SLaYeR - ექსკლუზივები იმ შუაშია რო სონის ფაბლიშინგით გამოდის და მაგათი შიდა სტუდიები აკეთებენ :) მე ინდი სექტორს და იმ ფაბლიშერ-დეველოპერის ეპოქას ვადარებ აქ ერთმანეთს და არა იმას რაც ეხა გამოდის ზოგადად :) რავი ეს შედარება რატო გადაწვიტე არვიცი, დამილინკე ჩემი მსგავს შედარებაზე გამყვანი ფრაზა მაშინ. კაცი გეუბნები ფაბლიშერებს და მათ მიერ შექმნილ ბიუჯეტებს თავისი დიდი პლისუი მოაქვსთქო და ფაბლიშინგით გამოსულ თამშებს მილინკავ. რავიცი რა გითხა
მოქონდათ კი, დღესაც ცალკეულებს მოაქვთ, ვინ უარყოფს მაგას? კარგი იყო როცა ამდენი ფული ისხმებოდა ხარისხში და არ იყო ხალტურა. ხარისხზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ინდუსტრია იქცა კონვეიერად და მაგიტომ დაფასდა ის ინდიც თორე ვინ გაიხედავდა მაგეთ? AAA სტუდიები რო ახალტურებენ თამაშს და ერთი და იგივეს შტამპავენ ეგაა პრობლემა. იმ სურათის გამო დავწერე თორე მე არ ვადარებ ეპოქებს საერთოდ, შეიძლება შევადარო თამაში თამაშს, ისაც იმიტო რო მომწონს და რაღაც საზომია ჩემთვის, მეტი ინტერესი არ მაქვს. ის სია იმიტომ დავლინკე რო ცოტა თამშის გამოსვლაზე იყო ლაპარაკი და არა იმიტო რო მაგ ეპოქას ვადარებდი ახლანდელ ინდის. და ნუ ცალკეულ თამაშებზე რო დავიდეთ ზოგი აჯობებს და ზოგი ვერა.
SLaYeR / hellwalker - ინდიზე ანტი განწყობა არ არის. ინდიზე არის ის განწყობა, რომ მას არააქვს განსაზღვრება და ყველაფერი მას ეწეპება ამის გამო, რაც არასწორია და მარტო ცუდი მოაქ როგორც უშუალოდ ინდი სექტორისთვის, ასევე მოთამაშისთვის, რომელსაც ორიენტირება არ შეუძლია ამ ფენომენის გარშემო, მისი არასრული დეფინიციის გამო.
ანუ აქ არგუმენტი რაც შეიძლება იყოს არის ერთი: არის თავისუფალი ბაზარი, არი ხელმისაწვდომი სამუშაო იარაღები, არის სფერო პოპულარული და დიდი თაობა ვეღარ ეძახის მხოლოდ გასართობს, ამიტო ეტანება ბევრი ადამიანი და კეთდება უამრავი ექსპერიმენტი ძალიან დაბალ ფასად. ბუნებრივი პროცესია ეს და ამისი აღმოფხვრა შეუძლია მხოლოდ დიდი ფულის ჩასხმას ხარისხიან პროდუქტში და იმით ხალხის დაინტერესებას. ვისაც უნდა 2$ იანი თამაში ითამაშოს, ვისაც უნდა ჰენტაი ის ითამაშოს.
SLaYeR - ხოდა რადგან სეგას მიდარებ სტიმს, მოდი ისიც შევადაროთ რაოდენობრივად რამდენი რამდენზე იქნება კარგის და ცუდის ფარდობითობა )) რაზეც შედარების გარეშე გეტყვი და დიდი ალბათობით მაგას მაინც დაიჯერებ, რომ ბევრად მეტია პროცენტულად სეგაზე კარგი და ათასობით ნაკლებია ხალტურა, რაც ცუდშიც არ გადის და დაუმთავრებელს ნიშნავს.
რა თქმა უნდა დღეს მეტი იქნება, ადრე არ იყო ხელმისაწვდომი საქმე დეველოპერობა კი არა პროგრამირებაც კი. დღეს ბევრი ადამიანი სწავლობს პროგრამირებას და რატომ არ მოსინჯავენ ბედს? სტიმი არ იქნება და იქნება itch.io, newgrounds და 2000-იანების სიამოვნებით ვთამაშობდი newgrounds-ზე თამაშებს, კაკრაზ იმ დანაკლისის გამო რაც მქონდა AAA-დან, სულ არ იყო მგონი მაშინ სტიმი.
ეხა ფეიბლს რო გამოყოფ და რო მიცინიხარ რანაირად ვერ დაიდოო, მეც გიცინივარ მაგაზე. კი დაიდო :) მაგაში მართალი ხარ :) ინდიში ფეიბლზე უკეთესი ერპიჯიები დაიდო. ბიოვეარის და ინტერფლეის დონის სტუდიებიდან წასული ხალხის ხელით, რომლებსაც გამოცდილება ზუსტად მაღალბიუჯეტიან პროექტებში ქონდათ მიღებული. ეგეც არაფერს არ ნიშნავს, ისე ვამბობ.
გამოცდილი ხალხის პრაქტიკაც ბევრს ნიშნავს თუ ხარისხს დებს და დისკო ელიზიუმის ახალგაზრდა ტიპების გამართლებაც. მუღამი ისაა რო ნიჭიერი ხალხი ხან დიდ სტუდიებში იქნება, ხანაც ცალკე, მთავარია ხარისხი დადონ და თამაშმა გაამართლოს.
მე იმ ტენდენციის ახსნა ვცადე რატომ გახდა ეს პატარა სტუდიები გამართლებული, ანუ როგორ გაამართლა, როგორ აშოვნინა ფული ამ ხალხს, რატომ დააფინანსეს ჟანრის მოყვარულებმა კიკსტარტერზე - მიზეზი იყო ის რო ეს დაპირებები აკლდა ხალხს და უნდოდათ ხელახლა გამოეცადათ უკვე დაკარგული და მივიწყებული გეიმფლეი თუ მიდგომები, ხოდა ზოგმა გაამართლა, ზოგმა ვერა, ზოგმა ძველს აჯობა, ზოგმა ჩაიჯვა, ზოგი გაკოტრდება, ზოგი გამდიდრდება, ზოგს მაიკროსოფტი იყიდის და იქნება მუდმივი ცვლილება. ბაზრის basic ამბავია ეგ რასაც ვუყურებთ
ინდი სექტორი იმიტო უნდა დავატოლოთ ჩემო სლეიერ ოქროს ეპოქისას, რომ მაშინ ფაბლიშერების ფულით და ზედამხედველობით იქმბნებოდა თამაშები. საინტერესოა დისკუსიის ამ ეტაპზე რო გაგიჩნდა ეს კთხვა. მე აქ ვცდილობვდი მეთქვა, რომ ამ მოდელს ბევრად მნიშვნელოვანი თამაშები აქვს შექმნილი და კიდევ ქმნის. მაგაზე ვლაპარაკობდით თავიდანვე.
თავისთავად აქვს და ვისურვებდი რო კიდე ჰქონდეს. მირჩევნია მაქსიმალურად ბევრი ფულით გამოწურონ ნიჭი ვიდრე ლიმიტებში იწვალოს ნიჭიერმა ხალხმა. აგერ მაიკროსოფტმა რო დაითრია რამდენიმე RPG დეველოპერი მივესალმები მაგას, სანამ აურევენ იქამდე.
და ის რომ დღევანდელი RPG ები როვნად უდგას კლასიკას, ძალიან კარგია - უბრალოდ პირველ რიგში RPG გარდა ძალიან ბევრი ჟანრი არსებობს, სადაც ვერ უდგას და მეორე რიგში, თუ უდგას უდგას სიუჟეტური თვალსაზრისით, არჩევანის თავისუფლების და სხვა შეზღუდული ბიუჯეტის რეალობაში შესაძლებელი ელემენტებით - მაგრამ გოტიკს, მასკარადს, მოროუვინდს, სკაირიმს და სვა მსგავს თამაშებს, ვერ უდგას ტექნოლოგიურად. ბანალურად იმიტომ, რომ 3D -ა და ამ ფორმატის გარეშე ეს თამაშები არ იქნებოდა ის რაც არის. მათი ეფექტის დიდძალი წვლილიც ზუსტად ამ სამ განზომილებაზე მოდის დღემდე, ხოდა ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც ერპეგეშიც, რადაგნ იმერსია მაქ საერთოდ სხვა დონის. იზომეტრიასაც ვაფასებ, მაგრამ ეს მომენტი ბევრად პრივილეგირებულია და ეს დონე შესაძლებელია, მხოლოდ დიდი ბიუჯეტით.
ეს ჟანრებიც მოთხოვნა/მიწოდების ამბავია. რავი მასკარადის დონის 3D სამყაროს შექმნა დღეს ძალიან გაუჭირდება პატარა სტუდიას, შეუძლებელც კი მგონია დღეს იმერსივ სიმის დონის ლეველ დიზაინი დადონ ამ ბიუჯეტებით. ხოლო რასაც ახლა აკეთებენ, თუ არ მოითხოვს ხალხი არ გაეყიდებათ და შეეშვებიან მაგასაც - აგერ Deadfire მარტო იმის გამო არ გაიყიდა რო არც მარკეტინგი ჰქონდა კარგი და უბრალოდ ეგ უთე**ლესი სეთინგი პროსტა უმრავლესობამ არ მიიღო პირველი ნაწილის გამო, დაიგრუზა შემქმნელი და ბერად აღკვეცას აპირევს მგონი )))) თუ არადა აკეთონ ხარისხიანი. ეხლა ტენდენცია რო იყოს AAA დონეზე რო მაგ კომპლექსურ გეიმფლეის/ექსპლორაციას აწვებოდნენ და ვიჩერის დტალიზებული სამყარო იდოს ამხელა, იმხელა თამასა იქნებოდა რო ეგრევე დაიწყებდა ვიღაცა მაგ ხალხის შეკრებას და გამეორებას, მარა ნუ რაც აკლია ვიჩერს, დღეს ეგ არის სხვაგან სხვა სახით და ვითარდება მაგ ორი კუთხით ჟანრი მაინც. აგერ ახლა Baldur's Gate 3 გამოდის ძალან ლამაზი ვიზუალით და ვნახოთ სადამდე გაქაჩავენ, აყვნენ ამ გაპოლიშებული ლამაზი პერსონაჟების ტენდენციას და კარგია ეგ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.