Cosmos: A Spacetime Odyssey - ტყუილა არ არის ფიქციური და დოკუმენტური სერიალების სიაში top 10-ში.
სახელმა ამ შეგაცდინოთ, ეს არ არის მარტო კოსმოსის ისტორია, ყველაფრის ისტორიაა. შავი ხვრელის ფიზიკიდან იასამნის შეფერილობის ახსნასთან ხტება; ევოლუციას, სამყაროს წარმოშობას, პირველ ხელნაწერ დოკუმენტს, დინოზავრებს წარმოაჩენს ერთიანი, ულევი სამყაროს კავშირად.
ყოველ წამს ბომბარდირებას გიკეთებს ახალი პერსპექტივით და აღტაცებით გავსებს. რაც მთავარია ამ ყველაფერს ერთერთი საუკეთესო სთორითელინგით გიკეთებს რაც სერიალებში ყოფილა. დოკუმენტური ფილმი არაა, მთელი თავგადასავალია მართლა.
არ მინდა დაგისპოილეროთ მთავარი მომენტები მაგრამ თუნდაც ამ ფაქტზე დაფიქრდით.
Big bang მოხდა დაახლოებით 14
მილიარდი წლის წინ.
- კაცობრიობა არსებობს დაახლობით 200 ათასი წელი (სამყაროს არსებობის 0.001%).
- პირველი არანომადური ცივილიზაციები დაახლობით 6 ათასი წელისინათლის სიჩქარე არის 1079252848.8 კილომეტრი საათში.
არსებობს ტერმინი, Observable Universe. რაც ნიშნავს ხილვად სამყაროს. ალბათ გაგიგიათ ტერმინი.
ეხა რას ნიშნავს ხილვადი სამყარო, ეს არის სამყაროს მონაკვეთი რომლიდანაც სამყაროს წარმოშობიდან მოყოლებული სინათლის სხივებმა მოაღწია დედამიწამდე.
ანუ ყველაფერი ამის იქით არის ისე შორს რომ მათი ვარსკვლავების სინათლის სხივმა, 1 079 252 848.8 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობით, 14 000 000 000 წლის განმავლობაში აქამდე ჯერ ვერ მოაღწია და ამიტომ შანსი არ გვაქ მისი დანახვის.