Far Cry Primal
Far Cry Primal გახლავთ ცნობილი სერიის უჩვეულო განშტოება, Ubisoft ერთგვარი ექსპერიმენტი, თამაშზე რომელზეც თავისუფლად შეიძლება ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ამის მიუხედავათ, Primal სეთინგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩდნა, რო ზოგი უბრალოდ ვერ მიხვდა თუ რა შეილება ხდებოდეს თამაშში. პირადად მე კი ეს ამბავი ძალიან მიხარია, რადგან ისეთი თამაშისთვის როგორიც არის Far Cry, სიუჟეტის ქვის ხანაში გადატანა უბრალოდ არ შეიძლება რო დადებითი მოვლენა არ იყოს )) მე ურჩევდი რო საერთოდ ამოეღოთ ეს შემადგენელი და მგონი ნელნელა მაქამდეც მივლენ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, Gay-ბს (ქართულად ვერ ჟღერს) და შიზოფრენიკებს, შეცვლიან ველურები. რაც იმას ნიშნავს, რომ გვექნება ბევრი გაუგებარი, ყმუილის მსგავსი ხმები, რომელსაც ქვვით ედება სუბტიტრები, რაც დარწმუნებულივარ ზუსტად ისე წარმოაჩენს სიუჟეტს როგორც ამ შესანიშნავი კომპანიის თამაშები იმსახურებენ. მარა რეალურად ამ თემის გახსნა Ubisoft-ის თამაშებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის გამო ნამდვილად არ გადამიწყვეტია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვწერ, არის თამაშის გეიმფლეი მომენტები, რომლებიდან უმრავლესობაც, გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ასევე ძალიან სასაცილოდ იქნება შესრულებული. მაგალითად მოთვინიერებული ბუ რომელიც ვითარდება და ბოლო ლეველზე, ლიმონკების მსგავსად, ფუთკრის სკებს ესვრის მტრებს, ან მამონტებით მანქანებივით სიარული, პრაბელზე რუჩნოი. ერთი სიტყვით Ubisoft. და კიდევ ერთხელ მარა. სანამ დავამთავრებ, მინდა ჩამოვწერო ის პოზიტიური ელემენტები, რომლებიც თამაშის პრევიუებიდან ავკრიფე. ესეთი კი რამდენიმეა. პირველ რიგში ისევ და ისევ სეთინგი. ქვის ხანა, რომელიც მსგავსი სიდიდის კომპანიებს ჯერ არ ქონიათ, ბიუჯეტი კი ესეთ მომენტებში ძალიან კარგად აჩენს იგივე ტიპის ინდისა და სერიოზულ პროექტს შორის განსხვავებას. ამას რო თავი დავანებო, უბრალოდ საინტერესო იქნება ისეთ გახსნილ სამყაროში ყოფნა, რომელშიც ბანალურად საავტომობილო გზები არ არი, ანუ ბუნების პირვანდელობის შეგრძნება. შემდეგ თვითონ საბრძოლო სისიტემა, ანუ არანაირი ცეცხლსასროლი, მხოლოდ ეგზოტიკური იარაღები, რომლებიც ფუჭდება და მუდმივ აღდგენას საჭიროებს. რაც თუ ნორმალურად იქნა გაკეთებული, ნამდვილად მოიტანს შესაბამისი ატმოსფეროს შეგრძნებას. ასევე, ვისაც მესამე გითამაშიათ, აუცილებლად გემახსოვრებათ ველური სამყარო, ანუ როდესაც სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი ერთმანეთის წინააღმდეგ არი მიმართული, რაც თავგადასავლის დროს ისეთ მომენტებს ქმნის, რომლებსაც გადააქ უშუალოდ მოთამაშისგან ყურადღება და ქმნის რეალისტურობის ილუზიას, რომელსაც შეტაკების სპონტანურობა და შედეგის მოლოდინი კიდევ უფრო ამძაფრებს. ერთი სიტყვით ავტომატურად გენერირებადი მოვლენები, რომლებიც წესით Primal-ში ყველაზე მეტი და ყველაზე ბუნებრივი უნდა გამოვიდეს. რადგან აქ ყველაზე მეტი სახეობის ცხოველია, ხოლო მომენტები როცა ავტომატით შეიარაღებულ ჯარისკაცს, ციდან არწივი ეცემა თავზე, უბრალოდ გამოირიცხება. ამ ყველაფერთან ერთად, და სიუჟეტური ხაზის უკანა პლანზე გადასვლის გამო, რამაც ერთგვარი სიცარიელე გააჩინა, თამაში უფრო გადახრილი იქნება RPG მექანიკებისკენ, რაც სამყაროს გამოკვლევას და მასთან ინტერაქციას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ანუ როგორც ხედავთ ძალიან არაერთგვაროვანი და ბუნდოვანი პროექტია, რომელსაც მე ალბათ ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდი ვერ ვითამაშებ. მაგრამ მაინტერესებს და გიტოვებთ თემას, მოყევით რა და როგორ იქნება, რა გაამართლებს ჩემი ვარაუდიდან და რეებში შევცდი.