Unread post#153 » 03 Nov 2015 05:10
მაინკრაფტზე როგორ შეიძლება სთორი მოუდის დაშენება თუ ეჭვობდით, თურმე ძალიან მარტივი ყოფილა. პროსტა *=ზე იკიდებ Minecraft-ს, აიგნორებ მის ენჯინს და Telltale-ის თამაშების ძრავზე აგებ თამაშს.
თამაში ცუდი არ ჩანს პირველი ორი ეპიზოდით, Tales from borderland-ამდე შორია მარა არაუშავს. პროსტა ყვანჩალა და ბოლოკაზე იგივე შედეგით შეიძლებოდა ამ თამაშის გაკეთება როგორც მაინკრაფტზე.
სიუჟეტი/სამყარო ნაკლებად რეტარდულ Lego the movie-ს გავს. თანამედროვე სტერეოტიპების პერსონაჟები ჩატენილი ფრენჩაიზის კოლორიტებით გაფორმებულ ფსევდოსამყაროში.
(ალბათ) თვითირონიულად აბსოლუტურად ყველაფერი კინო კლიშეებზეა დაფუძვნებული. ხუმარა მთავარი გმირი, რომელიც იმის მიუხედავათ რომ არაჩვეულებრივ ისტორიაში გაეხვევა, მაინც იღებს უბრალო კაცის ფასადს რომ ხალხმა საკუთარ თავთან გააიგივოს. მონერდო მეგობრებთან ერთად high school ფილმის სიტუაციაში ეხვევა, სადაც მდიდარ, გამოცდილ და ამპარტავან გუნდს უპირისპირდება. აქვე რათქმა უნდა გოგო შემოდის სურათში, მოკლედ კარგად გაკვალულ გზებს მიუყვება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.