აღმოჩენებით დავიწყე თამაში, მაგრამ ცოტა არ იყოს რუტინისკენ წავიდა ბოლოს.

საბოლოო ჯამში ერთერთი საუკეთესო ოფენ ვორლდის ბეჯი აიღო ჩემგან, რომელიც უნდა დაიდოს მაგიდაზე სიდი პროჯექტმა და აიღოს გაკვეთილები შემდეგი ოფენ ვორლდისთვის.
მარი ქიქს თაკო პანჩური

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 39 guests