Nintendo Switch, გამოცდილება და აზრები > კონსილი

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
Riddick
Posts: 11696

Nintendo Switch

Unread post#1 » 15 Jun 2020 02:01

Nintendo Switch - დამეზარა ტექნიკური დეტალების თარგმნიდან დაწყება და ესე გახსნას მაპატიებთ იმედია. კონსოლის გარშემო ბევრი ახალი აზრი გაჩნდა და მინდა რო დავწერო. როგორც რიდიკა იტყოდა, მთავარია შეფუთვა, რაც ამ შემთხვავას ყველაზე კარგად ერგება.

ხო, მოკლედ ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი რომ PS4, მითუმეტეს "მატოვი" ვერსია უკვე სიკვდილის პირას არი. ახალ თამაშებს ჭედავს, იმიტო რო პროზეა ოპტიმიზირებული ყველა, პლიუს გამოსვლითაც ჩემთვის საინტერესო დიათ არაფერი აღარ გამოდის. თან ესაა კონსოლი რომელმაც მგონი ისტორიაში პირველად იკადრა რო თამაშები ჭედავდეს. სხვა ბევრი შემილია დავწერო, მარა მაგაზე სხვა თემაში... ხოდა ავიღე და Switch-ში გავცვალე (ფასის გამო თავიდან ლაითს უმიზნებდი , მარა უცებ ჩვეულებრივი ვერსია შემხვდა).

გაცვლა იმიტო გამომივიდა რო Switch თითქმის არაფერი არ მოყვებოდა, მარა ვფიქრობ, რომ მაინც გამიმართლა, რადგან 500 ლარად ვიყიდე სონი ორი წლის წინ, ეს კიდე გაცილებით ძვირია.
მაქვს პირველი ვერსია, რომელიც სადღაც 3.30 საათი ძლებს 100% დან 0% პროცენამდე. არი უფრო ახალი ვერსიები რომლებიც ძლებს სადღაც 5.30 საათი, მაგრამ მაგასაც არ ვჩივივი.

ეხა მუღამი რაშია (ანუ თემის გახსნა რატო მომინდა). ნუ ჯერ პირველ რიგში მუღამი არი რათქმაუნდა ექსკლუზივები. და სანამ ხელში დავიჭერდი, მხოლოდ ეს ექსკლუზივები მეგონა ცენტრალური. მაგრამ უცებ ჩავრთეთ Hollow Knight და "გააჩერა". მანამდე მარიო, ზელდა და ლუიჯი მენშენი ვნახე, მარა 2D Hollow Knight უცებ ბევრად უფრო Switch "ექსკლუზივი" აღმოჩნდა, ვიდრე პირველი სამი...

ანუ კონსოლმა, სიმძლავრის და მცირე ზომის სინთეზის გამო, სპონტანურად გააჩინა საკმაოდ უნიკალური ნიშა და ეს ნიშაა სხვა პლადფორმების ხარისხიანი 2D ინდი პროექტები.
ის რისი თამაშიც ყოველთვის მეზარებოდა PC-ზე, ამ შემთხვევაში პირიქით, ფულსაც გადავიხდი.

მაგალითად - The Binding of Isaac, Guacamelee! 2, Shovel Knight, SteamWorld Dig 2, Dead Cells, Cuphead, Blasphemous, Celeste, Owlboy, Darkest Dungeon, fez, Ori and the Blind Forest, Trine, Risk of Rain, Gris...

ჩამოთვლილიდან ყველა ჩათვალეთ, რომ ამ კონსოლზე ერთი თავით უფრო საინტერესო სანახავი იქნება, ვიდრე სტაცნიონარულ, დიდ მონიტორიან კომპიუტერზე. კიდევ რაც ვნახე იყო Guacamelee! 2 და ისე აღიქმება, ვერასდროს ვერ იფიქრებ, რომ ამ კონსოლისთვის არ არი შექმნილი.

პლიუს ამას სუ რო ტუალეტში და გვერდით ოთახში დივანზე წამოსაწოლად ატარო, ექსფერიანსი მაინც სხვანარი მოდის. მითუმეტეს თუ სადმე გახვალ და ჰაერზე ნაუშნიკებით ჩაუჯდები.
ყველაზე კარგი მაინც იმათთვის იქნება ვინც ხშირად მოძრაობს გარეთ და პარალელურად რჩება დრო რომ თავისუფალი ფანჯარა ამით შეავსოს (მანქანაში იქნება მშვენიერი რამე)...

მაგრამ ყველაფერი ეგეთი ნათელი არ არი. აქვს ნაკლებიც.
ექსკლუზივები 60 - 80 დოლარი. დამატებითი ნაწილებიც საკმაოდ არაკომფორტულ ფასებში. მაგალითად დოკი 130 დოლარია, რომელიც არ მაქ და თუ ტელევიზორზე შეერთება მომინდა ყიდვა მომიწევს. მაგრამ კარგი ის არის, რომ, რაც ზევით დავწერე, ანუ პერსონალურის ინდი თამაშების ციფრული ვარიანტები საკმაოდ იაფად იშოვება (სადღაც 10 დოლარამდე), და ამ თამაშებს დიდი მონიტორი როგორც უკვე ვთქვი საერთოდ არ ჭირდებათ.

ექსფერიანსის დაგროვებასთან ერთად კიდე დავწერ. თუ ვინმე აპირებთ, ან გაქვთ, თქვენც არ მოგერიდოთ გამოცდილების და საჭირო ინფორმაციის დადება.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Nintendo Switch

Unread post#2 » 15 Jun 2020 11:04

არამარტო 2D ხალხი დივინითის, ვეისთლენდს და ეგეთ PC RPG_ებს ხურავს, სკაირიმს და რაღაცეებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#3 » 15 Jun 2020 12:57

კი, ბევრი რამეა კარგი. 2D თვითონ კონსოლის ეკრანის ზომის გამო გამოვყავი. ისე ერგება გგონია რო სპეციალურად მაგისთვის არი გაკეთებული.
რასაც ვერ იტყვი თუნდაც 3D ექსკლუზივებზე. პატარა ეკრანზე იმდენად დეტალური ხდება რო თვალებს გიღლის. ესე რთულია ახსნა, რო ნახავ ეგრევე მიხვდები.

სტიმზე თავიდან საინტერესო ინდი თამაშების ციფრული კოლექციის შეგროვების მუღამი გამიჩდა თავის დროზე და ეხა მაქ მაგის მეორე ტალღა.

პ.ს. საინტერესოა თაჩსქრინზე ფოინთ ენდ ქლიქ ედვენჩერები როგორი გამოდის

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Nintendo Switch

Unread post#4 » 15 Jun 2020 18:25

ბიჭო მგონი იჩიპება უკვე )))))))) დასარისერჩებელია ეგ თემა და თუ გამოვიდა დაჩიპვა ეგრევე დასათრევია )))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#5 » 15 Jun 2020 22:22

კი იჩიპება. ეხა რაღაცეებს რო ვარესერჩებდი სუ მხვდებოდა ეგ თემა. მარა გამორიცხულია ეგ რო ვქნა )) რაღაც სხვა მუღამიაქ რა, მაგარი მყუდრო რამეა და ეხა ყველა თამაში რო უფასო მქონდეს ამაზე საერთოდ სხვანაირი აღქმა მექნებოდა. აი ტელეფონზე სათითაოდ ვარჩიე მეგადრაივის თამაშები, მარა იმდენი გამოვიდა მაინც რო დიდათ არ მინდება ხოლმე ჩართვა. "განსაზღვრული პორცია ჯობია"

პ.ს. eShop თამაშების ფასები რეგიონების მიხედვით

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#6 » 01 Jul 2020 00:04

დოკი ვერ ვიშოვე რო მონიტორზე შევაერთო :) 200 ლარის მიცემა არ მინდა.. პროტატულ რეჟიმში ვთამაშობ Link's Awakening და რო ვწევარ ხელები მიბუჟდება. არვიცი ხოლმე როგორ მოვერგო ))) მარა მაგარი კრუტოი რამეა. სლიფი ყველაფერსააქ, მარა პორტატივობის გამო ამაზე ძაან მაგრად ფიჩად იქცევა. უცებ გათიშავ, გადადებ, 15 წუთში ჩართავ იმ მომენტიდანვე, გათიშავ, გადადებ, ჩართავ მეორე დღეს მანქანაში იმ მომენტიდანვე. ექსფერიანსი რო არ გიწყდება მაგარი მუღამიაქ.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#7 » 22 Jul 2020 21:48

მოკლედ კონსოლი ხო ვიყიდე :) უფრო სწორედ გავცვალე... და სვიჩს დოკი არ მოყვა, ხოდა დავიკიდე, ვიფიქრე დოკია რა, მთავარია კონსოლი ხო მაქთქო... ხოდა თურმე წმინდა გრაალია ეს დედა მო**ნული :) ჯერ დოკი არსად არ დევს ახალი, მარტო იბეიზე ვნახე. მერე აქ დავიწყე ძებნა... მომწერა ერთმა მაქო, 150 ლარადო (გადამყვანი). კაროჩე კაი, ვიყიდე ეს დოკი. მარა დოკსო დენში შესაერთებელი არ მოყვებაო. კაი მევიფიქრე დენში შესაერთებელია ეტა ხუინა, მაქ ტელეფონის და წავა. მოვიტანე ჩემი **ე წავა. დავსერჩე შესაერთებელი 30 დოლარამდე ღირს. დავწერე აქ ჯგუფში და ტიპი მწერს 90 ლარად მოგცემო ))) მგონია რო მეჩვენება ეხა ეს. დენში შესაერთებელი ღირს 90 ლარი... 150 ნაყიდი დოქი მიდევს გვერდზე და კიდე 90 ლარი მინდა რო დოკი ჩავრთო... ყოჩაღ ამათ

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Nintendo Switch

Unread post#8 » 22 Jul 2020 21:54

დოკი ის არაა რითაც ტელევიზორზე აერთებ?
ეხლა დენზეც ფრთხილად იყავი და რეგიონი შეამოწმე, 110 ვოლტზე გადამყვანი არ იყოს საჭირო და არ დაწვა ვაბშე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Nintendo Switch

Unread post#9 » 24 Jul 2020 13:45

არა ეგ როგორც წესი ამერიკულ ტექნიკას ახასიათებს, ვოლტების გადამყვანი რო ჭირდებათ

აუ 90 ლარად 150 ლარიანი დოკი რო შეაერთოს და აფეთქდეს )))))))))))))
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Nintendo Switch

Unread post#10 » 24 Jul 2020 17:10

PS2-ზე იყო მასე მგონი. ზოგ ვერსიას ჰქონდა მარეგულირებელი შიგნით და ზოგს არა, შეიძLება გგონებოდა რო წავიდოდა და უცებ ებუთქა ))))
PS3 თავის დროზე პირდაპირ ვთხარე, კიდევ კაი ჰქონდა მარეგულირებელი შიგნითვე )))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#11 » 06 Nov 2020 19:59

მეღირსა ადაფტორი. მონიტორზე რო გადავიყვანე ლუიჯი, ბრმა რო თვალს აახელს ისეთი ეფექტი ქონდა. ანუ 3D მაინც რთულია პატარა ეკრანზე და ეგ ფაქტია.
ორგანზომილებიანები ძალიან კარგია პორტატულად. 3D თამაშები აი მარტო მონიტორიდან შუალედებში, თუ ძაან გენდომება და სადმე წაიღებ იმ შემთხვევაში, თორე ესე თავიდან ბოლომდე დახურვა ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ ღირს. მითუმეტეს ეხა Breath of the Wild -ის ხელა პროექტებში ძაან იწვალებ სავარაუდოთ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Nintendo Switch

Unread post#12 » 06 Nov 2020 20:38

2D-საც გააჩნია ჩემი აზრით. თამაშები რაც პორტატულისთვის იქმნება, ის ბლომდე მორგებულია ხოლმე და რაც მონიტორებისთვის არის და იმას პორტატულზე უშვებ, ბევრი რამე იკარგება, ვიზუალური სილამაზიდანდ დაწყებული, წვრილმანი დეტალებით დამთავრებული
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#13 » 06 Nov 2020 20:49

თუ უკვე არი გადატანილი სვიჩზე. ანუ პორტატივის მონიტორზე უნდა ითამაშებოდეს (იყოს მორგებული). ეგეთი თამაშები ვიგულისხმე და არა ზოგადად ორგანზომილებიანი.
სვიჩის მონიტორზე მორგებული სამ განზომილებიანი თამაშები ბევრად რთული სათამაშოა, ვიდრე ორ განზომილებიანები, მე რაც ვნახე იმ გამოცდილებით. მაგის თქმა მინდა.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#14 » 14 Nov 2020 11:34

SD კარტა ვიშოვე და რო ჩავდე მივხვდი, რომ (შევცდი თავიდან და) საბოლოოთ დაპრაშივკებული ვარიანტი ალბათ ყველაზე აზრიანი თემა იქნება (და მინდა). იდეაში უკვე რო დაანონსებენ ახალ სვიჩს და გეცოდინება რო არაფერი ისეთი სერიოზული არ გამოდის, უნდა იყიდო 128-256 გიგაბაიტიანი ესდეკარტა და გატეხო. ჯერ რო უაზროდ ძვირია თამაშები, დაჟე მეორად მარკეტზეც და მერე სიტყვაზე რაც ძაან გაგისწორდება იმას იყიდი საკოლექციოთ. ჩატევით კიდე 256 ალბათ სვიჩის ნახევარი კოლექცია დაეტევა და უცებ ძაან მაგარი გაჯეტი გაგეჩითება, უამრავ სიტუაციაში რო გემრიელად შეირგებ.
ონლაინზე გასვლა, ერთადერთი თამაშის აფდეითისთვის თუ დამჭირდება ეხა მე აქ დალშე საერთოდ არა აქტუალურია.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#15 » 14 Nov 2020 11:39

და ზედა პოსტს მინდა დავამატო მეორე თემა. ჯოიკონების. ანუ რაც მონიტორზე შევაერთე, ჯოიკონები მოვხსენი კონსოლს და ხელში მიჭირავს. ჯოისტიკის ფორმა არ მაქ, რომ იმაში ჩავდო და ისე ვითამაშო, ამიტო ცალცალკე მიჭირავს ხოლმე ორივე და თავიდან მაგარი უჩვეულო იყო, მარა რეალურად მაგარი ინოვაციური თემაა, ძალიან კომფორტულია. საერთოდ თავისუფლად გაქ ორივე ხელი ერთმანეთისგან. როგორი პოზიციითაც გინდა ისეთით გიდევს ხელები და თან თამშობ. მართვას რო ეჩვევი, ისეთ გრძნობაგაქ რო ჯოისტიკი იმენა თითონ ხელებშიგაქ ჩადგმული :) ერთი სიტყვით ვითო შეზღუდვაა, რომ მონიტორის ჯოისტიკი არ მაქ, მარა რეალურად სერიოზული იმფრუვმენტია

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Nintendo Switch

Unread post#16 » 14 Nov 2020 16:15

კი ძაან გამისწორდა მეც ეგ ჯოიკონები, ძაან მსუბუქი რაღაცით რომ მართავ ასწორებს.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#17 » 02 Feb 2021 17:02

სვიჩ პროზე ლაპარაკობს უკვე ფან ბაზა (სტრანნი ფან ბაზა ყავს ამ კონსოლს, ცოტა ტრ**ი პერო (: ეს ისე პირადი დაკვირვებიდან). მარა თვითონ ფან ბაზაც თანხმდება იმაზე რო უამრავი პრობლემააქ ორიგინალს. მე პირადად რაც მაქ ძაან ბევრი პატარა გაუაზრებელი მომენტი უპოვნე. ემჩნევა რო სუფთა დაუმუშავებელი კონცეპტის დონეზე მყოფი რაღაც მოწყობილობა გამოუშვეს, რომელმაც უბრალოდ სწორ ადგილას და სწორ დროს ამოყო თავი (კონკრეტულმა ექსკლუზივმა და დიდი კონსოლების თამაშების გაპორტატულების ფაქტმა ქნა თავისი). თორე როგორც დამოუკიდებელი მოწყობილობა არი მაგარი გაუაზრებელი და ბევრი მიმართულებით არა კომფორტული.

ყველაზე უაზრო მომენტები რაც შევამჩნიე (არვიცი, შეილება დავწერე ადრეც), ეს არი დოკში ჩადების დროს რაც არუნდა ნაზად "შვრა", ისეთი ტუპოი კონსტრუქციააქ რო მაინც ხაზავს პორტატივის უკანა მხარეს. + , 3D თამაშების უმეტესობა ძალიან არაკომფორტული სათამაშოა პორტატივის ეკრანზე. თვალები და თავი გტკივდება, იმიტო რო დეტალიზაცია დიდია, რის გამოც არ ჩანს თამაში და სუ თხუნელასავით იყურები რო დაინახო რა ხდება. + , ხელში დიდხანს დასაჭერადაც ძაან მოუხერხებელია. სადღაც 20 წუთში ხელები გტკივდება და ხვდები რო რაღაც უაზრო ბრტყელი ტიპია, რაც თანამედროვე კონსოლების ჯოისტიკების ერგონომიულობის მერე, აი ვაფშე გაუგებარი ამბავია.

ზოგადად, რაც დოკი და ადაფტერი ვიშოვე (ორი თვის მერე...) პორტატულში ჩართვის სურვილი არც გამჩენია. და ეჭვი მაქ ბევრი იქნება ჩემსავით, რო ჩადო და დაი**ა ამოღება.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ სერიოზული იმფრუვმენტი ჭირდება და ამდენი ფულით მართლა აქვთ სერიოზული პოტენციალი. უკვე ისეთი სიმძლავრეებია პორტატულ სფეროში და ისეთი გაგრილების სისტემები ახალ ტელეფონებში, რო მეოთხე PS თაობის თამაშებს უპრობლემოდ დადებს სვიჩი. პროსტა ამათი ღორობის ამბავი რო ვიცი, მაინც ისე გააკეთებენ რო ვერ შეირგებ. სუ რაღაც გექნება საყიდელი და სუ რაღაც დისკომფორტი პარალელურად (მაგრამ ვნახოთ).

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#18 » 28 May 2021 21:18

სვიჩ პროს გეგმავენ ძაან ახლო მომავალში https://gamemag.ru/news/157320/nintendo-switch-pro

რავი ეხა ვფიქრობ ხო არ გავყიდო ჩემი, რო დაანონსებენ ეგრევე დაუვარდება ფასი.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#19 » 08 Jul 2021 15:24

ახალი დაანონსეს. ერთი რაც რეალურად შეცვალეს არი ეკრანი და სიდიდიე.
მე რაც დოკში ჩავდე და მონიტორზე შევაერთე, ამოღება საერთოდ არ მომდომებია ისეთი ცუდი იყო პორტატივზე და თუ აგვარებს მაგას კიდე გასაგებია, მარა დიდი ვერაფერი აფდეითია მაინც. საერთოდ ახალ ნაწილს და ძლიერ ჰარდს ველოდებოდი რო დადებდნენ.

Riddick
Posts: 11696

Re: Nintendo Switch

Unread post#20 » 24 Sep 2021 12:10

მოკლედ მე და სვიჩის გზები ამ მომენტისთვის გაიყო :) არ ვწუწუნებ, არც კონსოლს ვადანაშაულებ რამეში, უბრალოდ მივხვდი რო ჩემი არ არი... 4 ექსკლუზივის ნახვის მერე მივედი ამ აზრამდე და მეტის ნახვა უკვე აღარ მომინდა. არც პორტატივის ფორმით მომდომებია არსად წაღება. ზოგადად იმდენ დროს ვატარებთ ეკრანის ყურებაში, რომ სადმე თუ გავდივარ, ნამდვილად აღარ მაქ კიდე ეკრანში ყურების რომანტიკა. აზრი ექნება ხალხისთვის ვისაც ბევრი თავისუფალი დროაქ სამსახურში მაგალითად, მარა დღევანდელი სმარტფონების და ემულატორების ფონზე, ეგეც დამატებითი ხელის შემშლელი გაჯეტი შეილება გამოდგეს საქმეზე. ამიტო არ ვიცი, ექსკლუზივებით ცოტა იმედ გაცრუებულივარ და მგონია რო ზედმეტი აჟიოტაჟია (ყველაზე თემა მაქ გახსნილი და დეტალურად მიწერია თუ რა და რატო). აი ინდის სათამაშოდ კიდე შეილება, ისიც დეკის გამოსვლამდე. ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც დაბალ ფასად ყიდვა და გატეხვა იქნება. ვფიქრობ რო ბევრად უკეთესი ექსფერიანსის მიღება შეიძლება ერთიანად მთლიანი ბიბლიოთეკის ქონით.

იმედია სხვებიც დაწერთ ამ გაჯეტით სარგებლობის გამოცდილებას, საინტერესო იქნება თქვენი აზრის გაგებაც.

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests


cron