Metro Exodus
ინტერვიუ 4A Games აღმასრულებელ პროდიუსერთან, ჯონ ბლოკთან (Jon Bloch)
- რატომ გადაწყვიტეთ "მეტროდან ამოსვლა" ?
- არტიომს ყოველთვის აინტერესებდა გარე სამყარო. მას არასდროს ჯეროდა სხვების მონაყოლის, რომ ვითომ მთელი დანარჩენი პლანეტა მკვდარია და იქ უკვე აღარაფერი ხდება. მას ყოველთვის ეგონა, რომ ეს სიმართლე არ იყო. Exodus დასაწყისში იგი რწმუნდება თავის შეხედულებების მართებულობაში და იწყებს ექსპედიციას, რამდენიმე სპარტანელ მეგობართან ერთად. რომლებიც მატარებლით, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი მიწებისკენ მიემგზავრებიან.
- რა ფარდობითობაა თამაშში მშვიდობიან და კომბატის შემცველ გეიმფლეის შორის?
- მოცემული თქვენი პირადი თამაშის სტილზეა დამოკიდებული. პირდაპირი დაპირისპირების მაგივრად, შეგიძლიათ უბრალოდ გვერდი აუაროთ ბევრ კომფლიქტს. ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით, რომ სწორი ბალანსი დაგვეჭირა თამაშის გეიმფლეი მიმართულებებს შორის. Exodus ასევე საკმაოდ ბევრი გვერდითი კონტენტი შეგხვდებათ, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით აითვისოთ, როგორც მშვიდობიანით, ასევე აგრესიულით.
- როგორი ტიპის გეიმფლეიზეა თამაში გათვლილი, უფრო გახსნილი დაპირისპირებები, თუ სტელსი?
- ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეს მივცეთ იმის საშუალება, რომ ითამაშოს ისე როგორც მას მოსწონს. მაგრამ მთლიანობაში თამაში უფრო სტელსისკენ იქნება გადახრილი, რადგან სერიის აზრობრივი დატვირთვა უფრო გადარჩენის სტილზეა ორიენტირებული. რესურესბის ეკონომია, კრაფტისთვის საჭირო მასალების ძიება, ყველა ეს ელემენტი გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა და გეიმფლეის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს.
- რა კავშირიაქ თამაშს მის წინა სერიებთან?
- ჩვენ გავაგრძელებთ არტიომის ისტორიას. დაბრუნდებიან ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც მასთან ერთად გაემგზავრებიან სამოგზაუროდ. დიმიტრი გლუხოვსკის წიგნის Metro 2035 მოვლენები, Metro: Last Light დამთავრების შემდეგ იღებს სათავეს, ხოლო Exodus Metro 2035 მოვლენების შემდეგ ვითარდება. აქედან გამომდინარე Exodus ერთი დიდი ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს.
- არტიომის ისტორია Exodus სერიით დამთავრდება?
- ამ მომენტში მთელი ჩვენი ძალები მოცემული ისტორიის ხორცშეხმაზეა კონცენტრირებული. ჩვენ ჯერ არ განვიხილავთ სამომავლო გეგმებს. ამიტომ ჯერ დავამთავრებთ ამ პროექტს და მერე ვნახოთ.
- რა ტიპის წყაროებით, ან სპეციალისტების დახმარებით სარგებლობდით, იარაღების ვიზუალური მხარის და ბალისტიკის შექმნისას?
- იარაღებს ყოველთვის ისეთი ჩანაფიქრით ვქმნიდით, რომ მათი თეორიული არსებობა რეალურად შესაძლებელი ყოფილიყო.
Exodus იარაღების შექმნისას, ჩვენი მიზანი იყო, რომ მათ რეალიზმის კიდევ უფრო დიდი შეგრძნება ქონოდათ. ყოველშემთხვევაში 3D მოდელის კუთხით ჩვენ იარაღს მუშაობა შეუძლია და მისი აწყობა რეალობაშიც შესაძლებელია.
- რაზე მუშაობა იყო ყველაზე საინტერესო Metro Exodus?
- ყველაზე დიდი "ფიჩა" ჩვენ თამაშში გახსნილი სამყაროა. საინტერესო იყო იმის გამორკვევა, თუ როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს იდეა რეალობაში, აქამდე ხომ ყველა თამაშის სერია სწორხაზოვანი იყო.
სრულიად გახსნილი ლოკაციების შემოტანა იყო ახალი ასპექტი, რომლის განხორციელებას უკვე სხვა ელემენტების შეცვლაც დასჭირდა. საინტერესო იყო იმ კონკრეტული ფორმულის ძებნა, რომლითაც ამ ყველაფერს ერთად შეკრავდა და აამუშავებდა.
ანუ ჩვენ უნდა გვეპოვა რაღაც შუალედი, რომ თამაში არც ძალიან სწორხაზოვანი და ამავდროულად, არც ძალიან გახსნილი არ ყოფილიყო. მოცემული ოქროს შუალედის საპოვნელად დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდა. თავიდან გვეგონა, რომ ყველაფერი მარტივი იქნებოდა. მაგრამ საქმეზე ბევრი მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ზუსტად ეს პროცესი იყო ყველაზე საინტერესო.
- და რა იყო ყველაზე რთული Metro Exodus შექმნაში?
- იგივე რაზეც ეხლა ვილაპარაკე. იმ ფორმულის მოძებნა, რადგან ჩვენ რომ მოცემული სიტუაციიდან გამოსავალი ვერ გვეპოვა, თამაშიც არ იქნებოდა. ეს თამაშის ფუნდამენტია, მის გარეშე, ჩვენ რაღაც საერთოდ სხვა რამის შექმნა მოგვიწევდა. იყო სეროზული ტექნიკური პრობლემები, ჩვენ მოგვიწია ძრავის მოდიფიცირება, იმისთვის, რომ მას დიდი ლოკაციების მხარდაჭერა ქონოდა. იყო გარკვეული პრობლემები დიზაინში და სხვა დეტალები რაც გახსნილ სამყაროს ახასიათებს.
შეგახსენებთ, რომ თამაშის გამოსვლა 2019 წლის 15 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.