კაროჩე ასეთი სიტუაციაა ჯოხებზე:
რეკომენდირებულია გარე ჩამკეტები რო აქვს მასეთი ჯოხების ყიდვა, არც დასაკეცი და არც სატრიალო ჩამკეტი, ვინაიდან თუ გაფუჭდა ბევრად იოლი შესაკეთებელია, უბრალოდ ჩამკეტს გამოცვლი და ეგაა. სხვა ჩამკეტები ხარისხიანი რო იყოს ძვირის გადახდაა ძალიან საჭირო. კარგია როცა ჯოხს რეზინის სახელურები არ აქვს და აქვს cork მასალის (ქართულად არ ვიცი რა ქვია ბოთლის საცობების მასალას) ან ახალი EVA ქაფის მატერიალის.
ბრენდები კარგია ძირითადად Black Diamond (ამერიკული), Leki (ჩეხური) და Komperdell (ავსტრიული) და ამათი ფასი სეილებზე შეიძლება ჩამოვიდეს 60$ და ავიდეს 200$ მდე, ჩაჯდომა უნდა კარგ მოდელებს და რევიუების გადახედვა. ზოგს აქვს დადგმისას ზამბარასავით ეჭირება და მეტი კომფორტია, რაც ფასს უმატებს (მე დავიკიდე ეს).
მოკლედ კარგი მოდელი უნდა გამოიყურებოდეს ასე.
თუმცა არის მეორე კატეგორია ჯოხების, რომლებიც შედარებით უცნობი ბრენდისაა, მარა იაფიც ღირს, არც ისე ხშირად ფუჭდება და მსუბუქიცაა, რის გამოც ულტრალაით სასტავს ევასება საკმაოდ. ხალხს PCT-ები აქვს გავლილი და 500 მილზე გაუძლო.
ხოდა რავი ამ ეტაპზე იაფად და მსუბუქს ამათ გირჩევდი:
Cascade Mountain Tech Trekking Poles - Carbon Fiber - ნახშირბოჭკოს კორპუსი, კორკის სახელურები, გარე ჩამკეტები. 230 გრამი თითო.
Cascade Mountain Tech Trekking Poles - 3K Carbon Fiber - უფრო გამძლე ნახშირბოჭკოს კორპუსი, კორკის სახელურები, გარე ჩამკეტები, 230 გრამი თითო.
Cascade Mountain Tech Trekking Poles - Ultralight - ნახშირბოჭკოს კორპუსი, ქაფის სახელურები, გარე ჩამკეტები, 160 გრამი თითო.
Cascade Mountain Tech Trekking Poles - Aluminum - ალუმინის კორპუსი, ქაფის და კორკის ნარევი სახელრები, გარე ჩამკეტები, 290 გრამი თითო.
ამ ლისტიდან მე ან პირველს დავითრევდი ფასის პონტში, ან მესამეს წონის პონტში.
თუ ორმაგის გადახდას მაინც დააპირებ თე*ლ ბრენდში ამაზონის სეილებზე და გერმანულ იბეიზე ჩაუჯექი ზემოთ რა ბრენდებიც ვთქვი და Cork + გარე ჩამკეტებით ამოარჩიე ისე რო თითო 200 გრამზე მეტი არ იყოს. სადღაც 80-100$ ის ფარგლებში დაითრევ წესით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.