Fallout 4, Game - Release Date: 2015 Nov 10

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#1 » 14 Sep 2015 22:22

Fallout 4
2015 წლის 2 იანვარი, Bethesda-ს გამოქვეყნებული თაიმერი 2015 წლის 3 იანვარმდე ითვლის დროს. შემდეგ საიტზე დაიწყო სერიისთვის დამახასიათებელი "დასაყენებელი დაფის" პირდაპირი ტრანსილაცია, შუაში კი ტექსტი «Please Stand By». საბოლოდ საიტი დაიხურა, და უკან მხოლოდ ტაიმერის დასრულების შემდეგ ჩაირთო - ნაჩვენები იქნა თამაშის ოფიციალური ტრეილერი და ცნობილი გახდა, რომ თამაში Microsoft Windows, PlayStation 4 და Xbox One გამოვა, ხოლო მოქმედება ამჯერად ბოსტონში განვითარდება - შტატი მასაჩუსეცის დედაქალაქში (თამაშში - ახალი ინგლისის სამეგობრო).

>>>

Fallout 4 გეიმფლეი პირველად 2015 წლის 15 იანვარს, E3-ზე იქნა ნაჩვენები. მასში მთავარ გმირად, ვოლ ტეკის მრავალრიცხვოვანი თავშესაფრებიდან ერთერთის, კერძოდ კი 111 ნომერი თავშესაფრის ბინადარი წარმოადგინეს. თამაშის დასაწყისში მოთამაშემ მისი პერსონაჟის ვიზუალი, სქესი და სახელი უნდა შეარჩიოს. თუ თამაშში შემდგომში ბავშვი შეგეძინათ, მას თქვენი პერსონაჟის და მისი პარტნიორის იერისგან დაგენერირებული ვიზუალი ექნება. სიუჟეტური დავალებების გარდა, მოთამაშეს სხვადასხვა ტიპის ტექნიკის შექმნა, იარაღების მოდიფიცირება, საკუთარი დასახლების აშენება და სხვა მსგავსი საქმიანობების შესრულება მოუწევს. მოცემული შესაძლებლობებით მეოთხე ნაწილი საგრძნობლად განსხვავდება New Vegas-გან, რომელშიც თამაშის გახსნილ სამყაროში გატარებული დროის უმეტესობა სიუჟეტური ქვესთების მხარეს იხრებოდა. თამაშში შენარჩუნებული იქნება სპეციალური დამიზნების სისტემა სახელწოდებით V.A.T.S., რომელიც პირველად Fallout 2 გამოჩნდა. დამიზნების პროცესში მოქმედება ნელდება, ხოლო მოთამაშეს შეუძლია გაიგოს თუ რამდენი პროცენტი ზიანის მიყენებას შეძლებს მოწინააღმდეგის სხეულის კონკრეტულ მონაკვეთზე. სხვა საინტერესო დეტალები:

>>>

  • დეველოპერების მტკიცებით თამაშის განახლებების გამოსვლას რეგულარული ხასიათი ექნება. მათი მეშვეობით ბაგების გასწორების გარდა, თამაშში ახალი ელემენტების დამატებაც მოხდება.
  • მოდების შემქმნელებისთვის 2016 წელს ხელმისაწვდომი უნდა გახდეს Creation Kit - ინსტრუმენტების ნაკრები, რომლებითაც თვითონ დეველოპერები სარგებლობდნენ. მოდების გაშვება ერთდროულად სამ წამყვან კონსოლზე PC, Xbox One და PlayStation 4 მოხდება.
  • 2016 წლის დასაწისში თამაშის პირველ DLC ვიხილავთ (რომლის დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია). ყველა DLC საერთო ფასი 40 დოლარი იქნება (ხოლო სეზონური აბონიმენტის [Season Pass] ფასი 30 შეადგენს).
  • თამაშში შესული გახმოვანებული დიალოგების რაოდენობამ 111,000 ტექსტის ხაზს მიაღწია, რაც Skyrim და Fallout 3 საერთო მაჩვენებელზე მეტია.
  • თამაშში მოცემული იქნება 12 მეგზური. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია კოდსვორტის, ძაღლის, პერსტონის და ახალი პერსონაჟის სახელად პაიპერის შესახებ. მათ უმეტესობასთან შეიძლება რომანტიური ურთიერთობების დამყარება - სქესის მიუხედავათ (ძაღლის ყოლა ესეთი ამაღელვებელი აქამდე არცერთ თამაშში არ ყოფილა).
  • უნარები (მეცნიერება, საუბარი, ენერგეტიკული იარაღი, ბარტერი...) და სხვა სტანდარტული მაჩვენებლები მთლიანად იქნა გადამუშავებული და ახლა პერკების სისტემაში იქნება გაერთიანებული, ახალი ლეველის აღების დროს თქვენ შვიდი სხვადასხვა პერკისგან ერთერთის არჩევა მოგიწევთ (ძალა, აღქმა, გამძლეობა, ქარიზმა, ინტელექტი, მოხერხებულობა, იღბალი).
  • არსებობს მარტო მოგზაურობის პერკი - ყველანაირი ზოო და ნეკროფილების ნაკლებად მოყვარულთათვის ალბათ.
  • იარაღების გამოყენებას ამჯერად ახლო ბრძოლებშიც შეძლებთ.
  • ღილაკებზე The Last of Us მენიუს მსგავსად სხვადასხვა ნივთების დაყენებაა შესაძლებელი.
  • ნივთების აღების პროცესი ამჯერად რეალურ დროში მიმდინარეობს - როგორც Witcher 3 (ანუ იხსნება ქვე მენიუ).
  • თამაშის გამოსვლის ოფიციალური თარიღია 2015 წლის 10 ნოემბერი.
კონცეპტ არტი >
გეიმფლეი >>>
ბაგაბუგი >>>

User avatar
Ripster
Posts: 1866

Fallout 4

Unread post#2 » 14 Sep 2015 23:04

სტატიის წაკითხვის შემდეგ ბაგაბუგის ტრეილერი რომ ჩავრთე ძაღლს თვალებში ვერ ვუყურებდი

მაგრამ მაინც
იმისდამიუხედავად რომ ბევრ საეჭვო რაღაცეებს გვაჩვენებენ
გული მიგრძნობს ეს ის თამაშია რომელსაც შევაკვდები <3
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#3 » 14 Sep 2015 23:20

მოუთმენლად ველოდები ))))
იმის მიუხედავათ რომ რაღაც რენდომული ჩანს წინსვლა დიზაინში.
მარა რო ვიცი მოდებით ყველა ნაკლი გასწორდება და შემეძლება ახალ სამყაროში ჩავიკარგო თავფეხიანად, ჩემთვის საყვარელ გეიმ დიზაინის მიმართულებბით აგებულში უკვე რაღაც სხვა განზომილება იჩითება.

Vanilla თამაშად აღარ არსებობს ეს სერიები, მოდერების, ფანების და დეველოპერების სიმბიოზია. რაც ძალიან მახარებს და მომწონს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Fallout 4

Unread post#4 » 15 Sep 2015 02:45

მე ამას ისე ვუყურებ რო შემდეგი ორი წელი ამისი მოდლისტები უნდა ვადგინო, თუ მოდელირება დავამუღამე შეიძლება რამე მოდებიც გავაკეთო)))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Fallout 4

Unread post#5 » 15 Sep 2015 13:54


Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#6 » 19 Sep 2015 00:23

მე ის აჟიოტაჟი ვერ დავამუღამე რაც ამ თამაშის დემონსტრაციის მერე დაიწყო და რაღაც არაბუნებრივის განცდამაქ. რაც ვნახე იგივე მოსნტრები, იგივე იარაღები, იგივე სტილის გარემო, რაც მთავარია იგივე ძრავის შეგრძნება, ანუ სუფთა წინა ნაწილი იყო პროსტა დანავაროტებული. ისევ ისეთივე ხესავით ანიმაცია, სროლა და ადამიანები რომლებიც მხოლოდ ამ დედანაქაჩ ძრავში გამოდიან ესეთი - კუბოდან ამოღებულებივით, ადგილზე რო ტრიალდებიან და გაშეშებული წელით რო იწყებენ პირის მოძრაობას. აი ესეთი საპასპორტე სურათისთვის მომზადებული სტოიკით რო არი ყველა NPC (არვიცი თქვენი, მარა მე აღარ შემილია უკვე, რაც არუნდა საინტერესო რამეს ლაპარაკობდეს პროსტა არ შემდის თავში).

ახალ ფიჩებს რაც შეეხება
ნაგვის შეგროვება და ბაზების მშენებლობით სინგელფლეიერ თამაშში სადაც ეს ბაზა 90% ალბათობით მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის მატარებელი იქნება, არ დავინტერესდი, რადგან ისედაც უამრავი უაზრო ნივთები იყო თამაშში, როლებიც რაღაც ღირებულის და ყურადღების მისაქცევის მოგროვების შეგრძნებას სრულიად აქრობდა და აფსოლიტურად ყველაფრის შეგროვების შესაძლებლობამ რაღაც ეჭვი მეპარება მაგაზე კარგად იმოქმედოს. ძაღლს რო ტყვიების მოტანა შეულია ასწორებს, მარა ისე არა როგორც დარბაზში გაუსწორდათ ))) აი ეგზოსკილეტის პონტში რო გააკეთეს აბჯარი ეგ მომეწონა, მაგის დანავაროტების მუღამები თუ სწორად ააწყვეს საინტერესო ელემენტი იქნება. მეტი რავი ახალი და საინტერესო არ მახსენდება

და ნუ მოდების პერსპექტივით ვანილაზე ლაპარაკი ტონკი თემაა, პერსპექტიულა მოდებით თამაშის მოყვარულებისთვის ნამდვილად, მარა ჩისტა თამაშის შეფასების კუთხით თუ შევხედავთ არაადეკვატული მგონია ძაან. და ზოგადად ამ კომპანიის გამოშვებულ თამაშებს რო მოდერები ანავაროტებენ, მაგ ფაქტორის გამო ორიგინალი თამაშებისთვის ნაკლების პატიება და მოდებით მიღებული ექსპერიანსთ სხვა თამაშებთან შედარება ძაან არასამართლიანია ჟანრის სხვა წარმომადგენლებთან მიმართებაში.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#7 » 19 Sep 2015 23:09

Off Topic
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#8 » 21 Sep 2015 19:48

Off Topic
► Show Spoiler

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#9 » 21 Sep 2015 21:13

Off Topic
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#10 » 22 Sep 2015 02:01

Off Topic
► Show Spoiler

User avatar
Ripster
Posts: 1866

Fallout 4

Unread post#11 » 22 Sep 2015 02:34

Off Topic
► Show Spoiler
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#12 » 22 Sep 2015 04:59

Off Topic
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Fallout 4

Unread post#13 » 22 Sep 2015 22:39

Off Topic
► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#14 » 24 Sep 2015 17:09

Off Topic
► Show Spoiler

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#15 » 24 Sep 2015 17:53

Off Topic
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#16 » 24 Sep 2015 18:35

Off Topic
► Show Spoiler

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#17 » 24 Sep 2015 21:39

Off Topic
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#18 » 25 Sep 2015 01:44

Off Topic
► Show Spoiler

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout 4

Unread post#19 » 25 Sep 2015 04:07

Off Topic
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Fallout 4

Unread post#20 » 27 Sep 2015 15:47

Off Topic
► Show Spoiler

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 32 guests


cron