The Legend of Zelda: Breath of the Wild, Switch / Action-RPG / აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#1 » 20 Jun 2016 03:37

>>>
The Legend of Zelda: Breath of the Wild - ექსკლუზიურად Nintendo Wii U და Switch-ისთვის შექმნილი, ლეგენდარული სერიის ახალი ნაწილი. თამაშის მოქმედება მთლიანად გახსნილ და დინამიურ სამყაროში ვთარდება, რომელში მოგზაურობისთვის ამჯერად ამინდის მოვლენების გათვალისწინებაც მოგიწევთ. გრაფიკა Nintendo სტანდარტებით სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი. მოთამაშეების მართვაში კვლავ ელფი სახელად ლინკი გადადის, რომელსაც გათანამედროვებული მართვის სისტემის მეშვებით, ახალი უნარები და შესაძლებლობები დაემატა. სამყარო სავსეა თავსატეხებით და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზებით. Breath of the Wild-ში ახალი მიზნების აღმოსაჩენად თაუერებზე და მთის მწვერვალებზე აძრომა მოგიწევთ, გაიკვალეთ თქვენი უნიკალური მარშუტები და შეიგრძენით მაგიური ბუნების ძალა - შეგიძლიათ შეაგროვოთ სხვადასხვა ტიპის ნივთები და დაკრაფტოთ იარაღები, ითევზაოთ, ინადიროთ, აცოცდეთ ხეებზე, დაამზადოთ საკვები და სხვა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#2 » 21 May 2017 05:49

გავუშვი ემულატორით PC-ზე. ეგეთ პონტში ითამაშება უმეტესად მარა ზოგჯერ ჭედავს ხოლმე. ანუ თუ გინდა ითამაშებ მარა გამაღიზიანებელი მომენტი აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#3 » 21 May 2017 20:39

ჭედვის დონე შეგილია ნახოთ მე საკმაოდ თამაშებად ლეველად მეჩვენება. 12 წუთიდან ან 15-დან არის ძაან საინტერესო მომენტები გეიმ დიზაინის https://www.youtube.com/watch?v=1_iMgRo ... e=youtu.be

სთორი, ვორლდი და ვისუალური სტილი დიდად არ მევასება, მარა გეიმ დიზაინი და ლეველ დიზაინი იმენა შედევრია. იშვიათად რომ თამაშს ინტერაქტიულობა ასეთ დონეზე ქონდეს, თან რომ არ გიტყნავენ ტვინს ყველაფერზე ტუტორიალებით და მაგალითებით ასწორებს მაგრად. შეგრძნება გაქ რომ შენით პოულობ და აღმოჩენის მაგარი განცდაა.


საერთოდ არ ვიცოდი ხე რო იჩეხებოდა და პროსტა ნაჯახი დავარტყი რანდომზე მოიჩეხა, მერე მოჩეხილი ხე ჩავაგორე კლდიდან მოვკალი მტრები. რაღაც მთაზე Shrine უნდა მეპოვა ერთი საათი ვუარე გარშემო და უკვე ხელს ვიქნევდი როცა დავინახე ორ კლდეს შორის ნაპრალი იყო და ხე იზრდებოდა. მეთქი ვდი ხის მოჭრას და ხიდი გავაკეთე ეგრე გადავედი მაგარი გამისწორდა. მერე მთაზე ვერ ავდიოდი მეთქი რამე სახტუნაო სკილი მინდა, და გამახსენდა რომ რაღაც ცოცვასავით გამოდიოდა პატარა კედლებზე. მეთქი ვცდი და ცოცვა დაიწყო ავედი ბოლომდე.

რაღაც თავის ქალის ფორმის მტრის ბანაკში ნათურები ეკიდა და ქვევით ბომბები იყო. ნათურას ვესროლე ისარი გაქანავდა პროსტა, გამიტყდა ასეთი იავნი კომბო რატო არ გამოდისთქო, მერე რაღაც ინტუიტიურად ვესროლე თოკს რითაც ეკიდა ლამპა და გაწყდა ჩავარდა ქვემოთ.

და ეგეთი ბევრი პატარა დეტალია რომელიც ძალიან დადებითად განგაწყობს. იშვიათი მომენტია როცა ძველი თამაშის ღირებულებები არამარტო შენარჩუნებულია არამედ სერიოზულად განვითარებული და გაუმჯობესებული.

ღია სამყაროც უხდება. რაღაც Dark Soul და Shadow Of Colosus -ის ნაჯვარს გავს. შორს ხედავ საინტერესო ადგილებს და იქამდე მიდიხარ. შუაში სიცარიელეა უმეტესად და ადგილამდე მიღწევა საინტერესო თავსატეხივითაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#4 » 21 May 2017 22:05

cemu ემულატორით? გიგაჰერცი რამდენი გაქვს პროცესორზე?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#5 » 21 May 2017 23:02

კი 3600 მგონი
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#6 » 28 May 2017 19:52

ჭედვა ყოფილა ტექსტურების გამო. მგონი Cache დავაყენე არასწორედ. მარა თავისით აგენერირებს ტექსტურების Cache-ს ახალ ადგილებში რო მიდიხარ და მერე საკაიფოდ უჭირავს 30 FPS.

თამაშით მაგარს ვხალისობ. გუშინ მეთქი ერთი ნახევარი საათი ძილისწინ ვხევ და დღეს დღის პირველ საათზე ძლივს დადვდე ჯოისტიკი. დამოუკიდებლად რამე განსაკუთრებული არაა ისეთი არცერთი მექანიკა, პროსტა გეიმ დიზაინის ხარისხი და მიდგომა იმდენად კარგია რომ ყველაფერი მინი თავგადასავლად იქცევა.

მთაზე აცოცება ან რაღაც ჩანჩქერამდე მიღწევა შეილება უფრო გაგისწორდეს ვიდრე უმეტესობა ახალ თამაშებში 100 კაციანი თიმით დაგეგმილი და დამუშავებული მისია.

თან აი ის Old School სამყაროს სიცარიელის feel-ი აქ სულ რო ვლაპარაკობთ ხოლმე. შენ და სამყარო ხართ მარტო 90% დროის და მაგარი ასწორებს.

რაზეც აკრიტიკებენ, იარაღები რო იმტვრევა მალე და ა.შ. ეგენიც გამისწორდა მე. რაღაც სტრატეგიული ღირებულება მიეცა იარაღს როგორც რესურს და უნდა აწონო სიტუაცია გიღირს თუ არა ბრძოლა ჯილდოსთვის.

ამინდის ეფექტები რო გეიმპლეიზე მოქმედებს ეგეც მაგარი გამისწორდა. სიცივეში იყინები, წვიმისას კლდეები სლიპინა ხდება და ძნელია აცოცოება. ელვა თუა უნდა გაიძრო მეტალის აღჭურვილობა თორე დაგარტყავს მეხი და ელვიანი ღამეები კაი დაძაბულ stealth მისიად იქცევა ხოლმე უიარაღოდ.

მარა მაინც მთავარი მუღამი ამ მთელი ინტერაქტივის აღმოჩენაა. ცხენს დაინახავ ველურს მოგინდება რომ ცხენი გყავდეს მიხვალ შეგიძლია გახედნო. ხილი გინდა ხიდან მოკრიფო და არ გაქ ნაჯახი, თურმე ხეზეც მოსულა აცოცება. ფარზე სერფინგიც კი გავაძრე კომბატისას შემთხვევით და მერე 20 ვცდილობდი გამეგო როგორ ჩავრთე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#7 » 15 Aug 2017 02:07

hellwalker ძაან მაინტერესებს რა ქენი. მე არ ვითამაშე იმიტო რო ისედაც სერიოზულ რაღაცეებშივარ ჩართული, მინიმუმ დარკსოული და ვიჩერი მაქ მისაყვანი ბოლომდე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#8 » 15 Aug 2017 03:33

რაღაც აპდეიტი დავაყენე თამაშისაც და ემულატორისაც და გაფუჭდა რაღაცეები. დამეზარა გარკვევა და გადავდე. რაღაც კიდე ახალი სთორი ედონი უნდა გამოვიდეს და ბარემ მერე გავტესტავ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#9 » 30 Jan 2021 02:29

ესე მყუდროთ თავი წლებია არ მიგრვძვნია. დაჟე თამაშშიც.
ჩავრთე და დავიკარგე ეგრევე სამყაროში.
რაღაც გოტიკის ხეტიალი გამახსენდა, მარტო შენ და გარემო რო ხართ. ეგ მომენტი დანაშაულის დონეზე დავიწყებულია, არსად მარტო არ გტოვებენ და აქ იმენა მარტო ხარ, რაღაც სასწაული განცდაა ეგ ამდენი ხნის მერე...
ძაან ლამაზი მინიმალიზმი და ღია სივრცეები. სტილზე ეგრევე ვითნესი გამახსენდა და მივხვდი რამდენად მაგარი მიგნებაა ეს ვიზუალი. მეტი გრაფიკა არაა საჭირო უმეტეს შემთხვევაში.
თამაშის დაწყებიდან სადღაც 3 წუთში ვსო, რაც გინდა ის ქენი.
ვირბინე ერთი ორი საათი, ძალით გამოვრთე :)

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#10 » 30 Jan 2021 20:31

ზუსტად ეგეთი ექსფერიენსი მქონდა პირველად ჩართვაზე.
რაღაც აი ძაან დიდი ხანი რო აღარ კეთდება ეგეთი სიყვარულით ნაკეთები სამყაროა შექმნილი.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#11 » 02 Feb 2021 23:18

https://imgur.com/a/t3VaSEa
Shadow of the Colossus არი პირდაპირი ინსპირაცია. მინიმალიზმი, სამყარო რომელშიც ყველაფერი ხელლის გულზე ჩანს, პერსონაჟის მოძრაობების სტილი, ყველაფერი იქიდან იღებს სათავეს. დროის შეგრძნება მეკარგება.... ეხა ამ საწყის ლოკაციას რო გავცდი და ვნახე რამხელა რუკაა ცოტა დავითრგუნე პროსტა :wow:


User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#13 » 07 Feb 2021 21:50

დღეს ითამაშე სახლში მისულზე? :D
ეგ სოფელი იყო ძალიან მაგარი მომენტი ჩემთვის. პირველი დიდი დასახლებაა რომელსაც შევხვდი და მაგიური შეგრძნება იყო, ამხელა სამყაროში დიდი, მყუდრო დასახლების აღმოჩენა.
I won't miss.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#14 » 09 Feb 2021 07:46

ემულატორზე ვფიქრობ მე, ძალიან მომეწონა :D
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#15 » 10 Feb 2021 15:49

მალე ქენი ეგ ამბავი, მეორეზე მუშაობენ უკვე : P
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#16 » 12 Feb 2021 12:38

მთელი სპექტრია ახალი და მონატრებული ემოციების. და რაც ყველაზე საინტერესოა, ესე ცალსახად ვერ იტყვი რაშია ზელდას მაგია. ესეთი რაღაც რო შექმნა დღეს, უნდა ადგე და თავიდან უნდა გამოიგონო ველოსიპეტი. ფუნდამენტური მიდგომებიაქვთ გადააზრებული, ერთგავრი იაპონური ხედვაა დასავლური როლფლეი თამაშის, სადაც ტიპებმა ბოლომდე დაივიწყეს თავიანთი JRPG.

რო ვფიქრობ თუ როგორი იქნებოდა თამაშზე მუშაობის პროცესი, მგონია რო უბრალოდ იჯდნენ, Hayao Miyazaki -ი მულთფილმებს არჩევდნენ და გადაქონდათ თამაშში. ნუ ეს ზედაპირულად, მარა რო თამაშობ მართლა ზღაპარში გგონია თავი.

რაღაც ახალი ტიპის კომპოზიციებია შექმნილი, რომელიც მარტო თამაშში შეიძლება. მაგალითად ლოკაციის ლანდშაფტის ფორმა, მასზე დასმული ნაგებობები, ფლორა, ფაუნა, ენპისიები, მტრები, ამინდი, დღეღამე და აქ უკვე მოდის ინტერაქტიული ელემენტები, როგორიცაა ისტორიები რასაც გიყვებიან ამ ადგილზე, ქვესთები, საიდქვესთები, დამალული ადგილები, მოსაგროვებელი ნივთები - ეს ყველაფერი არი ერთიანი, ანუ არი ეს ლოკაცია და ამ ლოკაციის კომპოზიციის გადმოცემას ემსახურება ის რაც ჩამოვთვალე. მოკლედ სასწაულად საინტერესო რამეა. დავრბივარ, ვათვალიერებ, ვკაიფობ.

Riddick
Posts: 11696

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#17 » 16 Feb 2021 21:24

შვებულებაში ვარ
ყველაფერი რთულის კეთება მკიდია, არც ქვესთებს არ ვაკეთებ, არც დანჯებს არ გავდივარ, პროსტა ვბომჟაობ :kaffee: თაუერებს ვხსნი, რამე საინტერესო ადგილს ვირჩევ, მივდივარ. მარა ესე რო გავაგრძელო სავარაუდოთ 250 საათი არ მეყოფა, ამიტო ცოტა უნდა დავძრა სიუჟეტი, პროსტა ვის რა ჩემ ** უნდა აქ სიუჟეტის დაძვრა ))

პ.ს. წვიმის დ.შ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#18 » 18 Feb 2021 10:29

ელვის / მეხის მექანიკა რა საკაიფოდ აქვთ გაკეთებული, დაამუღამე?
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#19 » 18 Feb 2021 11:23

რაღაც ლოკაციაში მოვხვდი, სუ წვიმს. და კი. დავამუღამე. მშვენიერია... ))
პროსტა ეხა უკვე ისეთი განცდა მიჩნდება რო ზედმეტად დიდი სამყაროა და ამაში იდეაში ცუდი არაფერი არაა, უბრალოდ აი ესე გემრიელად ყველაფრის ნახვა რო გინდა, ამხელა მაშტაბებზე ძაან რთული ხდება. თან საკმაოდ ზედაპირული როლფლეი მექანიკებიაქ, თუნდაც კაცის განვითარების, რომ ამხელა სამყარო ქონდეს. აი სკაირიმში სიტყვაზე როლფლეის სიღრმე აკომპენსირებს ტერიტორიის სიდიდიეს, ანვითარებ პერსონაჟს და დაჟე იქაც მერე ტყდება ბალანსი. აქ კიდე ნუ რამდენი უნდა აგროვო ეს რესურსები, იდეაში მეტს დიდად ვერაფერსაც ვერ შვრები სუფთა როლფლეის ამბავში. არ ვწუწუნებ, ეგეც მაგრად მომწონს, მარა არაა ბოლომდე საკმარისი ამხელა ტერიტორიაზე მარტო ეგ. რამე თუნდაც "ჩემი საყვარელი" Far Cry სერიების მსგავსი, რანდომად დაგენერირებული მოვლენები რო ხდებოდეს ძაან გაასწორებდა. შეილება ეხა უშუალოდ ცენტრალურ კონტენტზე რო გადავალ შემეცვალოს აზრი და რაღაც სიღრმეები კიდე გაჩნდეს, ვნახოთ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#20 » 18 Feb 2021 11:32

რაღაც რენდომ მომენტები იჩითება შიგადაშიგ, რაღაც ლოკაციებზე, მარა მალე გბეზრდება.

ეგ წვიმის ლოკაცია ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა :D
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests