Uncharted Series, საერთო შთაბეჭდილება

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
Riddick
Posts: 11696

Uncharted Series

Unread post#1 » 08 Jan 2017 03:24

UNCHARTED
ოთხ ნაწილზე ერთიანი სტატიის დაწერა რთული საქმეა. მითუმეტეს თუ გინდა რო საინტერესო და შეკრული გამოვიდეს, მარა ცდა მაინც მომიწევს. საქმეს ის ამარტივებს, რომ თითონ სერიის ძირითადი შიგთავსი, დაწყებული გეიმფლეიდან და ფაზლებიდან, დამთარვებული სიუჟეტით და ლოკაციებით თითქმის ერთი რიტმით მიდის, უბრალოდ დროთა განმავლობაში პროგრესს განიცდის, რისი ყურებაც 4 ნაწილის ერთიანი დახურვის დროს დამატებით ინტერესად ყალიბდება.

>>>
საერთოდ ანჩართედისადმი მარტივი დამოკიდებულების ჩამოყალიბება არ გამოდის, მითუმეტეს როცა მთლიან სერიაზეა ლაპარაკი. ეს არი თამაში რომელიც სათავგადასავლო ჟანრის კლიშეების გამოყენებას არასდროს გაურბის, პირიქით, აქ ყველაფერია რასაც ოდნავ მაინც უმუშავია რომელიმე მსგავსი სეთინგის ფილმში, ან თამაშში. მსგავს მიდგომაში დიდად ღირსეული არაფერია, მაგრამ მომენტებში დეველოპერი ზოგიერთი მობეზრებული შაბლონის ახლებური ხედვის და შეიძლება ითქვას საუკეთესო ვარიანტის დადებას ახერხებენ. მაგრამ მხოლოდ მომენტებში. ზოგადად თამაშის სერიების მოვლენების ლოგიკა ხშირად 90 წლების იაფფასიანი და საყვარელი ბოევიკების დონესაც ვერ წვდება, ტვისტების უმეტესობა ისეთი სისულელეა რო ჯობია არც დაფიქრდე. დიდი ჩრდილი ადგება გეიმფლეისაც, რომელიც ზოგ სერიაში იმდენად ბანალურ სქემასაა მორგებული რო საერთოდ გიკარგავს თავგადასავლის შეგრძნებას. მოთამაშემ დანამდვილებით იცის, რომ თუ გახსნილ ლოკაციაზე მოხვდა, ესეიგი ეხლა სროლის დროა, შემდეგ "ფაზლი" იქნება, ფაზლის მერე კი პლადფორმინგი და თავიდან. აქ ისევ ანჩართედისადმი რთულ დამოკიდებულებას უნდა დაუბრუნდე და სურათი ისევ მოავატრიალო, რადგან ყველა მცდარი დიზაინერული გადაწყვეტილების მიუხედავათ, თამაშში ყოველთვის იგრძნობოდა "თავგადასავლის მარცვალი" და მისი კონკრეტულ ნაწილში კონცენტრაცია წყვეტდა თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა ესა თუ ის სერია. ნახსენები მარცვლები, შორიდან ყოველთვის ფაბლიშერისგან დამოუკიდებლად გადადგმულ ნაბიჯებს გავს. ელემენტები რომლებიც მოვლითი გზით შეიპარა თამაშში და საბოლოოდ Sony-ს უსახურ ექსკლუზივად დაწყებული ბოევიკი Naughty Dog-ის საავტორო სათავგადასავლო თამაშად აქცია.

Uncharted-ის ისტორია ძაან გავს ხისთავიანი მამის და ჯიუტი, მაგრამ კრეატიული შვილის ურთიერთობის ამბავს, როდესაც მამა გამუდმებით იმის კეთებას აძალებს შვილს რაც მას არ უნდა, ხოლო შვილი ამ ტირანიის პერიოდში მაინც ახერხებს თავისი "მუღამის გასწორებას". ამ ყველაფრის უფრო ახლოს მოსატანად და უშუალოდ სერიების ასაღწერად მინდა ჩამოვწერო ოთხივე ნაწილში დაჭერილი მომენტები, რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ყურადღება.

>>>
და მოდით აქვე ვიტყვი, რომ ოთხივეში ყ.ა

Uncharted: Drake's Fortune (November 19, 2007)
უსახური, ნაცრისფერი ექსპერიმენტი ტროპიკებში. მაგრამ თამაშობ და რაღაც გითრევს, გაღიზიანების ფონზე ვერ ხვდები რა და უკვე მეორე ნახევარში იწყებ გაანალიზებას თუ საერთოდ რატო ითამაშე მეორე ნახევრამდე. 2007 წლისთვის TPS ჟანრისთვის დაგინებულ წესად ქცეული - გმირი ან საერთოდ არ ლაპარაკობს, ან ლაპარაკობს მხოლოდ სიჯიაი ვიდეოს დროს, უცებ იცვლება. პერსონაჟები სადღაც მიდიან და რატომღაც გეიმფლეის პარალელურად ერთმანეთში ლაპარაკობენ. თან ეს ყველაფერი ხდება ექშენ ჟანრში. ლაპარაკობენ როგორც პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე, ასვე ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე, ხუმრობენ და მოცემული ხერხით გიქმნიან წარმოდგენას თამაშის სამყაროზე. ამას ემატება ჩვეული, მაგრამ საკმაოდ კარგად შესრულებული CGI ვიდეოები. ეს ფაქტორები კი თამაშს ჰოლივუდური ფილმის "მაგიას ურთავს". უყურებ იდიოტობას, მაგრამ კარგად დადგმულს. პერსონაჟები განსაკუთრებულ სიმპატიას არ იწვევენ, მარა იმდენად კარგად არიან სხვა თამაშების ფონზე გაცოცხლებულები, რომ ყურადღებას მაინც აქცევ. შემოდის სხვა დეტალებიც. მაგალთად მოძრაობის ანიმაცია, ვითო არაფერი, მაგრამ საბოლოოდ თამაშის ერთერთი მთავარი ხელწერის ნიშანი. პერსონაჟი თამაშში დადის, ან დარბის სიტუაციიდან გამომდინარე და მოთამაშე ვერ აკონტროლებს მისი გადაადგილების ტემპს, ვითო არაფერი, მაგრამ სცენისადმი სწორი ემოციური კავშირის შექმნისთვის იდეალური მიდგომა. პარკური ასასინს ქრიდის მერე ვის უნდა გაუკვირდეს, მაგრამ თურმე არა. ერთი ღილაკის დაჭერით ისე დინამიურად და სხარტად დაცოცავს დრეიკი კედლებზე რო რატომღაც გჯერა მომენტის. იგივეს ვიტყვი სროლაზე, როგორც ვიზუალურად, ასვე გახმოვანების მხრივ. ყველაფერი იგრძნობა და ჟღერს დამაჯერებლად. ანუ რაც ეხება კონკრეტულად პერსონაჟს, მისი მოქმედებების სპექტრს და ლაპარაკას, თამაშებისთვის უჩვეულო, პროფესიონალურ სამსახიობო დონეზა შესრულებული. მოცემულს კი ვერ აამუშავებ თუ არ გაქვს შესაბამისი დონის მუსიკალური გაფორმება, რომელიც ასევე თავის ადგილზეა. და ამ ყველაფრის გამო Uncharted: Drake's Fortune ალბათ პირველი თამაში პოპკორნია სათამაშო ინდუსტრიის ისტორიაში. და ნამდვილად პოპკორნი რადგან, დალშე დეპრესიაა, ხოლო თამაშის ბოლო ტური იმდენად ცუდათ გაკეთებული და კლიშეზე მორგებულია, რომ ტიტრების დანახვის დროს წვეთებათ ნაგროვები დადებითი მომენტები ისევე არ გახსოვს როგორც წინა ცხოვრება და მერე, უკვე დროთა განმავლობაში შეილება დაგიბრუნდეს ის რასაც ეხა მოუყარე თავი.

>>>
მარცხნივ რო ტიპი დგას ეგეც

Uncharted 2: Among Thieves (October 13, 2009)
დაძაბული ოპტიმისტურ დრამატული ნოტა https://www.youtube.com/watch?v=mMCDOQDmH4s
გადის სამი წელი და გამოდის მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი? არა. უფრო ის თამაში რომლის დემოც იყო Drake's Fortune. Among Thieves არის ზუსტად ის პროექტი რომელშიც Naughty Dog-მა უკვე გულახდილად აჩვენა საკუთარი განზრახვა და პოტენციალი. "დემოში" მოხდა მთავარი, განისაზღვრა ორიენტირი და აქცენტი გაკეთდა უშუალოდ სამსახიობო სკოლაზე. ხოლო მეორე ნაწილში ეს საკმაოდ საინტერესო არჩევანი სრულიად სხვა დონეზე ავიდა. დაიხვეწა ყველა ზევით ჩამოთვლილი ელემენტი, რეჟისორული დამუშავება, დიალოგები, ანიმაცია, მუსიკა. ერთი სიტყვით ღირსებები თავის ადგილზე დარჩა და მოდის სიახლის ჯერი, რასაც დეველოპერის ყურადღების ცენტრში შემოყავს ისეთი მომენტები როგორიცაა გარემო, მისი მრავალფეროვნება და სპეც ეპიზოდები (მაგ. ბარში ჩხუბი, ნგრევის პროცესში მყოფი შენობიდან გაქცევა, ექშენი სატვირთო მანქანებზე და ა.შ.). დახვეწილი ლეველდიზაინი და სხვადასხვა ტიპის მისიები დადებით ზეგავლენას ახდენს Uncharted ყველაზე ერთუჯრედიან გეიმფლეი ფორმულაზეც. სამწუხაროდ პირდაპირს ვერ, მაგრამ დინამიურად ტრანსფორმირებად ტურებზე მორგებული მოსაწყენი ექშენ მექანიკის ჯაჭვი, მომენტებში საერთოდ აღარ აღიქმება ესეთად. თამაშში დარჩნენ ძველი პერსონაჟები, მაგრამ გამოჩნდნენ ახლებიც, რამაც ურთიერთობების გავრცობას შეუწყო ხელი. ასევე გაჩდა ფსევდო სტელსი, ანუ სტელსის ერთგვარი პაროდია. არვიცი როგორი ფორმით იმსახურებს მოხსენიებას, მაგრამ მისი არსებობის დამალვა არ გამოვა. საერთოდ ფსევდო ელემენტები, ანუ ის რაც დეველოპერის ყურადღების ცენტრში არ მოხვდა, საკმაოდ ბევრია. მაგალითად ფაზლები https://www.youtube.com/watch?v=7Nr4jKlcD8U და რაცმთავარია სიუჟეტი. კი პირველთან შედარებით (სადაც სალის სიკვდილიც კი არ წარმოადგენდა რამე განსაკუთრებულს), აქ გაცილებით ბევრია ამ კუთხითაც ნამუშევარი, მაგრამ საერთოჯამში თამაშის შინაარსი მაინც არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს (ლაზაროვიჩ). სურათი კვლავ შუაზე იხლიჩება, ერთის მხრივ საგრძნობი წინსვლა, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი მინუსები. პრესა კი მეორე ნახევარს რატომღაც არ იმჩნევს. თამაში სერიოზული ჟურნალებისგან 10/10 პერაშკებივით ხსნის, ხალხი ოვაციებშია, Among Thieves კი დღეისთვის დამსახურებული კლასიკის სტატუსშია გადასული, რომელიც საკამათო, მაგრამ ჩემი აზრით, ინოვაციების გამო მაინც დამსახურებულია.

>>>Shambhala - დაკარგული ლეგენდა, ქალაქი რომლის აღმოჩენაც მთელს კაცობრიობას შეცვლიდა დრეიკმა იპოვა და დაანგრია 25 წუთში

Uncharted 3: Drake's Deception (November 1, 2011)
სონი მესამე ნაწილით იმუქრება, იდება ძაან მაგარი ტრეილერები, ეკრანზე ინდიანა ჯონსის გარყვნილი ფანტაზიებს კორიანტელი ტრიალებს, სასწაული ადგილები, ექშენი, სექსი და დრამა ! ხალხი ღრიალებს. და ყველას გონია რო მოხდება იგივე რაც მეორეში, შენარჩუნდება ღირსებები და ახალი სფოთლაითი ამჯერად სიუჟეტი გახდება. სიუჟეტი !!! ჩემი ყ.ე მეგობარო.
ერთი სიტყვით ვთამაშობ და თავში ძაან წყნარად გამოდის ხალათ მოსხმული გონება, ჩაის ჭიქის ორთქლს დინჯად უბერავს სულს, მონიტორისკენ თვალ გაწვრილებული იხედება და ამბობს - რა ხდება ტო? სიუჟეტის დახასიათება მართლა ძნელია, ლოგიკა საერთოდ გასულია კლასიდან. მოვლენები რაღაც სიზმრისეული სპონტანურიბით ვითარდება, მოქმედი გმირები ყველაფერს შემთხვევით პოულობენ. მიდიან, ლაპარაკობენ "ბოზებზე" და ბრახ დაკარგული ქალაქის რუინები. უბრალოდ შეუხვევენ სადმე და ბრახ ძველი პერსონაჟი და ამ ყველაფერთან ერთად ლოკაციები, რომლების ერთი მეორეზე გადასვლის ვერანაირი აზრი ვერ დავიჭირე. მიდიხარ თოვლში და ოპა გემი. ან ლონდონში და წაპ საჰარა. თამაში გავს ფრაგმენტების მონაცვლეობას რომლებიც ერთმანეთს არ ებმება. და კვლავ ნათელის და ბნელის სინთეზი. გარკვეული ელემენტების ხარისხი ისევ ადგილზეა. ანიმაციას და ვიზუალს PS3 ეგზისტენციალურ კრიზისამდე მიყავთ. ლოკაციები ლამაზი და ატმოსფერულია. სპეც მისიების ემატება რამდენიმე ახალი ვარიანტი. პარკური როგორც ყოველტვის თავის დონეზე, ხოლო ფაზლები როგორც იქნა სიტყვის განმარტებას შეესაბამება. და უცებ იკიდებ იმას რაც არ გესმის და იწყებ იმისთვის თამაშს რაც მოგწონს, უბრალოდ გასართობათ, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედში დეველოპერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ყველაფერი სიუჟეტური შემადგენლის შესაბამისი გაეხადა, ანუ ერთგვარი "თამაშის შეკვრის მცდელობა". ყველა ნაწილი ნორმალზე ვითამაშე და საკმაოდ დინამიური იყო პროცესი, მაგრამ მესამეს ნორმალმა ბოლომდე შეძლო ჩემში დედის გინების სკილის აწევა. შედიხარ ლოკაციაზე, ვერ ხედავ ვერცერთ მტერს და უცებ შუბლში გხვდება ორი რაკეტა. ერთი ათჯერ კვდები იმისთვის რო უბრალოდ გაიგო ტიპები საიდან გესვრიან, მარა ვერ ახერხებ იმიტო რო ამასობაში ლოკაციაზე შემორბის 20 ავტომატიანი "პიროვნება" და საბოლოოდ ხდება რა: დარბიხარ, ცდილობ რო აიცილო რაკეტები, დახოცო ეს 20 კაცი ისე რო რაკეტა არ მოგხვდეს, მერე კიდევ ერთხელ ცადო მუხიანი უჩინმაჩინის დანახვა და ამასობაში რაკეტა ფეხს ეროტიულად ეხება )) ტურს ისეთი გამწარებული გადიხარ რო პროსტა არ გახსოვს როგორ გახვედი. და რა ხდება ბოლოს? ბოლოს ტრადიციულად პოულობ დაკარგულ ქალაქს, ამჯერად ატლანტიდას (ისე ვწერ თითქოს ხაშურია) და ანგრევ ნახევარ საათში. ვსო :flower: და იასნა იყო ხალხი ვისაც მოეწონა თამაში, მარა ძირითადად ცოლშვილის დახოცვის მუქარა და ძაღლის შეჭმის დაპირებების წერილები მიდიოდა სტუდიაში. ვაფშე მესამე ისეთი ტროლინგია, რო მეოთხე რაპონტში გამოუშვეს ეხაც ვერ ვხვდები. The Last of Us

>>>მარჯვნივ მეოთხე ნაწილის ლოდინში მყოფი გეიმერი, მარცხნივ Naughty Dog

"გემის ჩაძირვიდან" გადის სამი წელი და ხდება ყველაზე ღადაობა. Naughty Dog "ტიტანიკის ფსკერიდან ამოტანის" მაგივრად წყალზე პატარა ნავს უშვებს. მარა ნავი შორიდან, გამოდის The Last of Us და ირკვევა, რო გამართული სიჟეტი და დამაჯერებელი დრამა რომელსაც ესე მაგრად ელოდნენ Uncharted ფანები, ჯოელის და ელის თავგადასავალში "დაიხარჯა". ეს წინადადება იმდენად ზოგადია როგორც კალმახის დასაჭერად ამხტარი დათვის კუილი, მარა დღევანდელი პერსპექტივით შთაბეჭდილება რეალურად ესეთი დამრჩა. ხალხი გარკვეულწილად პატიობს სტუდიას Uncharted 3 იმპოტენციას, რადგან The Last of Us ნამდვილად გამოჩნდა, რომ Naughty Dog-ში სიუჟეტის მხრივაც შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების დადება. და ყველაფერი კარგია, უბრალოდ ამ კუთხით გამართული Uncharted ჯერ მაინც არ გვაქ...

Uncharted 4: A Thief's End (May 10, 2016)
სტატიის წერა საკმაოდ გამეწელა, მარა თავის დროზე თამაშების თამაში კიდევ უფრო. მეოთხეს დრო რო მოვიდა დაწყება უკვე მაგრად მეზარებოდა. თან ისეთი პერიოდი იყო რო წინა სამის გადაბმა უფრო კარგად შევძელი, ამაზე კი პაუზა ორ თვემდე ავიდა. ბევრი პოზიტივის მიუხედავათ თავში მაინც ჰოლივუდური ბოევიკი იყო დალექილი. მარა დაწყებული საქმის დამთავრებამდე მიყვანის დიდმა ხათრმა მაინც მაიძულა მოცემული ნაბიჯის გადადგმა. დავიწყე თამაში. არა იდეაში თამაში კი არ დავიწყე, სტარტს დავაჭირე და შევარდი შუა ოკიანეში, სახეში ავტომატს მესვრიან, თან მარილიან წყალს ვყლაპავ, თან კატერებს ვეტაკები, შტორმია, მეხი ეცემა, ტყვიები წუის და ვიღაც კაცი რაღაც ინსტრუქციებს მიყვირის, სადვარ არ ვიცი და რას ვთამაშობ ისიც არ მახსოვს, პროსტა სტარტს დავაჭირე. ერთი სიტყვით დიდი განშორების მერე (ფაქტიურად 5 წლიანი) უხერხული შეხვედრების თავიდან აცილების პრინციპის უცებ ითვისებ. ვსო, მივხვდი რო დავიწყე. ამერიკული ბლოკბასტერი, კი. ისევ. მაგრამ იმდენად მაგარი რამდენადაც მოცემულს შეუძლია, რომ იყოს. ნატანის და სემის (მისი უფროსი ძმის) შეხვედრის სახით წარმოდგენილი ტუტორიალი უკვე გიქმნის წარმოდგენას რა დონის თამაშშაც თამაშობ. საერთოდ სემის პერსონაჟი მაგრად შველის იმ ყველაფერს რაც მანამდე იყო, რადგან ისტორიის ის მონაკვეთი ამოაქ ზედაპირზე რომელზეც პატარა დრეიქს ლიმონკებით და კალაშნიკოვით ჯერ არ ურბენია. შედარებით დაწყნარებულზე ნელნელა ამჩნევ, რომ დევიდ კეიჯის "მითვისებული" Interactive movie ჟანრის სრულიად სხვა ინტერპრეტაციას თამაშობ. და რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა იმიტომ, რომ მაშინ უაზროდ უნდა დავწვრულმანდე, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ უყურებ ფილმს და პერსონაჟს ხედავ მესამე პირის კამერით. აი დაწვრილმანების გარეშე ალბათ ესე თუ იტყვი. თავით წავედი თამაშში და :med: ლოტოსის ფორმაში მჯდომს უცებ იმავე თავში რაღაც მძიმე საგანი მხვდება. მესამე ეპიზოდში, მოსყიდული ციხის უფროსი ციხის უკანვე გაგიყვანს და ოი საოცრებავ, ციხიდან სულ რაღაც 6 მეტრში უკვე ხელუხლებელი, საიდუმლო რუინებია და რათქმაუნდა რაღაც არტიფაქტი უნდა იპოვო. მაგიდის აყირავება მომინდა მარა კედელზეა მიდგმული ))) არადა ყველაფერი ისეთი ლამაზია რო შეძრწუნების პარალელურად, ყბის მეორე ნახევრიდან ოდნავ წვეთავს, მარა თავს ვიფხიზლებ, აღშფოთებას გამოვხატავ. ერთი მხრიდან პოზიტივი მაწვება, მეორეს მხრივ საღი აზრი იბრძვის და უცებ წყლის წვეთში შეწოვის მსგავსად შემიწოვა ხარისხმა. UFC დონის ხელჩართული ჩხუბი როა თამაშში გაკეთებული, იქ უკვე საღ აზრს აქეთ გკარნახობენ. მაგრამ ჩვენ რათქმაუნდა არ შევეგუებით ამას და "წყლის წვეთიდან" კრიტიკულები გაუყვებით გზას. თან ეს ეპიზოდი სიუჟეტის მთლიანობას საბედნიეროდ არ შეხებია. სიუჟეტი ამჯერად გაცილებით ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ლოკაციების გამართლების გამო უკანა ფონზე არ დევს, როგორც დანარჩენ სამ სერიაში. როგორც იქნა გვაქ დამაჯერებელი კონფლიქტი, გვყვანან დამაჯერებელი მოტივაციის მქონე მოწინააღდეგეები. პერსონაჟებს შორის იკვეთება კონფლიქტები, ძმის მოტივები და ბექგრაუნდი ბუნდოვანია. ერთი სიტყვით მიმდინარე მოვლენები მართლა საინტერესოა და ტვისტი საკმაოდ კარგი, მითუმეტეს მსგავსი თამაშისთვის. არი დებილი ჰოლივუდური მომენტები, მაგალითად რაღაც სასწაულ სიტუაციაში გადარჩენა, მაგრამ მთლიანობას არ ეხება და თავის ჩარჩოებში ასატანია, როგორც კარგ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში. ლოკციები როგორც მეგონა, ანუ გახსნილი და თავისუფლად გადაადგილებადი არ აღმოჩნდა. არი დიდი, მაგრამ ექშენ მონაკვეთები, სადაც სუ მოძრაობ, რაღაც მიზნისკენ მიდიხარ და არანაირი წყნარი, თამაშის დინამიკიდან ამოვარდნილი ექსპლორაცია. ანუ ერთგვალი დასკრიფტული რელსი, ოღონდ რელსის მაგივრად საკმაოდ მოზრდილი ტერიტორები. მოულოდნელ და ძაან სასამოვნო სურპრიზად იქცა სტელს მექანიკაც, რომელიც ამჯერად მართლა ამუშავდა და ამუშავდა პარკურის დონეზე, ანუ მაგრად ასწორებს, იყენებ და ერთობი, გაუმარჯოს. დანარჩენს რაც ეხება აქ უკვე სქრინები მინდა რო მოვიშველიო, ამ შემთხვევაში ბევრ ლაპარაკს, ნამდვილად ბევრი სურათი ჯობია.
ხო და მოდი დავიწყოთ სილამაზის სპოილერი:
დახამება მაცივარზე არეკლილი მთვარის შუქიდან დაიწყო http://i.imgur.com/zOKtppW.jpg
ეს კადრი რო გამოჩნდა ცოტახანი მერიდებოდა თამაშის დაწყება, ხელს რო გკრავენ სცენაზე გასვლის წინ ... http://i.imgur.com/mKt4UTo.jpg
დაბალ ხარისხიანი, განახევრებული რეზოლუციის სქრინები იმის ნახევარსაც ვერ გადმოსცემს რაც შესაბამისი დონის ტელევიზორზე ხდება ამ დროს http://i.imgur.com/XmRkJil.jpg . კედელზე მცენარეების ყურებაში და გადაღებაში დავხარჯე ერთი ათი წუთი. საერთოდ არ მაინტერესებდა ვის აფეთქებდნენ, ან ვინ მესროდა. მენშენის მესამე ნაწილი 2016 წლის ალბათ საუკეთესო ლოკაცია.
გრაფიკაც არი და ფილმიც http://i.imgur.com/GFCVH1W.jpg
ხედები და სირვცე http://i.imgur.com/1si2Q7K.png
ცალკე გამოსაყოფი თემაა გამწვანების რეალიზება, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნიდა ისეთი ლამაზი იყო ადგილებში http://i.imgur.com/Su2adni.png http://i.imgur.com/4YDUDNa.png http://i.imgur.com/wnhGbaP.png http://i.imgur.com/jj705jv.png http://i.imgur.com/V12pIlj.png http://i.imgur.com/AaEWNSI.png
სპონტანურად დაჭერილი კადრი http://i.imgur.com/J7B5lSo.png
და არ იფიქროთ რო დასახლებული ლოკაციები რამით ჩამოუვარდება ტროპიკულს http://i.imgur.com/Y1TQ7Zk.png http://i.imgur.com/P6E9yDP.png
დეტალიზაცია და ნივთების კომპიზიცია http://i.imgur.com/1DFDEW3.png http://i.imgur.com/YYOYa24.png http://i.imgur.com/zGe9BHB.png http://i.imgur.com/X0croWQ.png
მომენტები როცა გგონია რო სიჯიაის უყურებ, მარა თამაშობ http://i.imgur.com/4txl0ID.png
გახსნილი ლოკაციები რომლებზეც მაღლა ვილაპარაკე http://i.imgur.com/NyTIkzr.png
ერთი ჩაფტერი საერთოდ კუნძულების პატარა ჯაჭვისგან შედგება http://i.imgur.com/m308Koy.png http://i.imgur.com/3uHWLw8.png
რუინები http://i.imgur.com/AcaMiIa.png http://i.imgur.com/VsWud8M.png http://i.imgur.com/zxZtiHf.png
აი ესე ადრენალინით და ინტერესით ვიმოგზაურე ისეთ ეგზოტიკურ ადგილებში, რომლებშიც ცხოვრებაში დიდი ალბათობით ვერასდროს მოვხვდები და განვიცადე მართლა ერთერთი საუკეთესო თავგადასავალი, რომელიც კიდევ დიდხანს გამყვება.

>>> არა, არა ბრაცი, არა, მარა

და გეგონათ, რომ აქ მორჩა ყველაფერი? კი მეც ეგრე მეგონა, სანამ სამსახურში უსაქმურობისგან მულტიფლეიერში არ შევიდოდი ))) და რატო უნდა შევსულიყავი მულტიფლეიერში, მითუმეტეს მსგავსი თამაშის. ისე მოხდა, რო ჩემმა მეგობარმა ერთი საინტერესო ამბავი მომიყვა. მითხრა რო The Last of Us დახურვის მერე მულტიფლეიერი ისე გაუსწორდა რო ვიღაც გერმანელების კლანში შევიდა და დაჟე youtube-ზე ამ კლანის ჩენელი ქონდათ სტრიმებისთვის გაკეთებული. კაცი სერიოზულ კიბერსპორტში იყო ჩაბმული. The Last of Us-ზე მსგავსი რაღაცის გაგება კიდე მაშინ ისეთივე იყო ეხა მანქი აილენდზე რო მითხრას ვინმემ იგივე, ანუ ჩამრჩა გონებაში სერიოზულად და ამ ყველაფრის მერე Naughty Dog ბოლო თამაშის მულტიფლეიერის ნახვა კაკ მინიმუმ ერთხელ ხო მაინც ღირდა? ხოდა შევედი. სადღაც 80 საათი მექნება ნათამაშები, მეტი თუ არა. 42 ლეველივარ და ხუთი თითივით ვიცი შიგთავსი. ვაკეთებ დღიურ ჩელენჯებს, ვაგროვებ ანლოქების ქულებს, ვაწყობ მაგარ "იზვრაშონნი" ბილდებს და დღეში სადღაც 2 საათი სერიოზულად ვხალისობ. ხო, ნამდვილად არ მეგონა (მანქიაილენდი თუ ამას გააძრობდა). მითუმეტეს მულტიფლეიერის ვიდეოს რო ნახავ, რომელიც რაღაც გაუგებარი და თითიდან გამოწოვილი იდეის შეგრძნებას ტოვებს. დარბიან თამაშის პერსონაჟები და იარაღის სროლასთან ერთად რაღაც სფელებს აკეთებენ... არა შორიდან მართლა ანტი რეკლამაა ტრეილერი. საქმეზე ეს თანამედროვედ ანიმირებული და თანამედროვეთ აბახაბუხებული ენჯინი ისე ლაითად და დამაკმაყოფილებლად უკრავს რო გამოსვლა არ გინდა. რო გკლავენ არ იგრუზები, რო კლავ თავში არ გივარდება, უბრალოდ ერთობი და საკუთარი სვლებისგან იღებ სიამოვნებას. ზოგადად არ მიყვარს მულტი, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისუფლად შემილია ვთქვა, რომ Uncharted 4 დისკში ორი სრულფასოვანი და სერიოზული თამაში შედის.

The End

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Uncharted Series

Unread post#2 » 08 Jan 2017 04:10

ეს წინადადება იმდენად ზოგადია როგორც კალმახის დასაჭერად ამხტარი დათვის კუილი

მიესხა ჩაი მონიტორს.:D :D :D

კარგი სტატიაა, კარგად წასაკითხი და მეც მსგავსი რეაქციები მქონდა თამაშისას. იმის გამოკლებით რომ ზოგადად გრაფიკის და ანიმაციისგან არ მიმიღია ეგეთი სიამოვნება,ზოგადი პოტენციალი, გრაფიკა, პერსონაჟების დამაჯერებლობა ემოციების დავინახე რათქმა უნდა და მომწონდა თავიდან, მარა გეიმპლეი გრაინდინგმა და სიუჟეტის აფსურდულობამ მთელი ეგ სიამოვნება მომიკლა და ამას ჰოლივუდური ბლოკბასტერობისადმი ცივი დამოკიდებულება რომ დაემატა ვაბშე ვერ ვისიამოვნე თამაშით.

მაღალ სიძნელეზე თამაშმა, და ზოგადად ჰოლივუდური სინემატიკებით სავსე პოპკორნ ბოევიკი თამაშების მიმართ ჩემმა ცივმა დამოკიდებულებამ ითამაშა რათქმა უნდა თავისი როლი, ასევე შუტერების მობეზრებამ და იმ ფაქტმა რომ legacy of kain-ის სცენარისტისგან მეტს მოველოდი და მინიმუმ შეკრულ აზრიან სთორის. მარა სუფთა ობიექტურად და ფაქტობრივადაც ვერ ქაჩავდა თამაში.

მეოთხე ნაწილი საინტერესოა თუ გამოასწორეს ეგ თემები. მარა ღარაცნაირად მობეზრებული მაქ უკვე ჰოლივუდური ბლოკბასტერები, საპოპკორნე სიუჟეტებით და არ მაქ სურვილი თამაშის მაინც.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Uncharted Series

Unread post#3 » 08 Jan 2017 10:49

ძალიან კარგი სტატიაა, დაჭერილი გაქვს მთელი მუღამები და კარგად გამეცინა რო წარმოვიდგინე შენი რეაქციები))))
მეოთხე დამაინტერესდა უფრო, ალბათ იმიტო რო ბოლო პერიოდი ეგზოტიკური ადგილების მონატრება მაქვს (სამწუხაროდ რა თქმა უნდა ეკრანიდან), მარა ჯერჯერობით გეიმფლეიში დროის და ენერგიის ინვესტიცია არ მინდა.
ხო ნუ სთორიზე მე დაჟე იმდენად არ მქონია პრობლემა, არ გავუღიზიანებივარ სისულელეების მიუხედავად, იმიტო რო ლოკაციების და მისტიურობით გაჯერებული ეგზოტიკა ფარავდა ამას, წინსვლის სურვილი მქონდა ყოველთვის და ვერ ვწყდებოდი თამაშს. ჯუნგლები, უდაბნოები, დაკარგული ქალაქის ძიებები, მარტო წარმოდგენაც კი საკმარისი იყო რო გათიშული თამაში 20 წუთში ისევ ჩამერთო ხოლმე (შეიძლება ცირკის ბოზივით რო ვიყიდები არქეოლოგიურ და ამოუცნობ თემებზე მაგის ბრალია), თან ბავშვობაში მაბრუნებდა ეს cheesy მიდგომა და ამ რამდენიმე სერიალს მახსენებდა http://www.imdb.com/title/tt0092448/, http://www.imdb.com/title/tt0300795/, http://www.imdb.com/title/tt0240278/, რომელსაც გამწარებული ველოდებოდი ხოლმე თავის დროზე. ჩემი ერთადერთი დაბრკოლება გეიმფლეი აღმოჩნდა, გინებამდე და გულის რევამდე რო მივყავდი და უბრალოდ ძალიან ცუდად დადგმულ ბარიერად რო მედგა წინ და არ მიშვებდა სიუჟეტურ პროგრესამდე ახალი ლოკაციების სანახავად. ამ ეფექტს შეიძლება ისაც აძლიერებდა რო მე კლასიკური Tomb Raider-ის გავლენიდან გამოსვლა აღარ შემიძლია, ჩემს ლტოლვას ამოუცნობი საკითხებისადმი რასაც ქვია ხორცს ასხავს ლარას როლში ყოფნა და სახიფათო თავგადასავალის შეგრძნება, სადაც სრული თავისუფლება, საჭირო დროს ჩელენჯიანი კომბატი და რეალიზმის შეგრძნება არ მტოვებს.
მირჩევნია სერიალის დონეზე 5 სეზონს ვუყურო დრეიკის თავგადასავლების თუ ლამაზ, ამოუცნობ და ეგზოტიკურ ლოკაციებში იქნება და ქონდეს თუნდაც ჩლუნგი არალოგიკური სთორი, მარა თითონ თამაშის პროცესი, სროლა, აფეთქებები და კუბიკებივით დალაგებული ლოკაციები სადაც wave-ებად მოდიან ერთნაირი ხალხი მთელი თამაშის განმავლობაში, არ შემიძლია, რო ვუფიქრდები რაღაც ტრავმასავით მაქვს გამოყოლილი )))).
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Uncharted Series

Unread post#4 » 10 Jan 2017 02:15

hellwalker - მაღალ სიძნელეზე ამ თამაშის თამაში სერიოზული პიზდეცია. გიათმაგებს მინუსებს.
მეოთხეს მაინც გირჩევ, ჩისტა დეველოპერის კუთხითაც რო შეიგრძნო რა არი თანამედროვე დონე ძალიან მასთ პროდუქტია.

SLaYeR - Tomb Raider გავლენიდან არც უნდა გამოხვიდე. Tomb Raider არი სრული პასუხი ყველაფერზე რაც ამ ჟანრს ეხება. Uncharted და Tomb Raider მომენტი 007 და Bourne თემას მახსენებს, პირველის 30 სერიას მეორეს სამი სერია რო ჯობია. სიღრმის ამბავია, ორივესააქვს თავის ხიბლი, მაგრამ TB-ს (კლასიკურ სერიებს ვგულისხმობ) დონემდე ვერასდროს ვერ მივა Uncharted, ჯერ მარტო იმიტო, რო მაგ მიმართულებით არ მიდის. მარა დღევანდელი გადმოსახედით ორივეს გვერდიგვერდ არსებობაში ვხედავ აზრს, ეს თამაშები ერთმანეთს ხელს არ უშლის და არც ეჯიბრება. აი როგორც Silent Hill და Resident Evil მაგალითად. თითქოს ორივეს ერთი თემააქ, მარა საერთოდ სხვადასხვა დონეზე მიდის ამოხსნა.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Uncharted Series

Unread post#5 » 15 Jan 2017 00:10

როგორ მომნატრებია ფორუმზე ასეთი სტატიები. ბოლო დროს მხოლოდ სთიმზე და fbზე ვწერთ ხოლმე, უნდა გამოსწორდეს ეგ ამბავი!
ძალიან ახლოს არის ჩემი შთაბეჭდილებები ამ თამაშის სერიაზე ბაჩოს შთაბეჭდილებებთან.
ერთადერთი ის არის რომ ჯერჯერობით მხოლოდ პირველი სამი ნაწილი მაქვს ნათამაშები და მეოთხე არ მისინჯავს.
მაგრამ ეგეც კარგია იმიტომ რომ წინ მელოდება საკაიფო რამე ;დ თან ამ სტატიამაც გამიმყარა ის მოლოდინი რაც რეალურად მქონდა მეოთხეზე

აი ესაა იზიზე სათამაშო თამაში ;დ ოღონდ მართლა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Uncharted Series

Unread post#6 » 14 Dec 2020 02:52

Ripster wrote:აი ესაა იზიზე სათამაშო თამაში ;დ ოღონდ მართლა

ახლა ვარ მესამე ნაწილის შუაში და მომენტალურად გამახსენდა ბაჩო და გეიმოვერი, მინდოდა მომესმინა ამ სერიაზე თქვენი აზრი. მეც აქ დავაფიქსირებ ჯერჯერობით რას ვფიქრობ ამ თამაშებზე.
პირველ რიგში რაც დავაციტატე 100000% პროცენტით ვეთანხმები, აბსოლუტურად ამახინჯებს ამ თამაშს ეს ამდენი სროლა და უაზროდ გართულება, კედლებზე ამოფარება და ყველაფერი რაც გეიმფლეიში ჩადებულია. ლოკაციას რომ დავხედავ ეგრევე ვხვდები სად უნდა ამოვეფარო, ლიმონკა თუ დევს რა ტიპის მტრები იქნებიან, აკ47 თუ დევს რა ტიპის და ა.შ. იზიზე თამაში ამ ყველაფერს არ გამოასწორებს რა თქმა უნდა, მაგრამ ტვინს მაინც არ მოგიტ*ნავს ამ სიგიჟის გართულება)))))
სცენარიც ერთი შეხედვით ბეისიქია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც საინტერესოა, სემიჩკასავით მიდის და ჯიგრულად თამაშობ ერთობი.
ძაან კაი ხუმრობებია რა))))))))))))))) კარგი ხუმრობები თუა თამაშში მომენტალურად მევასება და აქაც ეგრე მოხდა.
არაფერი არ მომწონს განსაკუთრებულად, დაჟე არც ფაზლები მაგრამ მთლიანობაში გემრიელი თამაშია, ბავშვობა გამახსენდა პროცესში. ;დ
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Uncharted Series

Unread post#7 » 14 Dec 2020 03:26

ფილმად რო იყოს ვუყურებდი სიამოვნებით, სულ მომწონდა მასეთი სათავგადასავლო ამბები. გრაფიკულადაც ფილმის დონეზეა ანიმაცია ან მასე მახსოვს და მევასება.

გეიმფლეის რაც შეეხება:
გან კომბატი 2007 წლისთვისაც საშუალო დონე იყო. ხელჩართული ასწორებდა მარა ცოტა შანსი გქონდა.
პლატფორმინგს არაუშავდა მარა იგივე Prince of Persia დონეზე ვერ იყო მაინც დასკრიპტულობის გამო.
ფაზლები ბანძი ჰქონდა
ლეველ დიზაინი დილეტანტური მარტივი wave-ებისთვის აწყობილი, ყოველ ნაბიჯზე რო იგრძNობა.

სამწუხაროდ შემქმნელი Legacy of Kain სერიების ავტორი Amy Hennig იყო და დღემდე მიკვირს რატო მიაკვდა ამ ერთფეროვნებას, როცა მაგალითად Naughty Dog-ის წინა სერიებში, Jak 3-ზე იმუშავა Jason Rubin-თან ერთად და იმენა თამაშური თავგადასავალი დადეს.

სხვათაშორის 2003 წლის Indiana Jones and the Emperor’s Tomb https://www.youtube.com/watch?v=-LS5GI0m4OI არის ანჩარტედის წინასახე. ბევრი რამე პირდაპირ დააკოპირეს ამ თამაშიდან, მარა ნუ ინდიანა ბევრად შეკრული და არამოსაწყენი გეიმფლეის მქონე თავაგდასავალი გამოდგა ჩემთვის და დღემდე მევასება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Uncharted Series

Unread post#8 » 14 Dec 2020 03:29

მე ვერ ვპატიობ მაგას და არ მერგება. ანუ მთელი კონცეპტი არის რომ ბოევიკია AAA სიუჟეტური. და არც მეინ სთორი რო არ არის დონეზე და არც ბოევიკად არაა დონეზე და სუფთა რეჟისურის ხარჯზეა რაღაცა ხარისხი გამოყვანილი. ეგ სიღრმე მე ვაბშე არ მყოფნის მაგ თამაშისთვის და მითუმეტეს რა სტატუსითაც სარგებლობს ვაბშე არ ეკუთვნის.

ავენჯერებთან შედარებას ნამდვილად არ იმსახურებს მარა ჟანრი ეგაა პოპკორნის და ეგ უკვე თავისთავად პრობლემაა მაგ ჟანრობა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Uncharted Series

Unread post#9 » 14 Dec 2020 03:31

ბიჭო ძაან ცუდი კარგი ტრილოგიაა.
ცუდია კი, გეთანხმები აბსოლუტურად დაჟე მე ნორმალურ დონეზეც ვერ გამყავს ალბათ იმიტომ რომ ეხლა ვთამაშობ 2020ში, მაგრამ ნაღდად აქვს რაღაც ისეთი რაც მათამაშებს.
+ პერსონაჟები მომწონს, როგორი უერთიერთობაც აქვთ ერთმანეთთან, როგორც ღადაობენ და სიტუაცია რა.

განფლეია მაინც ყველაზე დიდი პრობლემა, პაზლები პროსტა საბავშვო ბაღია, დღიურში ჩაიხედავ და იქ წერია რაც უნდა ქნა)))))))))))))))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Uncharted Series

Unread post#10 » 14 Dec 2020 03:35

ბაზარი არაა. კონტრასტია რა მანდ პრობლემა. მაგ სტუდიისგან არის ეგეთი რამე ჩემთვის იმედგამაცრუებელი და მაგ სიუჟეტის და რესურსების თიმისგან. საშუალო, ან თუნდაც კარგი დონის სტუდიას რო დაედო მეც შევირგებდი.
მაგრამ დადეს ცვეტში ერთერთმა ყველაზე ნიჭიერმა და სკილის მქონე სტუდიამ პლანეტაზე და ეგ მომენტი უკვე ვერ მახუჭინებს თვალს პრობლემებზე. არტისტების, პროგრამისტების და ზოგადად გუნდის ღალატად აღვიქვამ მასეთი ნაშრომის გეიმ დიზაინში და მთავარ სიუჟეტში გახალტურებას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Uncharted Series

Unread post#11 » 14 Dec 2020 03:40

ბაჩოს ველაპარაკები ეხლა და კაროჩე მეოთხე და მეოთხის გაგრძელება ძაან გაგისწორდებაო. მესამეს მალე მოვრჩები და დიდი მოლოდინებით ვარ მეოთხის მიმართ განწყობილი უკვე.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests


cron