Unread post#760 » 18 Aug 2020 00:07
horizon zero dawn მგონი არ აქ თემა ფორუმზე ვერ ვიპოვე, ეხა ვთამაშობ პერსონალურზე გამოუშვიათ და მაგრა გაასწორა, ერთერთი ყველაზე ლამაზი თამაშია რაც მითამაშია და გეიმფლეიც მაგარი კაია, სთორიც ჯერჯერობით მარტივი მარა საინტერესო, რპგ ს ელემენტები აქ მარა საფიქრალი და საძებნელი დიდად არაფერია ისედაც გეუნებიან როდის სად წახვიდე და ამ მომენტში გამისწორდა იმიტო რო რამე მარტივ მარა კარგ თამაშს ვეძებდი თუმცა გეიმფლეი მთლად მარტივი არაა ბოლო სიძნელეზე ისე ვერ იზამ რო მთლად ყველაფერი გადახოცო, ერთი ეგ ვარიანტია დაჰაკო მანქანები და ერთმანეთი დაახოცინო მარა ეგეც არ ვიცი ზუსტად ეხა ავიღე რაღაც ახალი იარაღი კაიხნით მიწაზე აბამს რობოტებს და მაგით თითქოს უფრო ადვილად ვხოცავ, ძაან დეტალიზებული თამაშია თითქოს ყველაფერი გათვლილია ამხელა რუკაზე ასახტომები, ჩამოსასვლელები, ზოგადად არქიტექტურული განლაგება ყველაფრის ძაან კაია, მინუსები რათქმაუნდა ექნება მარა არ მომხვედრია თვალში, ეგ იყო ერთი თავიდან ჭედავდა მერე ჯერ ლოუზე დავწიე მერე ისევ ულტრაზე დავაყენე და გასწორდა თავისით მერე, მინუსიც გამახსენდა ეხა ერთი რაც მომხვდა თვალში, სიმბოლურადაა როგორც ჩანს დიალოგში რას აირჩევ, ორი სხვადასხვა პასუხი შეილება აირჩიო მარა იგივენაირად დამთავრდეს საუბარი, მარა არც ისე ჩახლართული სთორია რო მინდოდეს დიდად რამის შეცვლა და ბევრი ვარიანტები, ვხვდები რო რაღაც კონკრეტული სიუჟეტია და ჯერჯერობით მაინტერესებს ძაან, რუკის სადღაც 70 პროცენტი უკვე გავიარე და თითქმის დარწმუნებული ვარ კარგად წავა ყველაფერი, ძაან მაგარი შეზავება გააკეთეს რობოტების და ტომების, ადრე ისე განვითარდნენ რობოტები შექმნეს და მერე ეგ რობოტები იქცნენ ისტორიის ნაწილად და არტეფაქტებად და ეხლა ისევ ტომებად ცხოვრობენ, ორი ცათამბრჯენიც შემხვდა და რაღაც ჩანაწერებიც ხალხი პოლიციაზე და თანამედროვე რაღაცებზე რო ლაპარაკობს, წარსულის ვიდეო ჩანაწერებს პოულობ გზაში და მანდაა, კიდე საუნდ ეფექტებს გამოვყოფდი უმაგრესადაა გაკეთებული
smothered in the crib