Shenmue 3, PC, Xone, PS4 | ანონსის ინფო |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#81 » 12 Jun 2019 10:07

ლაპარაკის ანიმაციის გარდა ვაფშე არაფერი არ მეჩვენება ეხა დიდ მინუსად. მე მაწყობს, მითუმეტეს ჩემი ამ რეალიზმისადმი დამოკიდებულება იცი.

პროსტა დისლაიქების რაოდენობა გამიკვირდა და ეპიკ სტორის ექსკლუზივობის ბაზარი ყოფილა.

იტოგში ყველაფერი ჯიგრულად მიდის მაინც

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#82 » 12 Jun 2019 22:51

https://youtu.be/ROKhVOFkZfs მინი-გეიმები დადეს <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#83 » 13 Jun 2019 03:43

აუ ცუდი ამბები მიდის. ეს იაპონური სტუდია როგორც ჩანს დიდად ვერ ერკვევა დასავლურ პოლიტიკაში, ხოდა თემა ასეთია: ეპიკზე დადების გამო ბექერები ითხოვენ რიფანდს, სტუდია კიდევ არ აკეთებს ამ რიფანდს, ხალხი სკამერობაში ადანაშაულებს ამის გამო, ეს ნიშნავს რომ შემდეგ კიკსტარტერზე ძალიან გაუჭირდებათ ანტირეკლამის პიორბებში გაქაჩვა. მაგარი სირობაა სტიმზე დაპირებული პროდუქტი რო გაქვს ნაყიდი და ეპიკს გთავაზობენ რამდენიმე თვით ადრე. მოკლედ ეპიკმა არსებობაში გასაკეთებელი *ლეობა გააკეთა უკვე, ვნახოთ რა იქნება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#84 » 13 Jun 2019 10:33

მაგრად მკიდია ყველა, მთავარია თითონ თამაში გამოვიდეს ისეთი როგორიც ავტორს უნდა.

პ.ს. ეპიკები უნდა უშვებდნენ მარტო უბისოფტის თამაშებს, გვეცოდინებოდა რაკეტა საით გვესროლა.

Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#85 » 23 Aug 2019 19:07

90'იანების ფილმების მუღამი მოაქ უკვე :)
https://www.youtube.com/watch?v=o7Yh4YduV9s

ლაპარაკის ანიმაცია საშინელია მომენტებში, მარა ემჩნევა რო იკვრება თამაში უკვე. ნეტა არ მოვკვდე სანამ დავხურავ ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#86 » 23 Aug 2019 19:26

აუ რა მაგარია <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Shenmue 3

Unread post#87 » 25 Aug 2019 13:10

[წინა ნაწილების თემები ვერ ვნახე]

ამასწინად ვფიქრობდი რომ რამე კარგი RPG ან Adventure თამაში მომენატრა. ჰოდა ვარიანტების დეფიციტში ბაჩოს წლების წინანდელი სახე გამახსენდა შენმუზე რო მელაპარაკა. ნოსტალგია + კულტურა რომელზეც მეკეტება (შორეული აღმოსავლეთი) და დონე რომელსაც თქვენ აძლევთ რეკომენდაციას. დროა დავიწყო და ემულატორით ყველაფერი რიგზეა ხო? თუ დავჩალიჩდე კონსოლებზე?
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Shenmue 3

Unread post#88 » 25 Aug 2019 13:33

PC-ზე ხო გამოვიდა პირველი ორი?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Shenmue 3

Unread post#89 » 25 Aug 2019 13:43

ვა სთიმზე ყოფილა. შევესევი
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#90 » 25 Aug 2019 15:14

ემულატორისთვის ძლიერი კომპი გინდა, სტიმზე დაიდო რემასტერები და ის ითამაშე. ძალიან გაგისწორდება შენ ესენი, martial arts მუღამშია თავიდან ბოლომდე, ასეთ რამეს მეორეს ვერ ნახავ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#91 » 25 Aug 2019 16:01

თემა არ ვიცოდი რა ფორმატში დამეწერა და მაგიტო არაა. პირველი ორი მიდევს ეხა PS4 თაროზე და მესამეს ველოდები რო მთლიან რიფლეიზე დავბრუნდე. 99 წლში გამოვიდა, მარა თავის დროს უსწრებდა მინიმუმ 10 წლით (ყველანაირი პათოსის გარეშე). ისეთ მომენტებზეა აქცენტები დასმული რო ძაან ძნელია ანალოგიის გავლება თუნდაც დღეს. ცხოვრებისეული როლფლეი გაჯერებული კულტურული და სოციალური ელემენტებით, რომელიც გაცხოვრებს იმ ეპოქაში და ადგილას რაზეც არი.

დილას ბებია რო ცოტა სახარჯ ფულს გაძლევს რო სანამ სამსახური არ გაქ ჯიბის ფული გქონდეს. მერე მუშაობას რო იწყებ და ფული რო გიგროვდება, რო გიხარია რაღაცეების ყიდვა. სახში კონსოლის კასეტები რო მოგაქ სათამაშოთ. დაზოგილი თანხით ღამე პარკინგზე კუმფუს ილეთს რო ამუღამებ და რო გიხარია იმიტო რო იცი რო ეხა მესნი ხულიგნები ვერ გაგლახავენ როგორც წინათ. და ამ ყველაფერს აკეთებ ისე რო მთავარ სიუჟეტურ ხაზსს მიყვები, რომელსაც "შენი ინგეიმ ყოველდღიური რუტინა" გადაყავს ჩამთრევ სათავგადასავლო დეტექტივის ჟანრის ნაწარმოებში.

მნიშვნელობა პირადად ჩემთვის იმიტომააქ ამხელა რო მოზარდობის ასაკში, როცა რაღაც საზრდო გჭირდება და შენ გარემოცვაში არაა, ზუსტად ეს თამაში იყო რამაც შინაგანი ფასეულობები გამიმყარა.

Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#92 » 13 Sep 2019 19:11

Spirit Of The Land

თამაშის ლოკაციებზე გაძლევს წარმოდგენას

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#93 » 14 Sep 2019 22:11

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Shenmue 3

Unread post#94 » 16 Sep 2019 12:07

აუ რა გემრიელი ლოკაციებია, ცხოვრება მოგინდება შიგნით :D
ყოველთვის გართულება მქონდა ჩინურ/იაპონურ უბრალო ცხოვრებაზე და აქ მაგრად შევივსებ მაგ მომენტს.

I & II ვცადე და ცოტა კონტროლერი ურევს, მენიუში ფაქტიურად ვერ ვაკეთებ წესიერად ვერაფერს (დახტის ზემოთ-ქვემოთ გაუჩერებლად) დავფიქსავ რამენაირად ან გამოვცვლი კონტროლერს და მერე გავივლი აუცილებლად. სიძველის მომენტი საერთოდ არ მაწუხებს, ისეთი გემრიელი ვიზუალური სტილი აქვს რო საერთოდ არ მახსოვს RTX-ების და 60FPS-ების ხანა რო დგას :D
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#95 » 30 Sep 2019 15:55

დემო გამოვიდა მესამესი, უცებ ვიდეო გავაძრე, დავაი გავიგოთ რახდებათქო
და კაცს ისეთი საროჩკა აცვია რო დამავიწყდა ვაფშე სად ვიყავი

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#96 » 13 Oct 2019 20:15

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#97 » 20 Nov 2019 22:58

მეორე ნაწილი დავხურე დღეს დილით დრიმკასტზე.
პირველის სიმყუდროვე და შეკრულობა არ აქვს და გასაგებიც არის - სრულიად უცხო ჩინეთში ხარ.
სიმულაციის შეგრძნებაც უფრო გადაწეულია სიუჟეტზე და კონკრეტული დეტალები აკლია.
რაღაც დეტალები გაპოლიშებულია და უკეთესია. ექშენიც ბევრად მეტია, თუმცა მე quick time event-ების მოყვარული არ ვარ. კომბატით ვისიამოვნე მარა უფრო იოლი მომეჩვენა.
Kowloon-ში ექსპლორაციამ ცოტა დამღალა,თუმცა ეს კონსოლზე ლოუდინგების ბრალია.
ბოლო საათნახევარი ისეთი რაღაც მოხდა დღესაც კი გამოვყლევდი ამხელა კაცი რანაირად მოახერხეს ეგ. ფაქტიურად ბოლოს სიარულის და ლაპარაკის მეტი არაფერი არ ხდება, ჩვეულებრივი ლაშქრობა მიდის და ფაქტიურად ხელოვნების დონემდეა აყვანილი როულფლეი, თუ როგორ შეიძლება ქალაქელი ადამიანი, რომლითაც ორი ნაწილი დატვირთული იყო, მოწყდეს, ნელნელა გამოეყოს და შევიდეს სოფლის სეთინგში,ისე რო სიუჟეტთან ერთად მოთამაშეც გადაცხოვრდეს შიგნით და საერთოდ არ დაიღალოს გადაბმული სიარულით. საერთოდ ერთი დიალოგიც კი არ გამომიტოვებია ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, თან ჩემ სოფელთან დაკავშირებული დეტალები მახსენდებოდა, ხალხის მაინდსეტი და მიდგომები, ნუ ეს იმ დროისთვის აბსოლუტური გარღვევაა, დღესაც კი ვერ რისკავენ მსგავს რამეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#98 » 04 Dec 2019 19:16

დავხურე მესამეც. ბევრის წერას ვერ დავიწყებ ახლა, იმის გამო რომ რისი თქმაც მინდა ძალიან დეტალებში უნდა ჩავიდე და თითოეული აქტივობა უნდა განვიხილო, მარა მოკლედ რო დავწერო აზრი დაახლოებით ეს არის:
სთორი საინტერესია მარა არ არის დატვირთული ექშენით, აკლია დიმანიურობა, მოცემულია ერთი ინტრიგა და უმეტესად სიარულში გადის დრო, როცა წინებში ფილმივით მიდიოდა სიუჟეტი და კარგად იყო გაზავებული.
გეიმფლეი მთლიანობაში რო ავიღოთ გემრიელი სიმულაციაა და როგორც ჩანს ეს იყო ერთადერთი მიზანი რისი მიღწევაც სურდა სუზუკის და მიაღწია.
აქტივობები მრავალფეროვანია მარა ნელნელა მოსაწყენი ხდება, თუმცა როგორც მინუსად არ გამოვყოფ ამას.
მინი გეიმები მოსაწყენია რენდომის გამო, უმცა ესაც არ შეიძლება ჩაითვალოს მინუსად, რადგან მასეთი თამაშები ვერ იქნება სხვანაირი რეალურად. ერთი რაც შეიძლებოდა ფულადი პრიზი ყოფილიყო უფრო მეტი.
ვარჯიში ძალიან რუტინული და დამღლელია, სამჯერ შევამცირებდი გრაინდინგის დროს და კარგად დაჯდებოდა, თუმცა ნამდვილად აქვს ის ეფექტი რო თითოეულ სკილზე ნაწვალები გაქვს და რეალურობის განცდა მოაქვს, ამიტომ გეიმ დიზაინის კუთხით თუ მინუსია, როულფლეის თვალსაზრისით ასრულებს თავის საქმეს და ჯილდოც აქვს.
ფულის შოვნა არის ერთადერთი განსაკუთრებული ***ობა მთელ თამაშში. ზოგადად ფული ბევრგან იხარჯება, ამას უმატბენ იმას რომ სთორიში ორჯერ ხდება საჭირო მოგროვება, მოსაგროვებად ან რუტინული სამუშაოა საკეთებელი და ან რენდომზე გემბლინგი, ხოდა Save/Load რეჟიმში ვიყავი ხშირად.
ნუ როგორც ზედა აბზაციდან ჩანს, მუშაობის სიმულაცია მოსაწყენი და უინტერესოა, გემბლინგს უფრო აქვს ფასი.
ნივთების შეგროვება და სკილებზე გადაცვლა დამღლელია, მარა არ არის აუცილებელი ყველა სკილი შეგროვდეს, თან ბევრი ფულზეც იყიდება, უბრალოდ შეგროვებით უფრო იაფი ჯდება შოვნა.
5 კარგი სკილი საკმარისია სამ მოწინააღმდეგიანი ჩემპიონატის მოსაგებად, ფაქტიურად ეს 30 ზე მეტი სკილი ტყუილად ნაშოვნი გამოდის, საერთოდ არაა საჭიროება გამოყენების.
კომბატიც ვერ წყვეტს ვარკსვლავებს, ძველებში ბევრად აზრიანი ბრძოლა იყო, Virtua Fighter-ს გავდა, მუვების ცოდნას მოითხოვდა და ტაქტიკურ გამოყენებას, რთულიც იყო. აქ კი ერთ ღილაკზე აბავ მუვებს და ანაცვლებ კონტროლერის ტრიგერებით.
მთლიანობაში ძველებს ვერ ჯობნის ჩემი აზრით, მეტად ბალანსირებული და დამაინტრიგებელი იყო წინები. 7/10 ან 7.5/10 მაქსიმუმ არის ჩემი შეფასება, თუმცა როგორც Shenmue აუცილებლად სათამაშოა და ძალიან ბევრი საინტერესო ღირსება აქვს მთელ თამაშს დიზაინის თვალსაზრისით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Shenmue 3

Unread post#99 » 04 Dec 2019 20:53

Dark Souls 2 გამოვიდა მგონი რაღაც. ვნახე რევიუები და სთორის კრიტიკა მიდის - ცუდი არაა, უბრალოდ ცოტაა და გაზავებულია ბევრი რუტინითო. ზუსტად მაგ ფულის გროვება არ მოეწონათ სხვებსაც.

კომბატი არადა მეგონა რო კარგი იქნებოდა, ვიდეოებში ეფექტური ჩანდა...

მე ბოლო ტრეილერის მერე მქონდა იმედი რო რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა ისევ, ანუ თავგადასავლის კუთხით ფილმში მონაწილეობის ეფექტს დადებდა, როგორც წინები, მარა როგორც ჩანს ეგრე არაა... არადა საბრძოლო ხელოვნებაზე გაკეთებული, რეტრო ფილმის შთაბეჭდილება მოქონდა ბოლოს რასაც უყურე.

მისმინე და კარგი რაარი? ანუ რა მოგეწონა :)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Shenmue 3

Unread post#100 » 04 Dec 2019 21:07

არა სიუჟეტურად აქვს ეგ მუღამი, უბრალოდ გაწელილობა უშლის ხელს დინამიურობას და ფილმივით შეკრულობას. კომბატშიც უბრალოდ საჭიროება არ არის ბევრი სკილის გამოყენების თორე შეიძლება კომბინაციებით ძალიან ლამაზი ბრძოლის დადებაც.
განსაკუთრებუობა აქვს მაინც იმ მხრივ რო რიოს როულფლეი უცხო და წყნარ სეთინგში საინტერესო გამოვიდა, შენჰუასთან ურთიერთობაც გაღრმავდა და გაგვაცნეს პერსონაჟი. ნუ შენჰუა მე მეორეში უფრო მომეწონა სიმართლე რო ვთქვა, აქ რაღაც უმწიკვლო არქეტიპია, როცა მეორეში თითქოს რიოსთვის მესიანური დანიშნულება ჰქონდა და მისტიურობის მატარებელი იყო. სახეც მეორეში უფრო მეტყველი აქვს, აქ საყვარელ ბავშვს გავს.
კაროჩე კიდე ორ თამაშში თუ მორჩება სთორის კარგი იქნება, ნახევარი გავლილიაო თქვა. 11 ნაწილიანია მთლიანად სთორი და პირველ ორ თამაშში ოთხი თუ ხუთი ნაწილი დაფარეს. აქ დიდი წინსვლა არ ყოფილა მარა ერთი მხრივ როგორც იქნა შეხვდნენ რიო და ლან დი, გარკვეულწილად შეიკრა დაწყებული ქვესტი და მეორე მხრივ ახალი ადგილისკენ გაგრძელდა მოგზაურობა.

მოწონებით სთორიც მომეწონა, იმის მიუხედავად რო პატარაა, როულფლეიც, გარემოს დამუშავებაც, ატმოსფეროც, განცდა მანდ ცხოვრების, შენჰუასთან ურთიერთობა, შეგრძნება რო ნელნელა წვალებით რაღაცის მიღწევას ვცდილობდი, რავი ისეთი შემთხვევაა რა რო რაღაც კარგი ნაწილებით შემდგარი თამაშია, ოღონდ ეს კარგი ნაწილები მოიკოჭლებს და მომენტებში წაქცეულია.

მეტი ფინანსებით და ცოტა გათანამედროვებული მექანიკებით შედევრი დაიდებოდა, მარა ნუ არ აირჩიეს ეგ გზა და იმედია გაითვალისწინებენ მომავალში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 34 guests