რეკორდსმენები გავხდით ! - $6,333,295
გუშინ ვლაპარაკობდით საერთოდ შენმუზე და ბავშობას ვიხსენებდით. რამდენიმე დღის წინ დახურა სპაუნამ ორივე და იმაზე ვლაპარაკობდით რო ამდენი ხნის მიუხედავათ მაინც იგივე დონეაქ შენარჩუნებული და ბევრისგან განსხვავებით მორალურად არ დაძველებულა, რაც გავიზარდეთ და დიდების თვალით შევხედეთ უფრო მოსაწონი გახდა და არა პირიქით. იმას მიყვებოდა როგორ დაიკიდა ვიჩერის თამაში და როგორ ზამასკაში დატოვა მეორე შენმუს ენდინგმა. მერე კიდე ერთხელ აღვნიშნეთ თუ რა მოვლენა იყო თავისი დროისთვის თამაში რომელიც დღეს შეილება მესამე ვიჩერს დაუდგეს ინტერესით და თავის თავზე შეგაჩერებინოს ყურადღება. ბოლოს კი გამოტყდა რო პირველის კიდევ ერთხელ დახურვაზე ფიქრობს :)
ძალიან მიხარია რო როგორციქნა გაგრძელდება ისტორია. ბავშობის ყველაზე ტკბილი მოგონებაა ეს თამაში ჩემთვის, თამაში რომელშიც მთავარი აქცენტი არაა გმირობაზე, ომზე და ხალხის ხოცვაზე, მსოფლიოს გადარჩენაზე, ან რაიმე მსგავსზე, მასში პირველ პლანზე ყოველთვის გამოდიოდა ერთი ძლიერ ფასეული რამ რასაც ადამიანობა ქვია და განახებდა რომ თურმე თუ სწორად გადმოეცი უბრალო ხალხთან ურთიერთობა, დილას ადგომა და სამსახურში წასვლა, ან კატისთვის საჭმელის მიტანა შეილება გაცილებით საინტერესო იყოს ვიდრე სპეც სამსახურების აგენტის როლის მორგება, რადგან ერთი ზღაპარია მეორე კი საკუთარ რეალობას სხვა, საინტერესო კუთხით განახებს და გაძლევს შანსს რო დააფასო ის რაც რეალურად გაგაჩნია და შეგიძლია რომ გქონდეს.
და დავდებ ერთ ვიდეოს, სადაც ადამიანის ის ემოციაა დაფიქსირებული რომელიც ჩემს სიტყვებზე გაცილებით კარგად იტყვის
სათქმელს