They Should Remaster, გამოკითხვა > თამაშები რომლების დაბრუნებაც გინდათ

სადისკუსიო თემები < საკითხი < გამოკითხვა < შედარება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11833

They Should Remaster

Unread post#1 » 01 May 2017 12:15

ძველი თამაშების განახლება მომავალში ბევრად უფრო აქტუალური თემა იქნება, როგორც ჩანს. რაც იდეაში ყველა მხარეს აწყობს. დეველოპერისთვის მომგებიანია, თამაშისთვის გადარჩენის საშუალება და ახალი თაობის მოთამაშემდე მისვლის შანსი, ხოლო ბებრებისთვის საინტერესოა საყვარელი თამაშის გათანამედროვებული ვერსიის ნახვა.

ამის მერე უკვე მოდის ხარისხის თემა. ბევრი იტყუება, მარა რაც უფრო იზდება განახლებული თამაშების რაოდენობა, მით უფრო მეტია კრიტიკაც და კონტროლიც, ამიტო მოტყუებაც ნაკლებად გამოვა.

ერთი სიტყვით, როგორ ფიქრობთ რა თამაშების Remaster-ების დროა?
რა Remaster ვერსიები იქნებოდა ყველაზე საინტერესო სანახავი თქვენთვის?

გამოსული და დაანონსებული პროექტებისთვის ცალკე თემას გავხსნი და ის უკვე სიის სახით შევავსოთ.

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#2 » 07 May 2017 19:12

კაი მე დავიწყებ.

S.T.A.L.K.E.R. - სამივე სერია.
თითქმის ყველა ტექნიკურ თემაში შეილება თამაშის წინ წაწევა. არაფერი არ უვარგოდა თავის დროზეც და ყველა ელემენტი დასამუშავებელი იყო. პროსტა სამყარო იმდენად მაგარიაქ ყველაფერი აიტანა. წარმოდგენა მიჭირს ეხა თანამედროვე ძრავზე (მამენტ ვიდეო იყო, მარა ოფიციალურს ვგულისხმობ), იმ კვადრატული ანიმაციების მაგივრად დინიამიური მოდელი, მტრებზეც და ენპისიებზეც, ადამიანური განათების ეფექტები, დღეღამის მონაცვლეობა, ამინდი (ქარი), გადამუშავებული აგურივით იარაღები. თამაშის მეორე დაბადებასავით იქნებოდა.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: They Should Remaster

Unread post#3 » 08 May 2017 00:49

სტალკერზე ერთი ისაა, რომ რემასტერების ამბავში მთავარია ჭუჭყიანი და გაფუჭებული გრძნობა არ დაიკარგოს. ვფიქრობ მთელი ის მინუსები რაც ჰქონდა, რაღაც მაზოხისტური გზით პირიქით, ეხმარებოდა კიდეც სტალკერის ატმოსფეროს აღქმაში. საბჭოთა', დაჟანგებული, გატეხილი თამაში იყო საბჭოთა', დაჟანგებულ, გატეხილ რამეზე

მაგრამ თან ღირს ცდად
ასის მაგივრად ათასი რომ უნდა გაზომო და ისე რომ უნდა გადაჭრა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#4 » 08 May 2017 01:34

Parasite Eve - პირველი ორი ნაწილი. არც ჭირდება პირველი რეზიდენტის დონის რემასტერი. უმარტივესია დღევანდელი გათვლებით ამის დაბალი დონის პრერენდერის დახვეწვა, ან მოდელების. განსაკუთრებით პირველის.

Fear Effect - ესეც ზუსტად იგივე მდგომარეობაა რაც ზედა. მარა ამის ვიზუალური მხარე თავის დროზე ძალიან მაგარ ატმოსფეროს იძლეოდა, ეგეთი ჩაძირული არასდროს არ ვყოფილვარ კიბერპანკში. თანამედროვეს ვნახავდი დიდი სიამოვნებით.

Driver - პირველი ნაწილი. 18 წლის წინ გამოვიდა და ანალოგი არ ყავს. ხმები, ფიზიკა, მისიები იგივე რო დატოვონ და მარტო ვიზუალი განაახლონ დარწმუნებულივარ ისევ გაისვრის.

Red Faction: Guerrilla - სუფთა ტექნიკური ელემენტების დემონსტრირებაზე გათვლილი თამაში, რომელსაც ძალიან ბევრი ემოცია მოქონდა. გათანამედროება საერთოდ სხვა დონეზე გაშლიდა.

Need For Speed Underground - პირველი ორი სერია. დატოვონ ხელუხლებელი ყველაფერი ვიზუალის გარდა და გამოვა უმაღლესი დონის კანფეტი. იმას მაინც გავიხსენებთ ამდენი მძღნერი ნაწილის მოთმენა რატო გვიწევს.

Comix Zone - ესეც უნიკალურია თავის მხრივ. უბრალოდ დახვეწვა უნდა რაღაც მოემენტებს, რო თანამედროვე მონიტორებზე ბუნებრივად გამოჩდეს. და არა გადახატვა რაც საცოდავ ჯიმს უქნეს...

The Witcher - მე ძალიან მაგარ კრასოტკად მახსოვს, მარა ეხა სქრინებს რო უყურებ ცრემლები მომდის. ძაან პატარა წრემ დააფასა რეალურად ამ თამაშის სიმაგრე და მესამეს გამოცდილებით ონავ რო ხელი შეავლონ მაგარი საჩუქარი იქნება.

System Shock 2 - ბიოშოკის რემსატერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამისი კიდე უფრო საინტერესო გამოვიდოდა.

Thief: Deadly Shadows - ისეთი ვიზუალიაქ რო თამაშობ გგონია რო გრაფიკა დაწეული ვარიანტია. ძალიან ცოტაზე უნდა ხელის წაკვრა და უსერიოზულესი ეფექტი ექნება.

Gothic II - ეს უპატრონო ხო თითქმის ყველას უყვარს, მარა ყველა დატანჯა )) ეხა რო რაღაც ყ...ს უშვებენ ამის ავტორები, მაგის მაგივრად მეორე გოტიკის გათანამედროვებული ვარიანტი რო დაედოთ ყველასთვის კარგი იქნებოდა. მარა მგონი ეხაც დაბაგული გამოუვიდოდათ ))

Beyond Good & Evil - ფერებით და მარტივი ტექსტურებით იყო მთელი თამაში აწყობილი, ამიტო ამის რემასტერის იდეაც არ მგონია ცუდი.

Psychonauts - იგივეს ვიტყვი აქაც. ულამაზესია თავისი კრივოი ერთ პოლიგონიანობითაც.

Commandos 2: Men of Courage - ამას არაფერი არ ჭირდება გარდა ოფიციალური თანამედროვე ვერსიის, რომელიც უპრობლემოდ ჩაირთვება თანამედროვე ოსზე და ექნება მონიტორების მხარდაჭერა. ისეთი ვიზუალიაქ არასდროს არ დაძველდება.

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#5 » 08 May 2017 14:23

კიდევ ერთს დავამატებ - Freedom Fighters

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#6 » 21 May 2017 02:05

No One Lives Forever <3
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#7 » 24 May 2017 01:32

Bully: Scholarship Edition
ზუსტად იმ მომენტზეა როცა იმდენად ძველი არაა რო რემასტერს სერიოზული ძალები დაჭირდეს და მეორეს მხრივ ვფიქრობ რო ძაან მაგრად შეირგებდა ახალ ტექნოლოგიებს.
ამ თამაშის ატმოსფერო ცალკე მოვლენაა.

The Saboteur
ანალოგიური აზრისვარ ამაზე. დაჟე უფრო უკეთესი ვარიანტია.

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#8 » 11 Aug 2017 01:29

გემრიელად შეავსო კაცმა აქ მოყვანილი სია

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#9 » 15 Nov 2017 11:43

კიდე ერთი ტოპი ამ თემაზე

ცალკე ბიზნესის განშტოება უნდა გახდეს ამ თამაშების დაბრუნება წესით.
ბიოშოკი ხო ვაფშე არაფერი თითქოს, მარა საქმეზე უნიკალურ რამეს იღებ. ერთის მხრივ, თამაშში დაბრუნება თუ გინდა და მიზეზი არ გაქ ხო ყველაზე კაი საბაბია და მეორეს მხრივ, თუ სწორი ხალხი აკეთებს ფაქტიურად ძველი კლასიკის კიდე უფრო გაუმჯობესებული ვერსია იდება, რომელიც დროსაც უფრო გაუძლებს და რაღაც მითი არ გახდება.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: They Should Remaster

Unread post#10 » 15 Nov 2017 21:40

ვამპირები ისე მომეწონა, სტიმზეც მაქს.

მოვა დღე და დიდ დიდ მასალას მივუძღვნი მაგ თამაშს. მანამდე ერთი ორი სხვა პროექტი მელის.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: They Should Remaster

Unread post#11 » 18 Apr 2018 17:33

მეორე Age of Empires-ის რემასტერს მაღირსებენ იმედია მალე
I won't miss.

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#12 » 25 Apr 2018 01:50


User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: They Should Remaster

Unread post#13 » 25 Apr 2018 02:21

აუ ისე ძაან ღადაობაა ბოლო დროს. ახალ IP-ებზე მეტი ან რემასტერს დებენ ან რიბუთს აკეთებენ ძველი სერიის ))) დედა აქვს აწეული გეიმინგს, იდეები არის სადღაც ტრაკში ჩამხრჩვალი. პატარა სტუდიების და ინდი დეველოპერების გარდა არავინ არ ფიქრობს ახლის შექმნას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: They Should Remaster

Unread post#14 » 11 May 2018 01:47

გოტიკის ტრილოგია უკონკურენტო მგონია ამ ამბავში.))
და ძველ პრინცებს ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით, დიდ ეკრანზე))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11833

Re: They Should Remaster

Unread post#15 » 11 May 2018 08:33

Red Faction: Guerrilla გაამართლა, დაანონსეს რემასტერი ))

Return to “Discuss”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests


cron