The Way of Wrath - RPG, პროექტი

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი < ჩემი პროექტი
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Way of Wrath - RPG

Unread post#1 » 10 Apr 2019 16:19

The Way of Wrath
Steam | Discord | Twitter| Facebook | Reddit
>>>

phpBB [video]

ათ წლიან ომში დამარცხების შემდეგ, მასიურ ჟლეტას გადარჩენილი მეომრების მცირე ჯგუფი თავს პატარა ხეობაში აფარებს. მათ კვალზე ომის სისასტიკით გაბოროტებული მტრის დანაყოფია რომელიც მეომრების ბოლომდე გაჟლეტას აპირებს.

მრავალრიცხოვანი მტრის რისხვისგან თავის დასაცავად მეომრების ერთადერთი გამოსავალი მიტოვებული ფორტის ნანგრევებში გამაგრება და ალყის მოგერიებაა.

The Way of Wrath როლური თამაშია რომელზეც უკვე აღარც მახსოვს რამდენი ხანია ვმუშაობ.




რელიზი სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ მოხდება და ზაფხულში გაეშვება Early Access, Crowdfunding ან დახურული ბეტა.

თამაში რამდენიმე მთავარი ელემენტისგან შედგება.

ფორტი

ეს არის მთავარი ბაზა სადაც მტრის საბოლოო ალყისგან თავის დაცვა მოუწევს მოთამაშეს. მის კედლებს შიგნით თავს მოიყრის მოთამაშის მიერ შემოერთებული მოკავშირეების community. იქნებიან ეს მეომრები, მჭედლები, მშენებლები თუ უბრალო ხალხი. მოკავშირეები დაეხმარებიან მოთამშეს ფორტის რესტავრირებაში, მახეების და ალყა-საწინააღმდეგო იარაღების აწყობაში, ფორტის დაცვაში და ხეობიდან რესურსების მოგროვებაში.

თუმცა სხვა თამაშებისგან განსხავებით მოთამაშის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ არავინ დაემორჩილება. მოკავშირე NPC-ები უბრალო ადამიანები არიან, ადამიანების ნაკლებით. მათ მორალზე მუშაობა და მათ შორის დავების მოგვარება მოთამაშის დღის წესრიგში დიდ როლს დაიკავებს. მოკავშირეების იგნორირებას სავალალო შედეგები მოყვება. ყურადღება მოკლებული მოკავშირეები ალკოჰოლში, ნარკოტიკებში, ჩხუბისთავობაში, მისტიურ რიტუალებში და სხვა დესტრუქციულ აქტივობებში გაექცევიან მძიმე რეალობას.

ექსპლორაცია

ფორტის კედლებს მიღმა ცივი, დათოვლილი ხეობაა. ის სავსეა ათასი ხიფათით. იქნება ეს მტრის ბანაკები, გარეული ცხოველი თუ თვითონ ბუნებრივი გარემო. ხეობა გახსნილი რუკის სახითაა მოცემული, რომლის გამოკვლევა მოთამაშეს მოუწევს მოკავშირეების საპოვნელად და საკვების, სამშენებლო და აღწურვილობის დასაკრაფტი რესუსრსების მოსაპოვებლად. ჭკვიანი და გაბედული მოთამაშე შეძლებს მტრის ალყისთვის სამზადისის საბოტაჟს.

რუკის დიზაინი ინსპირებულია პირველი ორი Gothic-ის მიერ და იმერსიული, სურვავალ ექსპერიენსის დადებაზეა ორიენტირებული.

phpBB [video]


დღე-ღამის სისტემა

საბოლოო ალყისთვის მოსამზადებლად მოთამაშეს სულ რამდენიმე დღე აქვს. ყოველდღე ის გარკვეული რაოდენობა ევენტებში მონაწილეობას შეძლებს მანამ სტამინა და მიღებული ტრავმები არ აიძულებს ფორტში დაბრუნდეს და ძილით ენერგია მოიკრიბოს. ყოველ ახალ დღეს, ფორტში და ხეობაში რუკა განახლდება ახალი ინტერაქციებით და ევენტებით.

დღეების გასვლის მექანიკა ინტეგრირებულია თამაშის თითქმის ყველა სისტემაში. იქნება ეს მებრძოლების ტრავმების განკურნება, ფორტის სამშენებლო სამუშაობების პროგრესი, საკვების და სხვა რესურსის გახარჯვა და ა.შ.

დღეებთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო feature არის NPC და ფრაქციების ისტორიები. ესენი ტრადიციული ქვესტებისგან ცოტა განხვავებულად იქნება აწყობილი. ყველა NPC-ს აქვს თავისი ხასიათი და პირადი მიზნები. ყოველდღე მათი ისტორია წინ წაიწევს და ისინი შეეცდებიან პირადი მიზნების წინ წაწევას. ეს feature გაამძაფრებს და უფრო საინტერესოს გახდის მოთამაშის არჩევნებს და შემოიტანს დამატებით აზარტს თამაშის მეორედ დახურვის დროს.

Feature-ბის მოკლე მიმოხილვა:
  • თამაში არის ზედ ხედის RPG.
  • კომბატი იქნება ტაქტიკური და Turn-Based პრინციპით, თუმცა სწრაფი და დინამიური. თუ გავქაჩეთ და ინტერესი იყო შეიძლება ალტერნატივად Real time With Pause დაემატოს რელიზის შემდეგ აპდეიტში.
  • მოთამაშე თავად ქმნის პერსონაჟს, შეუძლია გარეგნობის, ბექგრაუნდის და სკილების არჩევა. ყველა ეს არჩევანი თავს იჩენს დიალოგებში და სიუჟეტში.
  • მოთამაშეს ეყოლება Party რომელთან ერთადაც იბრძოლებს. Party ზომა ან 4 ან 6 იქნება, გააჩნია ბალანსი როგორ მოითხოვს.
  • თამაშში დიდი აქცენტი აქვს მოთამაშის თავისუფლებას. სწორხაზოვანი სიუჟეტის მაგივრად იქნება სამყაროს რეალობიდან გამომდინარე ევენტები. მოთამაშე შეძლებს აირჩიოს რომელი მიზნების მიღწევა სურს და ექნება სხვადასხვა გზები ამ მიზნის მისაღწევად.

phpBB [video]


საბოლოოდ მოთამაშის მთავარი მიზანია გადარჩეს, რაზე არის წამსვლელი ამ მიზნის მისაღწევად მისი გადასაწყვეტი იქნება. ყველა არჩევანს თავისი შედეგები მოყვება.

ნელნელა ვიდეობს, სკრინებს და დამატებით დეტალებს დავწერ თამაშშზე. არ დაიზაროთ დამიდეთ ხოლმე ფიდბეკები :D

მიავიშლისტეთ სტიმი https://store.steampowered.com/app/9693 ... _of_Wrath/ და შემოდით დისკორდში https://discord.gg/UEnWuBr (ქართულ ენოვანი ჩანელია ცალკე).
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#2 » 10 Apr 2019 16:23

პირველი ანონსი გეიმოვერზე გამოვიდა :hmm:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6209

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#3 » 10 Apr 2019 16:35

ბიჭო მალე დადე :დ დავჰაიპდი :DDDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#4 » 10 Apr 2019 16:37

Thanks!
თუ არ დაგეზარათ Tag-ებზე Vote-ინგი გაუკეთეთ ამათ რა https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D2EACB2
თორე პარნუხაში გამიშვეს mature content იქნებაო რო ჩავწერე :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6209

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#5 » 10 Apr 2019 16:42

ვქენი :D


Anime და Cute ხო არ გინდა დავამატო? :DDDDDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#6 » 10 Apr 2019 16:54

თამაშის დეველოპერთან ხუმრობა არ ღირს. კაცმა არ იცის ვის ჩასვავს პერსონაჟად და როგორ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1978

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#7 » 10 Apr 2019 17:38

ვა, საინტერესო ჩანს, ლასთ სთენდები მევასება. :დ

gg.

Riddick
Posts: 11869

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#8 » 11 Apr 2019 00:33

კონცეპტი მომეწონა მეც. კაი შეკრულია - გაქცეული მებრძოლები, ბაზა, ალყა, დამხმარე ძალა და პარალელურად რესურსების მოძიება მართლა ცოცხალ გარემოს დადებს + დღეღამეზე რაც გიწერია ისიც ასწორებს. საკმაოდ ბევრი მექანიკა გქონიათ, ყოჩაღ თქვენ.
ვიზუალი მეგონა რო რამე მარტივი გენებოდათ, სრულფასოვან 3D არ ველოდი, კაია

პ.ს. თამაშის ქავერ არტი <3

წარმატებები !

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#9 » 11 Apr 2019 01:47

მადლობა!
სხვათაშორის მარკეტინგის ტექსტებზე მუშაობა ძალიან დამეხმარა რომ უფრო შეკრულად ჩამომეყალიბებინა რას ვაკეთებდი და სხვისთვისაც ამეხსნა უკეთესად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#10 » 13 Apr 2019 20:27

ერთ-ერთი არმორის რენდერები. ყოველთვის მომწონდა გოთიკის არმორები რომ იმატებდა პრესტიჟში და რაღაც მსგავსი გადავწყვიტეთ ჩვენც. თუმცა ალბათ ეგრე შეზღუდვა არმორის არ გამოგვივა რადგან მმართველი როლი გაქვს მოთამაშეს.
https://i.imgur.com/vThL1dB.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11869

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#11 » 13 Apr 2019 20:43

ე რა კაი რამეა :) ხო გოტიკში არმორის განახლება, ლაივში მანქანის ყიდვის ეფექტი იყო :)
კაი მიგნებაა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#12 » 15 Apr 2019 10:59

ოო ძალიან კარგი ამბავი!!!

იმენა >კიპერას< თამაშია რომ შეხედავ :D

მაგარი ატმოსფერო გაქვთ დაჭერილი, სთიმზე რენდომზეც რომ შემხვედროდა follow-ს მივცემდი.
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#13 » 24 Apr 2019 21:54

ტრეილერისთვის ვამზადებთ თამაშს. მანამდე პატარა პრევიუ
phpBB [video]
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#14 » 25 Apr 2019 15:51

ვაჰ ვაჰ რა კაი ამბავია ეს^^
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#15 » 09 May 2019 23:53

პაწია პრევიუ და ხვალე დევ დღიური იქნება.
>>>
>>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#16 » 10 May 2019 12:57

ძაან კარგ ვიდზეა მოდელი.
არმორის ნაწილები ძაან გემოვნებიანად არის დასმული, natural თემა მაგრად უხდება ეკვიპმენტს.
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#17 » 10 May 2019 22:45

>>>


როდესაც პირველად გაისმა ქუხილის ხმა და ყველამ თავი დახარა შიშით, ერთის მზერა ბლენი ცისკენ იყო მიჯაჭვული.

>>>

შიში განუყოფელი ნაწილია ადამიანის განვითარების. უამრავი ლეგენდა და რწმენა შეიქმნა შიშის გავლენით. ამოუცნობის შიში კი ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო. თუმცა ყოველთვის იყვნენ ისინი ვინც ამ შიშში ძალაუფლებას ხედავდა და მისი დახმარებით კაცობრიობის ისტორიას უძღვებოდა.

The Way of Wrath-ის სამყაროში ისინი ვინც არ გაურბის ამოუცნობს და მისტიურს დიდ გავლენას იძენენ. შიშის იარაღად გამოყენება Thein შამანებზე უკეთ არავის გამოსდის. ისინი სიკდილის ატრიბუტიკით იმოსებიან და ატარებენ ტიტულს "Yarbogha" - სიკვდილის ელჩი.

>>>

შამანის გზის არჩევა მოთამაშეს ბევრ უნიკალურ გზას გაუხსნის. ბრძოლისას მათ შეუძლიათ რიტუალური ცეკვების და შეძახილების მეშვეობით მტრები დააფთხონ ან მოკავშირეები გაამხნევონ. სიცოცხლის და სიკვდილის უბადლო ოსტატები არიან, იქნება ეს სამკურნალო მალამოების დამზადება თუ საშინელი საწამლავების და მახეების აგება.

>>>

შამანის მოკვლა დიდ ცოდვათ ითვლება. ყველაზე გაბედული მეომარიც კი ასჯერ დაფიქრდება ვიდრე სხვა შამანის დალოცვის გარეშე შეუტევს მათ. პირველი დარტყმის უფლება შამანს აქ, და ვინც ამ წესს დაარღვევს დაწყევლილად ითვლება. მას აღარავინ გაეკარება. რაც ჭკვიან მოთამაშეს შეუძლია ტაქტიკურად გამოიყენოს ბრძოლაში.

phpBB [video]


ბრძოლის გარეთ მათ ბევრი როლი აქვთ. მსაჯულები, მრჩევლები, მკურნალები, რიტუალის წინამძღოლები. თუმცა შიშის და რიდის მიუხედავათ, უბრალო ხალხი თავის რიგებში არ იღებს შამანებს. ამიტომ მათ მარტოსულად მოხეტიალე ცხოვრება ჩვევიათ. მუდამ მოძრაობენ უკაცრიელ ადგილებში ახალი სიბრძნის და ძალაუფლების საძიებლად.

phpBB [video]


მხოლოდ შამანს შეუძლია ახალი შამანის გამოზრდა. კანდიდატებს კი ფრთხილად არჩევენ. ბავშს უშიშარი ბუნება უნდა ქონდეს და არ დაითრგუნოს შამანის მრისხანე მზერის ქვეშ.

>>>

თავისი მოწაფეობის დასასრულებლად ახალბედა შამანს უწევს მიუვალ მთებში მარტო წასვლა. ღრუბლებს მიღმა მყოფი მიწა წმინდად ითვლება და აქ ისინი წლებს ატარებენ მედიტაციაში.

დეველოპმენტის პროგრესი:
კომბატის პოლიში თითქმის დასრულდა. UI -ს ბევრი დეტალი დავამატეთ რომ უფრო გასაგები იყოს რა ხდება ბრძოლაში. დავხვეწეთ კამერაც რომ უკეთ აჩვენოს ქმედებები. ხელოვნური ინტელექტიც წინ მიდის ნელნელა.

შემდეგი ნაბიჯები:
კომბატი რომ მორჩება გადავალთ ექპლორაციის, ქვესტების და დიალოგის გეიმპლეიზე. ვუახლოვდებით გეიმპლეი ტრეილერს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#18 » 10 May 2019 22:47

ანუ როგორც მიხვდით საკმაოდ ნაბოზარი როჟა შეგიძლია იყო თუ ამ გზას მიყვები :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6209

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#19 » 10 May 2019 23:01

აუ მომინდა შამანობა, თან იმ არქტიკული ატმოსფეროს მუღამში ჩამაგდო ტრეილერმა. თოვლიც რა *ესლია ტო, გრაფიკაც ისეა ზამთარ-ზაფხულ რო ითამაშო სულ გემრიელად წაიღებს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11869

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#20 » 11 May 2019 10:04

ვიდეოს არ მიხსნის, მარა დისქრიფშენმა წამოიღო :)

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests