Unread post#7 » 25 Feb 2015 08:57
რას აკეთებენ ამდენხანს არ ვიცი, მაგრამ 4 თვე ერთი ეპიზოდის გამოშვებას როცა უნდება დეველოპერი, მაგ პერიოდის განმავლობაში სხვებთან განხილვაც ამოწურული გაქვს და თვითონ ეპიზოდიც, გინდა არ გინდა იმდენხანს ელოდები, რო შემდეგის გამოსვლის მერე წინა ეპიზოდის/ეპიზოდების თამაში ახლიდან გიწევს, რომ რამე არ დაგავიწყდეს/გამოგრჩეს, ჩემთვის ყოველშემთხვევაში ეგრეა.
TWAU, TWD, TWD2 დამთავრებული იყო მე რო დავიწყე, ბოლო ეპიზოდებზე მომიწია მხოლოდ რამოდენიმე დღე ლოდინი და მაგას ქონდა თავის მუღამი, მაგრამ არა პირველი ეპიზოდიდანვე Tales from the Borderland-ის დაწყებას ჩემი მხრიდან :D. იჯექი და ელოდე სექტემბრიდან მოყოლებული მეორე ეპიზოდს, რომლის TBAც კი არ იდება ჯერ, როცა იანვრის ბოლო კვირაში უკვე მეორე ეპიზოდი უნდა დადებულიყო და სავარაუდოდ, აქამდე მესამეც.
სამაგიეროდ, თელთეილზს უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა, GoT-ის დროულად მოყომარება, რომელიც უნდა აიღო და most likely, ტუალეტში ჩარეცხო. მე პირადად არ მაქვს მაგის იმედი, არც ველოდები და არც დროის დაკარგვას ვაპირებ.
TWAU ძალიან მიყვარს, იმდენად კარგია, რო ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მუღამით ვთამაშობ თუ გადავწყვიტე, რომ თავიდან დაწყება მინდა.
TWD-ებზე არ გადავრეულვარ დიდად, მაგრამ ქარაქთერები შემიყვარდნენ ძალიან, რომლებიც დაიხოცნენ
Tales From The Borderlands ძალიან მომეწონა, თითქმის იმ დასკვნამდე მივედი, რომ ერთი ეპიზოდი მერჩივნა მთლიან TWAU-ს, მაგრამ მერე მოვედი აზრზე :D დამთავრებას დაველოდები.
და მიუხედავად იმისა, რომ ძველია და დასახვეწია და etc etc. Back to the Future-იც ძალიან მომეწონა.
Life is Strange მაინტერესებს კიდევ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ქარაქთერებიც და გარემოც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
ეპიზოდურად გამოცემას რაც შეეხება, ჩემთვის ეგ არაა წინა პლანზე რა ფორმატით გამოუშვებენ და რა პლიუს-მინუსები ექნება გამოშვების ფორმატს და იმჰო არც იმას ვფიქრობ, რომ მაგ ფორმატით დეველოპერები რამეს ხვეწენ. ყველა ვარიანტში საბოლოოდ მიღებული პროდუქტის მუღამით თამაშობ და ეგრეც განიხილავ.
tl;dr არ ვამართლებ ამ ფორმატს, იმიტორო თვითონ ფორმატია დაუხვეწავი, როცა მოთამაშეს იმდენი ხანი გიწევს მეორე ეპიზოდზე ლოდინი, რომ თამაშის არსებობა გავიწყდება საერთოდ.