SNOWRUNNER, პრევიუ

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

SNOWRUNNER

Unread post#1 » 17 Jun 2020 18:46

Spintires და შემდეგ უკვე MudRunner ერთი კონკრეტული იდეის გარშემო შექმნილ კონცეპტუალურ თამაშებს გავს. სერიაში, დეველოპერებმა მთავარი აქცენტი სატვირთო მანქანების უგზოობაზე ტარებაზე გააკეთეს, რაც რეალისტური ფიზიკის მეშვეობით საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. უბრალოდ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ინგეიმ აქტივობები თითქმის ყველა შემთხვევაში, მანქანის ა პუნქტიდან ბ პუნქტში მიყვანით შემოიფარგლებოდა. თამაში ვერ დაიკვეხნიდა ვერც ვიზუალით, რომელიც საკამოდ ნაცრისფერი და დაუმუშავებელი იყო.

>>>

SNOWRUNNER-ის შემთხვევაში, ზევით ნახსენებ პრობლემებზე მუშაობაში როგოც ჩანს დიდი შრომა ჩაიდო. ამჯერად პროექტი ერლი ექსესში დარჩენილი ხალტურის მაგივრად, სრულფასოვან თამაშად აღიქმება.

პირველივე ჩართვიდან მივხდებით, რომ საგრძნობლად გაუმჯობესებულია გრაფიკა და გაზრდილია სამყაროს დეტალიზაცია. მენიუში ვიზუალის დაყენების უამრავი თანამედროვე გრაფიკული ოფცია გამოჩნდა.

დახვეწილია ზოგადად ხმა და კონკრეტულად მანქანების ჟღერადობა. სიტყვაზე ადრე თუ სხვადასხვა მანქანებზე ერთი კონკრეტული ხმის სხვადასხვა ინტენსივობას ვუსმენდით, ახლა 40 სატრანსპორტო საშუალებიდან ყველა თავის ინდივიდუალურ ხმაშია ჩაწერილი.

ყველა ავტომობილს დამატებული აქვს სალონის სრულფასოვანი 3D მომოდელი, თავისი ინტერაქტიული ელემენტებით. მოძრაობს ყველა ინფორმაციის მაჩვენებელი ისარი, მოხვევისას სალონში ზოგიერთი დეტალი ზანზარს იწყებს, სავარძლები ჭრაჭუნობს, მძღოლი კი ყველა მანევრზე ხელების რეალისტურ მოძრაობებს აკეთებს...

ასევე დაემატა სრულფასოვანი გარაჟი, მანქანის დეტალური განვითარებისთვის.
თუ პირველ სერიებში თავიდანვე ყველა დეტალი ხელმისაწვდომი იყო, ამჯერად მათი გახსნა რუკის დეტალური ექსფლორაციის და დამატებითი ქვესთების შესრულების გარეშე შეუძლებელი გახდა.
გარაჟში იცვლება ყველაფერი დაწყებული ძრავიდან, სიჩქარეების კოლოფიდან და დისკებიდან, დამთავრებული დამცავი ბამპერებით და გაძლიერებული რამებით.

რუკა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ლოკაციებისგან განსხვავებით, ამჯერად სამ მაშტაბურ რეგიონად იყოფა - მიჩიგანი, ალიასკა, ტაიმირი (რუსეთი). თითო რეგიონში სადღაც 3 4 მოზრდილი ტერიტორია შედის.
რუკაზე მოცემულია რამდენიმე ტიპის აქტივობა - მთავარი სიუჟეტური მისიები, დამატებითი მისები, წარმოდგენილი ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ტიპის საქმეებში დახმარებით, უნიკალური მისიები (მაგ. თაუერის გახსნა, ან მიწის ანალიზის გაკეთება) და ინტერესის ადგილები, რომლებზე მისცვლაც სპეციალურ გამოწვევას წარმოადგენს.

რაც შეეხება ფიზიკას.
თუ თამაშის პირველ სერიებში სატვირთო და მსუბუქი ტრანსპორტის ტარების ფიზიკაში მინიმალური სხვაობა იყო, აქ იგივე ტიპის აგრეგატებით უგზოობაზე სიარული საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცალკე გამოსაყოფია თოვლიან საფარზე ტარება, რაც კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხო გადაადგილებას და მრავალფეროვანს ხდის სათამაშო პროცესს.

აქვე უნდა გამოვყო შედარებით არასტანდარტული ელემენტი, რომელიც თამაშს საინტერესო დამატებით პოტენციალს აძლევს. ლაპარაკიმაქ 3 კაციან კოოპერატიულ მულტიფლეიერზე.
მეგობრებთან, ან მეგობართან ერთად, შედიხართ ლობიში და ერთად იწყებთ სიუჟეტის გასვლას. სეივი რჩება ლობის შემქმნელთან. აქ კი მთავარია ის, რომ თქვენ ერთად თამაშობთ იგივე სინგლს რაც ორიგინალშია და არა რაიმე სპეციალურ, კოოპერატიული გასვლისთვის შექმნილ კონტენტს.
ამ მეთოდით თამაშის გასვლა უამრავ დამატებით სახალისო მომენტს აგენერირებს. მაგ.
თქვენი მეგობრის დატოვებული ბორბლის ნაკვალები თქვენთანაც ანალოგიურად აისახება, რაც უშუალოდ გეიმფლეი მექანიკად, გაკვალულზე მარტივად სასიარულოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თამაშის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არის უშუალოდ სამყაროს გაცოცხლება. თუ პირველ სერიებში გარემო სრულიად ცარიელი და ერთფეოვანი იყო, SNOWRUNNER შემოტანილი აქტივობები მოქმედებას გარკვეულწილად სიუჟეტური თამაშის აღქმას აძლევს. ამჯერათ ყოველთვის კონკრეტულად იცით, რომ მაგ. ეს ტვირთი ხიდის აღსადგენად გადაგაქვთ, იცით რომ უნდა აღადგინოთ გზის საფარი, დაეხმაროთ რთულ ადგილას დაწყებულ მშენებლობას, გამოიყვანოთ ვინმეს გაჭედილი ტრანსპორტი, მოძებნოთ დაკარგულები და სხვა მრავალი. ამის მეშვეობით თამაშში სრულიად ახალი დონის იმერსია შემოდის და ერთგვარ ოუფენვორლდის ექსფერიანსს იძლევა.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron