The Blade Itself დავამთავრე.
რატომღაც მეგონა, რომ უბრალოდ იგივე სამყაროს, მარა სხვა პერსონაჟების ისტორია იქნებოდა დანარჩენ ორ წიგნში, მაგრამ სრულფასოვანი ტრილოგია იქნება როგორც ჩანს და ასწორებს.
ვისიამოვნე. ძაან მსუყე თხრობის სტილიაქ ავტორს, მარა ხანდახან იკლებს დინამიკა. დროთადრო ცენტრალური სიუჟეტის განვითარების ნაცვლად, უფრო ლოკალური მოვლენის გარჩევაზე გადადის და ერთი ორჯერ გაწელილად მომეჩვენა სიტუაციები.
ზოგადად ჯეზალის ხაზი, თვითონ პერსონაჟის სეთინგიდან გამომდინარე, საერთოდ არ მაინტერესებდა. მაგას ეტყობა თვითონ ავტორიც ხვდება და არდის დახმარებით შველის სიტუაციას. მარა მთლიანობაში ყველა პერსონაჟი ახლოს მოვიდა. ყველას რაღაც თავის დამახასიათებელი აქ მიცემული, ქარიზმატულია და გემრიელად ერგება, ავსებს სამყაროს.
დამაჯერებლად იკვეთება სხვადასხვა პერსონაჟები და მათი რეალობები. ხვდები დაახლოებით როგორი აღქმა ექნებოდათ ადრე, სხვადასხვა ხალხებს ერთმანეთის. და მანდ ძაან ლაითად და გრამატიკულ დონეზე შემოყავს მაგია.
სიცოცხლისგან და სილაღისგან დაცვლილ, გაცინიკოსებულ ქალაქს რო უცებ ეგზოტიკური ქვეყნებიდან წამოსული ხალხის თვალით უყურებ და თან უცებ იქვე მაგია რო ჩნდება. მაგია რომელიც სპეციფიური, სიღრმისეული ცოდნის სიმბოლო უფროა, ვიდრე რამე სასწაულმოქმედება. სერიოზული ატმოსფერო მოდის მაგ დროს.
ასევე არი რაღაც ისეთი დიალოგები და პერსონაჟების გადაკვეთები, რომლების დროსაც დაძაბულობა ბევრად მეტია, ვიდრე თუნდაც რაიმე კარგი ექშენისას და ეგეთი მომენტებიც საკაიფოდ მატებს ფასეულობას.
მოკლედ გავაგრძელებ ნელ-ნელა და ვნახოთ შემდეგი ორი როგორი იქნება. ეს უფრო ბილდაფია და მეორეში წესით ბოლომდე გაიშლება რისი თქმაც უნდა ავტორს.