The Way of Wrath - RPG, პროექტი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#121 » 01 Feb 2021 21:59

სასწაული ვიდეო გამოვიდა. რაღაც მაღალბიუჯეტიანი ვეშის ტრეილერია ეხა ეს, რამე საკმაოდ მოხოდილი სტუდიის.
ხმაზე რო ტიპი აგიყვანიათ ეგეც ძაან კარგია, ვაფშე სხვა დონე დადო.
პ.ს. ძაღლი.
პ.ს. კიპერას იმენა ჯვარზე მიკრულის სახე ))))

მინი გეიმები რა თემაა? ბევრი ტიპის დაამატეთ?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#122 » 01 Feb 2021 23:09

Yo მადლობა !

კი, ცოტა გრამატიკულად გასაშალაშინებელი იქნება მინიგეიმები და გასაფილტრი. მაგრამ თევზაობა ყინულზე ჩავსვი უკვე. სადაც გინდა "ხვრეტ" ყინულს, იქმნება სათევაზაო ადგილი და თევზაობ. მეორე დღეს გაიყინება ისევე.

კიდევ ნადირობაზე დამუღამება რა ადგილას ვინ ბინადრობს და მაგის მიხედვით მახეების დაგება და გამოტყუება ნადირის. თავის პატარა მინიგეიმებით, შუბის დამიზნება და ა.შ. მაგალითად თუ დაამუღამე კურდღელი როგორ გზებს შორის მოძრაობს (რეალ რესერჩი) იქ დადებ თრეფს და თუ კარგად დადე მეორე დღეს დაგხვდება კურდღელი შიგნი.

ყინულზე მინდა ჩამტვრევადი იყოს, თავიდან ივლი ფრთილად იპოვი გზებს მსხვილი ყინულით. მერე სპეციალურ ფეხსაცმელს გააძრობ ივლი თავისუფლად.

გოთიკის იმერსია რო ცოტა მეტროდვანიას და ზელდას ინტერაქტიულობს რო შეუხამო.

მთავარი რაც მომწონს არის რომ კონცეპტი მაძლევს საშუალებას რომ აზრინად ჩავდო ეს ყველაფერი. ნადირი/თევზი გჭირდება რომ გამოკვებო მოკავშირეები, თუ სმით ან მინი გეიმით გაერთობი გაუზრდი იმ როჟას მორალის სტატს და მერე კარგად იბრძოლებს ან იმუშავებს. რაღაც სთორი იქით ექაჩება, Fun_იქით ნაკლებად გამოდის. რაც ერგება მაგ სამყაროში მარტო შენი თავის ანაბარა დარჩენის მუღამს და ალყის გადარჩენას იმას ვაწვები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#123 » 02 Feb 2021 01:14

მამი კურდღელია შიგა


სლეიერას უკვე აქ ენდინგის სცენარზე რაღაც ვარაუდები...

პ.ს. ბიჭო ქართული რო გადაწყვიტეთ მაგრად გამიხარდა. რა მაგარი ექსფერიანსი იქნება პირველად ქართულად თამაში )))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#124 » 03 Feb 2021 08:31

yo! უბრალოდ კარგი გვარიანი მუშაობა იქნება საჭირო რომ ტერმინები კარგად შეირჩეს. თუ გამოვიდა მინდა რომ crowdsourcing ვქნა მაგისი, ტერმინების google spreadsheet გავაკეთო და იქ ჩამოიწეროს ვარიანტები და გაიტესტოს რეებია ყველაზე მისაღები ხალხისთვის.

თუ გამოვიდა ეგ ამბავი, სხვა დავტოვებ Public doc-ად რო ვისაც დაჭირდება გამოიყენოს.

ამასობაში 27 % დღე ნახევარში. სტატისტიკურად ისეთი შედეგია, 110 - 130% დაფინანსების.

მაგარი შეგრძნებაა რომ ინტერესი არის რაღაც უკვე. 1100 ნახვა აქ ვიდეოს და 240 ბეკერი. ყოველი მეოთხე/მეხუთე ვინც უყურებს ვიდეოს ბექერი ხდება.
დისკორდში რო ცალკე რაღაც საუბრები გაება პატარა ბავშვივით მიხაროდა უკვე.
:med: ესეთი კი ვარ უძილობით
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#125 » 03 Feb 2021 10:46

ხალხს ვადისლაიქებ ორი დღეა შემთხვევით :)

მაგარი შრომა ჩაგიდიათ კიკსტარტერში, ეხა ვნახულობდი დეტალყურად. იმედია მალე გაცდებით საბოლოო მარჟას და მინიმუმ ორი მაგდენს მაინც შეკრავთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#126 » 05 Feb 2021 03:46

აუ დისკორდში ძლივს რაღაც community -ი მოიხოდა უცებ. ზამთარში რო სველზე ძლივს ცეცხლს დაანთებ და ფრთხილად უბერავ რომ არ ჩაგიქვრეს და გააღვივო ეგრე ვუზივარ :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#127 » 05 Feb 2021 04:06

პირველი კაი იდეაც დაიბადა community.

ყოველთვის მოსაბეზრებელია თამაშებში ბევრი კრაფტინგ ნივთი. დამღლელია პოშენების და საჭმელების მოძებნა და რაღაც 2 წუთიანი ბონუსისთვის ჩალიჩი. თან 15 ქათამს რო თხლიშავ ტასკაა.

ხოდა ეგეთი იდეა მოვიდა რომ იყოს სამჯერ ჭამის საშუალება დღის განმავლობაში. მაგიდასთან დაჯდები შეჭამ და მიიღებ ბონუსს შემდეგ ჭამამდე.

რახან დღეების სისტემა მაქ ისედაც, ეგ რუტინას შემოიტანდ და გაზრდის ამ დღეების აღქმადობას.

კიდე იდეალური opportunity-ა რომ ჭამის დროს კომპანიონები გაიცნო და რაღაც სთორიები ააგო.

ასევე შეილება სტატუსის თემა იყოს, შენს, ბელადის მაგიდაზე იმ დღეს ვის დაისვამ პატივის თემა იყოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#128 » 05 Feb 2021 11:42

საინტერესოა ესე სიტყვებზე, მარა თამაშში როგორი გამოვა ვერ წარმოვიდგინე ჯერ. იდეაში რუტინული არ გახდეს ეგეც, რო აი ეხა უნდა ჭამო, თან რაღაცას აკეთებ და არ გინდა რო გაცდე მაგაზე სიტყვაზე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#129 » 05 Feb 2021 11:59

ანუ თითონ თამაშში არის დღეების მექანიკა. გაქ 7-10 დღემდე რომ მოემზადო დიდი ბრძოლისთვის.
ყოველი დღე არის როგორ გოთიკაში იყო Chapter_ები, თავები. რუკა ახლდება და ისტორიები მიდის წინ.

დღე დილიდან ღამემდე გადაინაცვლებს real time_ში, და უფრო მეორადი მექანიკები შეიცვლება დღე/ღამეთი. ღამე დასტოპდება დრო და უნდა დაიძინო შენით რო დაატრიგერო წინსვლა.

საჭმელს რო შეჭამ სტამინა მოგემატება, და რაღაც ბონუსები მოგეცემა შენ და პართის.

გექნება ფორტი და ფორტის გარეთ დაპყრობილი ადგილები. ხის მჭრელის კემპი, თიხის მომგროვებელი, სანადირო კაბინა და ა.შ. სადაც შენ მოკავშირეებს ამუშავებ რესურსებზე.

ასევე უფრო პატარა კოცონი კემპებია, (ან შეილება შენით შეძლო მაგის დასმა. ეს ცოტა ბონუს ფიჩერი ალბათ სრული თამაშის გამოსვლის მერე პაჩით რო ემატება. )

რო გაგითავდება ბონუსი ჭამის, გაგეხსნება შემდეგი ჭამის ოპცია და ეს იქნება ერთგვარი მექანიკა რომ სტამინა დაიბრუნო და იმ დღეს მეტი რამის კეთება შეძლო ეფექტურად.

ნებისმიერ ტოჩკაში, ფორტი, რესურსის კემპი, პატარა კოცონი დაჯდები და შეჭამ. შეიძლება იქაურ ხალხთან კონტაქტის ფორმა იყოს და ვისთანაც ბელადი შეჭამს იმას გაეზრდება მორალი და რამე პატარა დიალოგიც მოხდეს.

უნდა გაიტესტოს თუ იმუშავებს, მაგრამ მგონია რომ რახან ეს უფრო პატარა რუკა მაქ, და დღეების სისტემა თითონ ყოველდღიური რუტინის ელემენტები უფრო ადვილად გამოვა. რადგან დაიწყებ უკვე დალაგებას შენი დღის გეგმების.

დილით შეამოწმებ ტრეფებს რამე ხო არ დაიჭირე ღამით, ახალს დადებ, ღამით ნახავ მტრის რომელიმე კემპში ხო არ მოდუნდნენ და რამე ეშმაკობა თუ გამოგივა უქნა. და ასევე ღამის ნადირი გამოჩნდება.

მაგალითად ერთერთ შამანს აქ ეგეთი მექანიკა რომ ჩიტების გუნდი შეგიძლია მოითვინიერო და სადაც დადიხარ დაგყვებიან. ვინმეს რო ელაპარაკები გარშემო დაფრინდებიან მისტიკას მოგმატებენ და ბრძოლაში ცოტა ხნით დაესიონ მტრებს დააკარგინონ სვლები.

და სიტყვაზე ბუების მოთვინიერება თუ გინდა, ღამით მოგიწევს ხმით მიაგნო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#130 » 05 Feb 2021 14:18

დღეში სამი ბევრია ბიჭო, optional რო იყოს კიდე ჰო, მარა ის რო დიდ ბონუსს იძლეოდეს და ფაქტიურად ჭამის რეჟიმში ჩაგკეტოს და მთელი დღე იმაზე ფიქრობდე რო აი ახლა უნდა ვჭამო, მოკლავს რაღაც მუღამებს ეგ. აი გაღვიძებისას ერთი აჭამე და ვსიო :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#131 » 05 Feb 2021 14:29

ხო აი დღეს გააჩნია ალბათ. 1 დღე 1 საათიანი იქნება თუ მეტი რეალ თაიმში. ორი ცვლადია რამდენჯერ იყოს მარტივია რომ ჩავდოთ ვნახოთ. პლეიტესტმა უნდა აჩვენოს და დაბალანსდეს. თუ არ გაასწორა უნდა ამოვარდეს. მთავარია ექსპერიენსი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#132 » 05 Feb 2021 14:46

ხო კაროჩე ისე ქენი რო შეცვლა ადვილად შეიძლებოდეს და დემოსთვის თუ მოესწრება ბარემ გავტესტავდი, ბაზის ასპექტი მინდა აღვიქვა ერთიანობაში როგორ გამოდის და რა როგორ მუშაობს, რამეს თუ დავაექსპლოიტებ ან რამეს თუ ზედმეტად გამოვიყენებ გინდა გეიმფლეის და გინდა გართობის ამბავში :D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#133 » 05 Feb 2021 14:51

მონსტერ ჰანტერში არი ჭამის მექანიკა და ჭამ უშუალოდ სანადიროთ წასვლამდე. იდეაში დაბაფვის ალტერნატიული რამეა, რაც უფრო ბუნებრივად აღიქმება, ვიდრე კასტების გაკეთება ბრძოლამდე და ატმოსფეროზე მუშაობს. ეგრე, რაიმე კონკრეტული თემის წინ შეილება რო შეეძლოს ჭამა, იმის გამო რომ იმ სიტუაციაში მიეცეს პრივილეგია.
აი მაგალითად ზელდაში ისე არ გშივდება და ჭამ მარტო თუ რამე ბაფი გინდა (ან ბეისიქ სიცოცხლის მომატება).
შენ რასაც ამბობ, ეგ უფრო სურვაიველ ჟანრის ჭამის მუღამია და ნუ ეგ შენ უფრო იცი რა გაწყობს და როგორ. თუ ეგეთი სურვაიველ ელემენტები კიდე გაქ, მაშინ კარგად მოერგება.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#134 » 05 Feb 2021 15:27

SLaYeR
დემოში უფრო პროლოგი თემაა, სხვა ლოკაცია და პატარა სოფლის პირობებში ტიზინგი მერე ფორტის. თითონ მეინ გეიმ რუკა ძალიან კომპლექსური იყო ტუტორიალი და შეზღუდული ექსპერიენსი რო ჩაგვედო და ბრძოლის ბოლო დღეები დავდგით, სადაც აგებ ომს და გარბიხარ მერე.

Riddick
ლაითი სურვაივალის ელემენტები არის კი. უფრო აი RPG-ს რომ თემატიკიდან გამომდინარე ემატება გეიმპლეი ხოლმე ეგეთ თემაში ვიდრე სურვაივალ სიმულაცია.

აი რაღაც იმერსიის ამბავში მინდა ცოტა დავაკავშირო მოთამაშე და პერსონაჟები. ჭამოთ ერთად, დალიოთ, ცეცხლთან ჩამოჯდეთ. ეგეთი რამეები. სკაირიმში რასაც წარმოსახვაში ვაკეთებდი, ცოტა მექანიკებით ვისრულებ )))))
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#135 » 06 Feb 2021 22:05

53 % - ბექერი მოვიდა ჯერ აიღო კოლექტორი, მერე კიდე აქაუნთი შექმნა აიღო ნპც დიზაინი 800-იანი, და დაგვიბუსტა დისკორდი სერვერი კიდე. :holy:
ერთი რამე ქართული ღვინო ან ჭაჭა უნდა გავაყოლო მაგის კოლექტორს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#136 » 07 Feb 2021 00:41

გრიგოლა მინდა რო აღმოჩდეს :)

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#137 » 10 Feb 2021 12:52

ბიჭო ქართულად ჩვენ რო მოგეხმაროთ გახმოვანებაში არ გინდა? ეხა უცებ დამარტყა რა მაგარი ექსფერიანსი იქნებოდა :) მთელ მუღამს ჩავაქსოვთ :)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#138 » 10 Feb 2021 13:06

ნაბო ზ'ვარა მოგეწონებათ განსაკუთრებით. უფრო სწორედ ქართულ ვერსიაში ბა ს'ტარდი

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#139 » 21 Feb 2021 16:37

98% ოჯახში იმენა ყველა მონიტორზე ესაა გახსნილი :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#140 » 21 Feb 2021 20:27

ვახ გილოხავთ :D კაი ამბავია. ერთი 40% მაინც რო ნამატით კაი იქნება.

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 30 guests