ეს არის ერთერთი საუკეთესო ჰორორი PS2-ზე From Software-ისგან რომელიც 2004 წელს გამოვიდა - იმ პერიოდში როცა იაპონური ჰორორები თავის პიკს აღწევდა და Silent Hill-ის(Team Silent-ის დაშლამდე), Siren-ის და Fatal Frame-ის სერიები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. Kuon-იც ერთერთი გამორჩეული მათგანია, თუმცა ნაკლებად ცნობილი ვინაიდან აღარ გაგრძელებულა. თამაში მიყვება იაპონურ ფოლკლორს და ისტორიებს მოჩვენებების შესახებ, გამოირჩევა ატმოსფერულობით და სახასიათო, ლამაზი ვიზუალური სტილით, რაც თავისუფლად აყენებს ზემოთ ჩამოთვლილი სერიების გვერდით.
გეიმფლეი კლასიკური Resident Evil-ის ტიპის ჰორორების ფორმულას იმეორებს, ისევე როგორც მსგავს თამაშებში პროგრესის მისაღწევად ნივთების შეგროვება და თავსატეხების ამოხსნაა საჭირო, აქაც მოიპოვება Memo-ები რომელიც დამატებით ინფორმაციას იძლევა სთორის და თავსატეხების შესახებ. კომბატისთვის დანა და რიტუალური სპელები გამოიყენება. თუმცა Fatal Frame-ის მსგავსად აქაც ბევრი სარბენია წინ და უკან, ამის კომპენსაციას გარემოს უნიკალური შესრულება და მაღალ დონეზე გამოცემული ატმოსფერო ახდენს, ამიტომ მოთამაშეს მოსაწყენად დრო აღარ რჩება და ინტერესით მიყვება სიუჟეტს.
თამაშის სეთინგი ჰეიანის ერაშია (795-1185 წლები) დაფუძნებული, როდესაც იაპონიაში ბუდიზმი, დაოსიზმი და სხვა ჩინური გავლენა ყველაზე მეტად იგრძნობოდა, შესაბამისად სპირიტუალური აქცენტები სიუჟეტურადაც და გარემოს გაფორმებაშიც საინტერესოდ გამოიყურება და გემოვნებიანად არის დამუშავებული, რაც ამძაფრებს იაპონური ჰორორის ატმოსფეროს თავისი რიტუალებით და ოკულტური თემატიკით.
ჰეიანის პერიოდში არსებობდა ძალიან გავლენიანი Fujiwara-ს ოჯახი, მოქმედებაც სწორედ Fujiwara-ს ერთერთ საგვარეულო სახლში და მის ახლოს მთასთან მდებარე სამლოცველოში ვითარდება. ლორდ Fujiwara-ს, რომელსაც სჯერა რო მისი სახლი დაწყევლილია, საგანგებოდ იწვევს ეგზორცისტ Doman-ს საკუთარ მამულში. აქედან სიუჟეტი ორ ფაზად იყოფა: Yin Phase (Chapter of Shadow) და Yang Phase (Chapter of Light). პირველ ფაზაში ეგზორცისტის ორი ქალიშვილი - Utsuki და Kureha მიდიან მამის საძებნელად Fujiwara-ს მამულში. როდესაც ბაღში შეაღწევენ, ბავშვების სიმღერას გაიგონებენ, Kureha შესამოწმებლად მიდის და უჩინარდება, ხოლო Utsuki მის ძებნას იწყებს. მეორე ფაზაში ეგზორცისტის მოწაფე Sakuya და მისი უფროსი ძმა სტუმრობენ მამულს უცნაური მოვლენების ამოსახსნელად. ორივე პერსონაჟით დახურვის შემდეგ იხსნება მესამე ფაზა Kuon და ახალი პერსონაჟი რომელიც თამაშს ამთავრებს.
ტრეილერი
გეიმფლეი